მნიშვნელოვანი ცვლილება მოზარდისპიროვნული განვითარების თვალსაზრისით არის მე-კონცეფციისა და თვითშეფასების განვითარება.მე-კონცეფცია ეს არის ზოგადი წარმოდგენა საკუთარ თავზე. მე-კონცეფციის ფორმირება იწყება ადრეული ბავშვობის ასაკში, მაგრამ ბევრი ფსიქოლოგის აზრით, მე-კონცეფციის სრული ფორმირება შესაძლებელია, მხოლოდ ფორმალური ოპერაციების სტადიაზე( ამ სტადიაზე იწყებს მოზარდი ფიქრს საკუთარ პიროვნებაზე). ის იწყებს სხვადასხვა ინფორმაციის შეგროვებას: რა უნარები გამაჩნია? ჭკვიანი ვარ? მომხიბვლელი ვარ საპირისპირო სქესისთვის? მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოზარდი ახდენს საკუთარ თავზე წარმოდგენის ფორმირებას. მე-კონცეფცია შეიძლება განიცდიდეს ცვლილებას სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. ოლპორტის აზრით, ინდივიდუალობა ეს არის არა საბოლოო შედეგი, არამედ უშუალოდ მიმდინარე პროცესი. მას გააჩნია როგორც სტაბილური, ასევე მუდმივად ცვლადი ნიშნები. რ. სტრენგმა გამოყო ”მე”-ს 4 ასპექტი:ზოგადი მე-კონცეფცია - მოზარდის წარმოდგენა საკუთარ პიროვნებაზე, უნარებზე, სტატუსზე და სოციალურ როლებზე. დროებითი მე-კონცეფცია - დამოკიდებულია პიროვნების გუნება-განწყობილებაზე, სიტუაციაზე, განცდებზე. მაგალითად, თუ მოზარდმა გამოცდაზე მიიღო დაბალი შეფასება, მან შეიძლება ჩათვალოს, რომ სულელია, რაც გამოიწვევს თვითშეფასების დაქვეითებას. სოციალური ”მე” - მოზარდის მოსაზრება, თუ რას ფიქრობენ მასზე სხვები. თუ მოზარდი ფიქრობს, რომ სხვები თვლიან, რომ ის სულელია, ის საკუთარ თავზე ნეგატიურად იფიქრებს. იდეალური მე - როგორი უნდა მოზარდს რომ იყოს. ეს წარმოდგენა შეიძლება იყოს რეალისტური, დაქვეითებული ან გადაჭარბებული. დაქვეითებული იდეალური ”მე’’ ხელს უშლის მიღწევებს. გადაჭარბებულმა იდეალურმა ”მე”-მ კი შეიძლება გამოიწვიოს ფრუსტრაცია და თვითშეფასების დაწევა. რეალისტური იდეალური მე-კონცეფცია ხელს უწყობს საკუთარი თავის მიღებას, ფსიქიკურ ჯამრთელობას და რეალისტური მიზნების მიღწევას. მოზარდის პიროვნების განვითარებაში ცენტრალური ადგილი უკავია თვითშეფასებას - თვითშემაცნების კომპონენტი, რომელიც შეიცავს ცოდნას და შეფასებას პიროვნების ფიზიკური მახასიათებლების, უნარების, ზნეობრივი თვისებების და ქცევის. თვითშეფასება მიუთითებს იმაზე, თუ რამდენადთვლის მოზარდი საკუთარ თავს - მნიშვნელოვან, ნიჭიერ, წარმატებულ და ღირსეულ პირობნებად.თვითშეფასებაზეა დამოკიდებული მოზარდის ფსიქიკური ჯამრთელობა, სოციალური ადაპტაცია, სწავლა და პროფესიის არჩევა. მისი ჩამოყალიბება ხდება ბავშვის აქტიობისა და პიროვნებათშორისი ურთიერთობის პროცეში. თვითშეფასება შეიძლება იყოს ადექვატური, დაბალი და მაღალი. ადეკვატური თვითშეფასების მქონე მოზარდები არიან საკუთარ ძალებში დარწმუნებული, თვითკრიტიკულები; აქვთ მაღალი საზოგადოებრივი და პიროვნული სტატუსი, ფართე შემეცნებითი ინტერესები, მაღალი აკადემიური მოსწრება.მაღალი თვითშეფასების მქონე მოზარდებს ხშირად აქვთ შეზღუდული შემეცნებითი ინტერესები და ძირითად მიმათულნი არიან ღარიბი შინაარსის მქონე ურთიერთობებზე.დაბალი თვითშეფასების მქონე მოზარდები კი მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ.