Monday, May 13, 2019

აპლიკაციები პედაგოგის პროფესიული ზრდისთვის

აპლიკაციები პედაგოგის პროფესიული ზრდისთვის

          საზოგადოების ნაწილი განვითარებას საკუთარი რესურსების გამოყენებით იწყებს.  უმარტივესი და უიაფესი გზა კი მობილური აპლიკაციებია. ამ უკანასკნელმა სწავლა-სწავლების პროცესშიც შეაღწია და საპატიო ადგილიც დაიკავა. არსებობს უამრავი სერვისი, რომლებსაც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი პედაგოგი იყენებს.
       მათ შორის პირველ ადგილზე დგას TED ( https://ed.ted.com/ ). მას 250 ათასზე მეტი მასწავლებლის მობილურში ნახავთ. TED  პირადი და კარიერული განვითარებისთვის საჭირო რესურსებს აუდიო თუ ვიდეო ფორმატით გაწვდით. ასევე, გთავაზობთ რეკომენდაციებს სასურველ სფეროში. მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ეს პლატფორმა საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვაში ეხმარება. საინტერესო ვიდეოების შემოთავაზების გარდა, აპლიკაცია კრეატიული კითხვების შედგენისთვისაც მოგცემთ რჩევებს.
Brain Sparker ( https://brainsparker.com/ ) – აპლიკაციას 150 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, მისი მიზანი თქვენში კრეატიულობის გაღვიძებაა.
Khan Academy (https://itunes.apple.com/us/app/khan-academy-you-can-learn-anything/id469863705?mt=8)  – აქ ნახავთ რესურსებს მათემატიკის, ისტორიის და მეცნიერების ყველა სფეროს შესახებ. ხანის აკადემია აბსოლუტურად უფასო სასწავლო რესურსია. მისი გაზირება თქვენი მოსწავლეებისთვისაც შეგიძლიათ.
Haikudeck ( https://www.haikudeck.com/) -ის მეშვეობით ორიგინალური პრეზენტაციების აწყობას შეძლებთ.
Instructables  (https://www.instructables.com/ ) – თუ კლასისთვის პროექტს ეძებთ, ეს აპლიკაცია აუცილებლად გამოგადგებათ.
Classdojo (https://www.classdojo.com/resources/) – სტუდენტებთან და მათ მშობლებთან ურთიერთობის საუკეთესო გზაა.
imovie ( https://www.apple.com/imovie/ )- პოპულარული აპლიკაცია ვიდეო-პროექტების შესაქმნელად.
Google Classroom (https://classroom.google.com/h) გამოიყენება მოსწავლეებისთვის დავალებების განაწილებისა და შეფასებების მისაცემად. ასევე, მასწავლებლები მას იყენებენ გარკვეული განცხადებების გასაკეთებლად. ესაა თავისუფალი სივრცე დებატებისთვისაც.
https://www.redbytes.in/best-autism-apps-for-kids/ –  აუტისტური სპექტრის მქონეთათვის.
იხილეთ აპლიკაციების ვრცელი ჩამონათვალი და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი:

წყარო: thetechedvocate.org
ამ ბლოგით პედგოგებს დავეხმარები პროფესიული უნარების სასერთიფიკატო გამოცდის ჩაბარებაში. ამ ბლოგში  ნახავთ ყველა საჭირო რესურს, სადაც მოიძიებთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციას. ნახავთ ტესტებს და გაივლით ტესტირებას.