Friday, July 5, 2019

პოზიტიური და ნეგატიური დასჯა. სკინერი



ბერას ფრედერიკ სკინერი
ამერიკელი მწერალი, ფსიქოლოგი და გამომგონებელი
(1904-1990)

   არსებობს  დასჯის  ორი  სახე:   პოზიტიური   და   ნეგატიური.
  დასჯის  ტიპს,  როდესაც  არასასიამოვნო  ზემოქმედების  ღონისძიებები გამოიყენება არასასურველი ქცევის აღკვეთის მიზნითპოზიტიური  დასჯა ეწოდება.  მაგ.:  დატუქსვა  ან  ცუდი  ნიშნის  დაწერა  სტუდენტის  ცუდი  ქცევის  შესაბამისად.
  ნეგატიური  დასჯა არის  არასასურველი  ქცევის  შედეგად  გამოყენებული  გარკვეული  სასჯელი,  (ანუ  ჯარიმა),  რომელიც მოიაზრებს სასიამოვნო  სტიმულის  მოშორებას.  მაგ.:  მოსწავლის  დატოვება  სკოლაში  გაკვეთილების  შემდეგ.

უარყოფითი განმტკიცება




Negative Reinforcement
განხორციელებულ ქცევას მოჰყვება ავერსიული სტიმულის ჩამოცილება. ავერსიული სტიმულის ჩამოცილების შემდეგ იზრდება ამ ქცევის სიხშირის ალბათობა. თუკი ადამიანი, რომელსაც არ უყვარს მარწყვი, განახორციელებს ისეთი ტიპის ქცევას, რომელიც მას თავიდან აარიდებს მარწყვის ჭამას - ეს იქნება უარყოფითი განმტკიცება. ავერსიული სტიმულის მოცილებისა და ნეგატიური განმტკიცების კლასიკური მაგალითია ქოლგის გამოყენება წვიმის დროს; ქარიან ამინდში მანქანაში მინის აწევა, კაშკაშა მზის შუქზე სათვალის გაკეთება და ა.შ. წვიმა, ქარი და გამაღიზიანებელი დღის შუქი - თითოეული ეს სტიმული წარმოადგენს ავერსიულ სტიმულს, ხოლო განხორციელებული ქცევები - ფანჯრის აწევა, ქოლგის გაშლა თუ სათვალის გაკეთება - ეხმარებიან ადამიანს ამ არასასურველი; ავერსიული სტიმულების თავიდან არიდებაში.
მნიშვნელოვანია არ ავურიოთ ერთმანეთში უარყოფითი განმტკიცება და დასჯა. მიუხედავად იმისა, რომ ავერსიული სტიმული ორივე შემთხვევაში გამოიყენება, დასჯის დროს კავშირი საპასუხოდ განხორციელებულ ინსტრუმენტულ ქცევასა და ავერსიულ სტიმულს შორის დადებითია - ანუ რაც უფრო მეტად ავლენს ადამიანი განსაზღვრულ ქცევას, რომელზეც დამოკიდებულია დასჯა - მით უფრო იმატებს დასჯის პროცედურა - რასაც საბოლოოდ ქცევის ჩაქრობამდე მივყავართ.     უარყოფითი განმტკიცების დროს კი, პირიქით, კავშირი ინსტრუმენტულ ქცევასა და ავერსიულ სტიმულს შორის ნეგატიურია - ანუ რაც უფრო ხშირად ახორციელებს ადამიანი განსაზღვრულ ინსტრუმენტულ ქცევას, მით უფრო იკლებს ავერსიული სტიმული. 
*** 