თვითშეფასების მახასიათებლები თავს იჩენს მოზარდის ქცევაში. დაბალი თვითშეფასების დროს, მოზარდი მიისწრაფის მარტივი ამოცანების გადაწყვეტისკენ, რაც აფერხებს მათ განვითარებას. მაღალი (გადაჭარბებული) თვითშეფასებისას (რაც ამ ასაკში იშვიათია), მოზარდი გადააფასებს თავის შესაძლებლობებს და ცდილობს იმ ამოცანების გადაჭრას, რაც მას არ ხელეწიფება. მოზარდი, თვითშეფასების ფორმირებისას ყურადღებას ამახვილებს: აკადემიურ მოსწრებაზე, გარეგნობაზე, ფიზიკურ ძალაზე, ქცევაზე და სოციალური აღიარებაზე. მოზარდობის ასაკში გოგონებს უფრო დაბალი თვითშეფასება აქვთ, ვიდრე ბიჭებს, ვინაიდან მათი თვითშეფასება ძირითადად დაკავშირებულია მათი გარეგნობის შეფასებასთან.იდენტობის და თვითშეფასების ჩამოყალიბებაში ოჯახს და სკოლას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. მშობლები და პედაგოგები, რომლებიც კარგად ართმევენ თავს თავიანთ ფუნქციებს, ერთი მხრივ, უქმნიან მოზარდებს დაცულობისა და მხარდაჭერის ატმოსფეროს. მოზარდი გრძნობს, რომ ის უყვართ ისეთი, როგორიც არის, ხოლო მეორე მხრივ, იგივე მშობლები და პედაგოგები ხელს უწყობენ მოზარდის ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ პიროვნებად. გარდამავალ პერიოდში განსაკუთრებით იზრდება თანატოლთა ჯგუფების მნიშვნელობა. ფიზიკური, ემოციური და სოციალური ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად მათ თანაგრძნობა და მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ამას კი, ბუნებრივია, იმათთან ეძებენ, ვისაც მსგავსი განცდები და პრობლემები აქვთ, ანუ თანატოლებთან.მოზარდისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია თანატოლებთან ურთიერთობა და მათი აზრი. ყოველი მოზარდი ოცნებობს ნამდვილ მეგობარზე, რომელსაც შეიძლება ბოლომდე ენდოს. მეგობარში ის ეძებს მსგავსებას, მიღებას, გაგებას. შეიძლება ვთქვათ, რომ მეგობარი მოზარდობის ასაკში ფსიქოთერაპევტის როლს ასრულებს. მათი ასაკისთვის დამახასიათებელი მაქსიმალიზმიდან გამომდინარე, ერთი მხრივ, აქვთ სურვილი ჰყავდეთ ერთადერთი ერთგული მეგობარი და მეორეს მხრივ, - ხშირად იცვლიან მეგობრებს. მოზარდები არ პატიობენ მეგობარს ღალატს. მოზარდები ურთიერთობისას თანატოლებთან შედარებას აკეთებენ და ამის საფუძველზე აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებსა და ქცევას. შეფასებისას, მოზარდები აქცენტს აკეთებენ გარეგნობასა და იმ პიროვნულ თვისებებზე, რაც პოპულარობას უწყობს ხელს. მოზარდების იერი (ვარცხნილობა, ჩაცმულობა) ხშირად უფროსებში გაღიზიანებას იწვევს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მოზარდები სწორედ უფროსებისგან განსხვავებულ ჩაცმის სტილს ირჩევენ, რითაც პროტესტს უცხადებენ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებს, იმავდროულად, ჩაცმის სტილით გამოხატავენ გარკვეული ჯგუფისადმი მიკუთვნილობას. იგივე ფუნქციას ასრულებს ლაპარაკის მანერა, მუსიკა, რომელსაც უსმენენ. ეს ყველაფერი მოზარდთა სუბკულტურას წარმოადგენს.მოზარდებისთვის დამახასიათებელია “მოზრდილობის“ გრძნობის ჩამოყალიბება. ამიტომ, ისინი ხშირად ბაძავენ უფროსებს - ეწევიან, სვამენ, ახდენენ მოზრდილთა ურთიერთობების კოპირებას.. მოზარდი საკუთარ თავს თვლის მოზრდილად და ითხოვს ადექვატურ მოპყრობას. ამავე დროს სულაც არ აწუხებს, რომ ითხოვს გაცილებით მეტ უფლებას, ვიდრე ვალდებულებას და პასუხისმგებლობას. დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა გამოიხატება იმაშიც, რომ ის უარს ამბობს კონტროლზე და დახმარებაზე. მოზარდისგან ხშირად შეიძლება გავივონოთ: “მე ყველაფერი ვიცი”.
Friday, June 28, 2019
მე კონცეფცია და თვითშეფასება

Thursday, June 27, 2019
როგორ დავგეგმოთ კონსტრუქტივისტული გაკვეთილი

Top of Form
Bottom of Form
თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა მიზნად ისახავს მასწავლებელზე ორიენტირებული ავტორიტარული სასწავლო პროცესის შეცვლას მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესით, რომელიც მოსწავლის ინტერესებსა და მოთხოვნილებებს ითვალისწინებს. ინტერაქტიულ სწავლებას პედაგოგიკაში სწავლებისა და ცოდნის ახალი სტრატეგიები შემოაქვს. იცვლება სწავლების მიზანი. იგი ორიენტირებული ხდება არა მხოლოდ მზა ცოდნის მიღებაზე, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე.
მოსწავლე ინტერაქტიული სწავლების სუბიექტი და მისი აქტიური მონაწილეა.
სწავლებას საფუძვლად ედება მოსწავლის პირადი გამოცდილება, პირადად მისი თვისებები და ცოდნა.
სწავლების პროცესისადმი ეს მიდგომა მნიშვნელოვან საგანმანათლებლო მიმდინარეობას – კონსტრუქტივიზმს ეყრდნობა. მისი ძირითადი იდეა ის არის, რომ მოსწავლეებს ვასწავლოთ ძველი და ახალი ცოდნის შედარებით ახალი ინფორმაციის შეგროვება, დასკვნების დამოუკიდებლად გამოტანა, დამოუკიდებლად აზროვნება, ცოდნის კონსტრუირება.
კონსტრუქტივიზმის მიხედვით, მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა. სწავლების კონსტრუქტივისტული მეთოდი გულისხმობს სწავლების პროცესში მოსწავლეთა ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებას, მათ წახალისებას, რათა მათ შეძლონ ფაქტების, მოვლენებისა და ცნებების ანალიზი და ინტერპრეტაცია.
ამ ტიპის გაკვეთილი ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ მასწავლებელი დაეხმაროს მოსწავლეებს, თავად ააგონ ცოდნა, დაამყარონ საგნებს შორის კავშირი და, რაც ყველაზე მთავარია, შეძლონ ანალიზი. ეს ზრდის მოსწავლეთა აქტივობასა და ინტერესს. კონსტრუქტივისტული მეთოდით სწავლების შემთხვევაში მასწავლებელი პროცესის დამგეგმავი, წარმმართველი, შემფასებელი და ხელისშემწყობია.
სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის ძირითადი პრინციპებია:
§ სწავლა აქტიური პროცესია. მოსწავლე აგებს ცოდნას მასწავლებლის მიერ გადაცემული ინფორმაციის საფუძველზე. სწავლება უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს საკუთარი აზრის ჩამოყალიბებაში. მოსწავლე ყველაზე უკეთ მაშინ ითვისებს, როდესაც საკუთარი გამოცდილებაზე დაყრდნობით წყვეტს პრობლემას;
§ სწავლა გულისხმობს მნიშვნელობის წვდომას. მასწავლებლის მიზანია, ისე წარმართოს სასწავლო აქტივობები, რომ მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი იდეები და აღმოჩენები კარგად გაიაზრონ.