პედაგოგიური  რეკომენდაციები  ბიჰევიორისტული თეორიის  მიხედვით
ბიჰევიორისტული  თეორიის მიხედვით სწავლების პროცესში მასწავლებელმა  უნდა  გაითვალისწინოს  შემდეგი:
·                გაზარდოს   დადებითი  სტიმულების  რაოდენობა,  სიხშირე  და ინტენსიობა;
·                შეამციროს ნეგატიური სტიმულების რაოდენობა, სიხშირე და ინტენსიობა;
·                სწავლა კარგია დადებითი განწყობით
·                სწავლისათვის საჭიროა გამეორება და მასწავლებლისა და ინ-სტრუქტორის მხრიდან უკუკავშირი
·                მიზანმიმართული წახალისებისა და ჯარიმების გამოყენებით 
·                შესაძლებელია ქცევის გარკვეული სახეობების დასწავლა
·                მასწავლებელმა და სასწავლებელმა უნდა უბიძგოს ადამიანს პრობლემის გადასაჭრელად მიმართოს სხვადასხვა ქცევასრის შემდეგაც უნდა დაჯილდოვდეს სწორი რეაქცია
·                ადამიანები რეაგირებენ განსაკუთრებით მნიშვნელოვან და უჩვეულო სტიმულებზე (იხ. დომინანტური ელემენტების კანონი) და არა ზოგადად მთელ სიტუაციაზე. ამიტომ სწავლების პროცესში მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს მნიშვნელოვან (დომინანტურ), ასპექტებზე.  მაგ.:  მნიშვნელოვანი ასპექტების გამოყოფა დიდი შრიფტით, ფერის გამოყენება, ხშირი გამეორება

კონსტრუქტივისტული მიდგომაშვეიცარიელი ფსიქოლოგი ჟან პიაჟე და რუსი მეცნიერი ლევ ვიგოტსკი, რომლებიც კონსტრუქტივისტული თეორიის ფუძემდებლებად მიაზრებიანმიიჩნევენ, რომ მოსწავლე თვითონ აგებს ცოდნას გონებაშიმასწავლებელი მხოლოდ ეხმარებაამდენადკონსტრუქტივისტული აზროვნების განვითარება მოზარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ბრუნერი განასხვავებს ადამიანის აზროვნების პროცესის 3 ფორმასეს ფორმები ადამიანის ზრდასთან ერთად მოსდევს ერთმანეთსმოქმედებითი გამოხატვა, წარმოსახვითი გამოხატვა და სიმბოლური გამოხატვა (იყენებს სიმბოლურ სისტემებს ცოდნის დასაშიფრად). ამასთან, ბრუნერი გამოყოფს აღმოჩენით სწავლას, რაც კონსტრუქტივისტული თეორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღმოჩენა წარმოადგენს ინდუქციური აზროვნების ფორმას.
მეცნიერის მტკიცებით, ცოდნის ორგანიზების გზებია:
·                ცნებები – მსგავსი საგნებისა და მოვლენების დაჯგუფება. ლოგიკური აზროვნების ბირთვია ცნებების დაუფლება.
·                სქემები (მჭიდროდ ორგანიზებული ფაქტების ერთობლიობა) და სცენარები (როცა სქემა მოიცავს მოვლენათა სისტემურ თანმიმდევრობასმას სცენარი ეწოდება.) ბავშვები სქემებსა და სცენარებს იყენებენ ჩვენ მიერ გამოტოვებული ინფორმაციის  აღსადგენად.
·                თეორიები – ადამიანებიგანსაკუთრებით კი ბავშვები, აგებენ შეხედულებათა სისტემებს ანუ თეორიებს სამყაროს სხვადასხვა ასპექტის შესახებ.
·                მსოფლმხედველობა – ზოგადი შეხედულებები და ვარაუდები რეალობის შესახებ.