§ სწავლა სოციალური ურთიერთობების გზით აიგება. შესაბამისად, სასწავლო გარემოში ცოდნის კონსტრუირების საუკეთესო საშუალება თანამშრომლობითი სწავლების გამოყენებაა, მაგ. ჯგუფური მუშაობები დისკუსიები…
§ სწავლა ყოველთვის გულისხმობს კონტექსტს. მოსწავლე ყველაზე კარგად ითვისებს მაშინ, როდესაც ახალი ინფორმაცია განვლილს უკავშირდება.
სწავლების კონსტრუქტივისტული მიდგომის შემადგენელი ნაწილები:
§ ახალი იდეების დაკავშირება არსებულ ცოდნასთან;
§ მოდელირება –
მასწავლებელი მიმართავს რთულ დავალებას და ცდილობს მოსწავლეთათვის თვალსაჩინო გახადოს ის ნაბიჯები, რომლებიც ამ დავალების შესასრულებლადაა საჭირო;
§ ”ხარაჩოს” მეთოდი –
მასწავლებელი ისეთ დავალებებს აძლევს მოსწავლეებს, რომელთა შესრულებაც მათ დახმარების გარეშე გაუჭირდებათ. მასწავლებელი სხვადასხვა ხერხებით ეხმარება მოსწავლეებს. დახმარებას თანდათან ამცირებს და საბოლოოდ მოსწავლეები თავად ახერხებენ საქმისათვის თავის გართმევას;
§ არტიკულაცია –
საკუთარი შეხედულებების გამოთქმა ვერბალიზაციის გზით და მათი დაცვა, რაც დაეხმარება მოსწავლეებს მასალის უკეთ გააზრებაში.
§ რეფლექსია –
მოსწავლეები ახდენენ საკუთარი სწავლის პროცესის ანალიზს. ეს ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას. სხვაგვარად ამ პროცესს ”მეტაკოგნიცია”, ანუ სწავლის პროცესის გაანალიზება ეწოდება.
§ თანამშრომლობა –
კონსტრუქტივისტული მიდგომა გულისხმობს ურთიერთსწავლებას, ერთობლივ მუშაობას;
§ არჩევანი –
მოსწავლეებს ეძლევათ არჩევნის საშუალება, რაც ხელს უწყობს სწავლის პროცესს: იზრდება ჩართულობა და ინტერესი სასწავლო პროცესისადმი;
§ მოქნილობა –
კონსტრუქტივისტული მეთოდის თანახმად, მასწავლებელი საჭიროებისამებრ მოქნილად ცვლის გაკვეთილის მიმართულებას;
§ ადაპტაციის უნარი –
მასწავლებელს უნდა შეეძლოს სასწავლო მიზნებისა და ამოცანების ადაპტირება მოსწავლეთა შესაძლებლობებთან;
§ მრავალმხრივი რეალობა –
მრავალმხრივი რეალობის გააზრება დაეხმარება მოსწავლეებს, გაიგონ, რომ ყოველთვის ერთი სწორი პასუხი არ არსებობს. ეს უვითარებს მოსწავლეს კრიტიკულ აზროვნებას. ამისთვის მასწავლებელმა აუცილებლად უნდა მიაწოდოს მოსწავლეებს რამდენიმე ალტერნატიული შეხედულება ერთსა და იმავე საკითხის შესახებ.
შემოგთავაზებთ რამდენიმე აქტივობას, რომელთა განხორციელებაც საგაკვეთილო პროცესს უფრო საინტერესოსა და სახალისოს გახდის:
1. ინტერვიუ – სამი ნაბიჯი
შესასწავლი თემა – შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ („ამბავი როსტევან არაბთა მეფისა“)
კლასი – X
სასწავლო მიზანი –
განუვითაროს მოსწავლეებს მიზანმიმართული კითხვის დასმის, ინფორმაციის ლოგიკურად და ლაკონურად ჩამოყალიბების, აქტიური მოსმენის,
ჩანაწერების გაკეთებისა და შეჯამების უნარი.