 მოდელირება - ამ მიდგომის დროს მასწავლებელი ხსნის რთულ ამოცანას და ნაბიჯ-ნაბიჯ უჩვენებს მოსწავლეებს ამოცანის ამოხსნისგზას, თან უხსნისრატომ აირჩია ეს გზა და ყურადღებას ამახვილებს საკვანძო მომენტებზე.
ხარაჩოს მეთოდი" - მასწავლებელი ისეთ დავალებებს აძლევს მოსწავლეებს, რომელთა შესრულებაც მათ დამოუკიდებლად გაუძნელდებათმასწავლებელი ეხმარება, დახმარების წილს თანდათან ამცირებს და საბოლოოდ მოსწავლე თავად ახერხებს დავალებისთვის თავის გართმევას.
არტიკულაცია - მოსწავლეთა წახალისება, მცირე ჯგუფებში მუშაობა იდეალურია საკუთარი აზრის გამოხატვისა და ჩამოყალიბებისთვის. ვერბალიზაცია მნიშვნელოვანი პროცესია კონსტრუქტივისტული მიდგომის დროს.
რეფლექსია (მეტაკოგნაცია) - ამ დროს მოსწავლეები თავად ახდენენ საკუთარი სწავლისპროცესის ანალიზს. ადარებენ თავიანთ შეხედულებებს, ნაშრომებს სხვა მოსწავლეების ანექსპერტების" ნაშრომებს. ამ გზით მათ კრიტიკული აზროვნება უვითარდებათ.
თანამშრომლობა - ეს კომპონენტი უკავშირდება სოციალურ მხარეს, თანამშრომლობით გარემოს. მოსწავლეები ერთმანეთთან ურთიერთობით იძენენ ცოდნას.
არჩევანი - კონსტრუქტივისტული მეთოდი მოსწავლეებს ხშირად აძლევს არჩევანის საშუალებასმათ თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ აზრი იმ საკითხსა თუ პროექტზე, რომელზეც მუშაობენ. ეს მიდგომა ზრდის მოტივაციასაც.
მოქნილობა - კონსტრუქტივისტული მიდგომის თანახმად, გაკვეთილი არ არის წინასწარ მკაცრად განსაზღვრული და დაგეგმილი პროცესი, რომელიც ზუსტად ისე უნდა განხორციელდეს, როგორც დაიგეგმა. გაკვეთილის მიმდინარეობიდან გამომდინარე, მასწავლებელი ცვლის გაკვეთილის გეგმას, საფეხურებს, ავლენს მოქნილობას.
ადაპტაციის უნარი - მასწავლებელს უნდა შეეძლოს სასწავლო მიზნებისა და ამოცანების ადაპტირება მოსწავლეთა შესაძლებლობებთან.
მრავალმხრივი რეალობა - ეს მიდგომა ეხმარება მოსწავლეებს იმის გაგებაში,რომ ზოგჯერგანსაზღვრული პასუხი არ არსებობს. ეს მათ კრიტიკულ აზროვნებას აჩვევს.
ჟან პიაჟე
შვეიცარიელი ფსიქოლოგი 
მასწავლებელს შეუძლიაასწავლოს მოწაფეს გზამაგრამ მის გავლაზე პასუხისმგებლობა უკვე თავად მოწაფეს ეკისრებაბლოგ „ორიონისგანმარტებითსწავლის თეორიებს, რომლებიც სწავლას განსაზღვრავს როგორც გამოცდილებისგან ცოდნის აგებას, სწავლის კონსტრუქტივისტული თეორიები ეწოდებაეს თეორიები ყურადღებას ამახვილებს სწავლის პროცესის სოციალურ ხასიათზეცვიგოტსკისწავლის სწორედ სოციალურ ხასიათს უსვამდა ხაზსბავშვები სწავლობენ მოზრდილ ადამიანებთან და უფრო კომპეტენტურ თანატოლებთან კომუნიკაციის შედეგადკონსტრუქტივისტულ აზროვნებაში ძალიან მნიშვნელოვანია სკაფოლდინგი.
მასწავლებელი კულტურული აგენტის - დესპანის როლს ასრულებს (ვიგოტსკი). თავდაპირველად მან მნიშვნელოვანი დახმარება უნდა გაუწიოს მოსწავლეს, მერე კი თანდათანობით შეამციროს მხარდაჭერა და ბავშვს დავალების დამოუკიდებლად შესრულების შესაძლებლობა მისცეს
 ბრუნერის კოგნიტური ზრდის თეორიის თანახმადადამიანის ინტელექტუალური განვითარება მოიცავს მეთოდურ წინსვლას გონების გამოყენების კუთხითმეთოდური წინსვლა გაუმჯობესებულ ენობრივ უნარებსა და სისტემატურ სწავლებაზეა დამოკიდებული.

ფსიქოლოგი 
ლევ სიმონის ძე ვიგოტსკი
პიაჟესა და ვიგოტსკის თეორიების თანახმად, მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა და არა ინფორმაციის პასიური მიმღები
აქტივობები დაფუძნებულია ყოველდღიურად წარმოჩენილ საჭიროებებთან დაკავშირებულ მასალაზე
მასალა თავდაპირველად განიხილება, როგორც ერთი მთლიანი და მერეღა ხდება მისი შემადგენელი ნაწილების გაანალიზება.
მასწავლებელი გაკვეთილს მოსწავლეთა კითხვებზე აგებს
მასწავლებელი ქმნის სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამოუკიდებლად აღმოჩენა
მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებასრის საფუძვეელზეც ასკვნის, როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი
შეფასება განიხილება როგორც სწავლებისა და სწავლის პროცესის ნაწილი და ხორციელდება პორტფოლიოების გამოყენებითა და მოსწავლეებზე უშუალო დაკვირვების გზით.
ახალი იდეების არსებულ ცოდნასთან დაკავშირება სწავლებისადმი კონსტრუქტივისტულიმიდგომის შემადგენელი ნაწილია.


         სწავლების ბიჰევიორისტული მიდგომა (სკინერი)
    ბიჰევიორიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ამერიკელი ფსიქოლოგის, . . სკინერის (Skinner, 1904-1990) მიხედვით, ადამიანის ქცევის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ეკისრება გარე ფაქტორებს და იმ გამოცდილებას, რომელსაც იგი სოციალურ გარემოში იძენს. პიროვნული თავისებურებების მიუხედავად, ბავშვს შეუძლია ნებისმიერი ქცევის დასწავლა, თუ მას სათანადო განმტკიცება მოჰყვება. სკინერმა ექსპერიმენტის საფუძველზე დაადგინა, რომ ქცევის წარმატება/წარუმატებლობა განსაზღვრავს იმას, მოხდება თუ არა ამ ქცევის დასწავლა. სწავლის ამ ფორმას სკინერმა ინსტრუმენტული სწავლა უწოდა. ინსტრუმენტულ სწავლას საფუძვლად უდევს ორგანიზმის აქტიური მოქმედებები გარემოში. თუ რაიმე შემთხვევითი მოქმედება სასარგებლო აღმოჩნდება, მისი განმტკიცება ხდება მიღწეული შედეგით.
როგორც ცნობილია, ნებისმიერ ქცევას შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს შედეგი. უშედეგო ქცევა თანდათან იკარგება, დავიწყებას ეძლევა. შედეგი შეიძლება ორი სახისა იყოს - სასიმოვნო და უსიამოვნო. სასიამოვნო შედეგის შემთხვევაში, ქცევის გამეორების ალბათობა იზრდება. რაც შეეხება უსიამოვნო შედეგს, იგი ამცირებს ქცევის ალბათობას, ანუ სწავლა არ ხორციელდება.
ქცევის მომავალში განხორციელების ალბათობა იზრდება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ქცევას სასიამოვნო შედეგები აქვს (დადებითი განმტკიცება), არამედ მაშინაც, როდესაც ქცევა საშუალებას აძლევს მოსწავლეს თავი აარიდოს უსიამოვნო შედეგს. ამრიგად, სწავლის ორი გზა არსებობს: ან სასიამოვნო შედეგი უნდა მოჰყვეს სასურველ ქცევას, ან ბოლო უნდა მოეღოს ამ ქცევის უსიამოვნო შედეგს.