მიმდინარეობა:
მოსწავლეებს ვავალებ, გაეცნონ ტექსტს და ამის შემდეგ მოამზადონ კითხვები პრობლემის ირგვლივ
(ინტერვიუსთვის), რათა გამოუმუშავდეთ შეკითხვის დასმის ჩვევა.
კლასს ვყოფთ სამკაციან ჯგუფებად და ვუხსნი მეთოდის არსს. ტრიადის თითოეული მონაწილე იქნება ინტერვიუერი, რესპოდენტი და დამკვირვებელი.
პირველი ნაბიჯი: ინტერვიუერი იღებს ინტერვიუს რესპონდენტისგან, ხოლო დამკვირვებელი აკეთებს ჩანაწერებს, ინიშნავს არსებითს ინტერვიუერისა და რესპოდენტის საუბრიდან.
მეორე და მესამე ნაბიჯი –
როლები იცვლება (თითოეული ინტერვიუსთვის განკუთვნილია 5 წუთი, ჯამში
– 15 წუთი).
შემდეგ ორ-ორი სამკაციანი ჯგუფი ერთიანდება ექვსკაციან ჯგუფად. ჯგუფის ექვსივე წევრი დამკვირვებლის როლშია და, შესაბამისად, ჩანაწერებსაც აკეთებენ. ექვსივე რიგრიგობით წარმოუდგენს დანარჩენ მოსწავლეებს თავისი ჩანაწერიდან არსებითს. ბოლოს ჯგუფი აჯამებს დამკვირვებლების ჩანაწერებს და აკეთებს პრეზენტაციას.
მასწავლებელი ისმენს პრეზენტაციას. ბოლოს მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით აჯამებენ და აფასებენ მიღებულ ინფორმაციას.
ამ მეთოდის გამოყენება ეფექტურია, როგორც მოსწავლეთა წინარე ცოდნის შესამოწმებლად, ასევე თემის შესაჯამებლად.
ეს მეთოდი გვეხმარება, განუვითაროთ მოსწავლეებს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები, რაც სწავლის ხარისხის ამაღლებისა და სოციალიზაციის უნარის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.
2.დაკარგული (გამოტოვებული) სიტყვები
შესასწავლი თემა –
აკაკი წერეთლის „გამზრდელი“
კლასი – XI
სასწავლო მიზანი: ტექსტზე მუშაობისას მოსწავლეთა ყურადღების მობილიზება; კონტექსტური გასაღებების ამოცნობა და გამოყენება; წინარე ცოდნის გააქტიურება; მასალის მთლიანობაში გააზრება.
მიმდინარეობა:
დამოუკიდებელი კითხვისა და მოსწავლეთა ყურადღების მობილიზაციის მიზნით მოსწავლეებს ვურიგებ ტექსტს (მეოთხე თავი), რომელშიც გამოტოვებულია სიტყვები. მოსწავლეები კითხულობენ დაკვირვებით და ცდილობენ გამოტოვებული ადგილების შევსებას.
სიტყვები უნდა დანომრონ ისე, როგორც ტექსტშია მოცემული (მაგალითად: „არც გვარით, არც ვაჟკაცობით, არც სიმდიდრით, არც ქონებით, – ჰაჯი უსუბ ცნობილია მხოლოდ
1… და 2… „ )
შემდეგ წყვილდებიან და განიხილავენ ერთმანეთის ნამუშევარს. შესაძლებელია, ერთის ნაცვლად რამდენიმე სავარაუდო პასუხმა მოიყაროს თავი. მოსწავლეები მსჯელობენ და სხვადასხვა ფერის მარკერით წერენ საკუთარ სიტყვებს, რათა არ გაუჭირდეთ საკუთარი ჩანაწერის მოძებნა.
ყოველივე ამის შემდეგ ვუკითხავ ტექსტის სწორ ვარიანტს. ბოლოს მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ საინტერესო ვარიანტებს.
ეს მეთოდი გვეხმარება მოსწავლეთა ცოდნის გააქტიურებაში, გაგებასა და ტექსტის
გააზრებაში. გარდა ამისა, მოსწავლეები უფრო აქტიურად ერთვებიან სასწავლო პროცესში.
გამოყენებული ლიტერა
Subscribe to:
Posts (Atom)