მართალია, მიჩნეულია, რომ დასჯა ეფექტური მეთოდია გარკვეული ქცევის დასასწავლად, მაგრამ, სინამდვილეში, დასჯის გზით არასასურველი ქცევის აღმოფხვრას დიდი დრო სჭირდება. ამასთანავე, დასჯამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ფსიქიკის დარღვევა, მისი ნევროტიზაცია.
ეს თეორია არ ითვალისწინებს ბავშვის პიროვნებას და მის ინდივიდუალურ თავისებურებებს და, ამ თვალსაზრისით, ნაკლოვანი და ცალმხრივია. თუმცა იგი მნიშვნელოვანია, რადგანაც აღწერს გარე ფაქტორების ზეგავლენით ახალი ჩვევების ჩამოყალიბების კანონზომიერებებს. კერძოდ, ეს თეორია გვასწავლის, რომ როგორც კი მოსწავლე რაიმე უნარს შეიძენს, მასწავლებელმა მას უნდა დაანახოს, რომ ეს უნარი სასარგებლოა. მაშასადამე, პედაგოგებმა ისე უნდა მოახდინონ სასწავლო პროცესის ორგანიზება, რომ განმტკიცება მოხდეს უშუალოდ სწავლის შემდეგ. სწავლის განმტკიცებას სკოლაში, ჩვეულებრივ, განაპირობებს რაიმე დავალების წარმატებით შესრულება. განმტკიცების კიდევ ერთი სახეა მასწავლებლის მიერ მოსწავლის შექება, წახალისება. აქედან გამომდინარე, ახლად ნასწავლი კიდევ უფრო განმტკიცდება, თუკი მასწავლებელი სწავლასთან დაკავშირებული ამოცანების სირთულეს შეუსაბამებს მოსწავლის შესაძლებლობებს. ეს მოსწავლეს უყალიბებს წარმატებაში დარწმუნებულობის, აგრეთვე, საკუთარი წარმატების მართლზომიერების განცდას. ამასთანავე, მასწავლებელს შეუძლია აგრძნობინოს და დაანახოს მოსწავლეს, რომ მას ძალიან სიამოვნებს, რომ მოსწავლე იყენებს ახლად შეძენილ უნარებს. რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში, განმტკიცების ეს ორი ფორმა ერთდროულად უნდა იყოს გამოყენებული.
მეორეკლასელი ბარბარეს მშობლებს, მარიამსა და ირაკლის გოგონას სკოლიდან გამოყვანა და სხვა სკოლაში გადაყვანა მაშინ მოუხდათ, როცა ბარბარემ მის კლასში, მასწავლებლის მიერ თანაკლასელების დასჯაზე დაიწყო საუბარი. მშობლები ამბობენ, რომ შვილის ნაამბობი გაზვიადებული ეგონათ და ბოლომდე არ ენდნენ მას. დასჯა კონკრეტულად დაჩოქებაში გამოიხატებოდა. ბარბარე ყვება, რომ „დამნაშავე”, ანუ მოსწავლე, რომელიც გაკვეთილის ჩატარებაში ხელს შეუშლიდა, გარეთ გასვლას რამდენჯერმე სთხოვდა და იცელქებდა, მასწავლებელს ოთახის კუთხეში მიჰყავდა და აჩოქებდა. ასე დაჩოქილი იყვნენ მეორეკლასელები ზოგჯერ გაკვეთილის დასრულებამდე. მარიამმა და ირაკლიმ ბარბარეს მაშინ დაუჯერეს, როცა გოგონა მუხლზე ნაიარევით დაბრუნდა შინ. ასევე, მას შემდეგ, რაც თავად მივიდნენ სკოლაში და სხვა მოსწავლეების მშობლებისგანაც იგივე ინფორმაცია მოისმინეს.
ჩვენ მიერ გამოკითხული მოსწავლეებიდან და მშობლებიდან, დასჯის კიდევ ერთი აქტუალური ფორმა გაკვეთილიდან გაშვება და დერეფანში დატოვებაა. აქ კი ასეთი კითხვაა რელევანტური – რას გვაძლევს მოსწავლის დერეფანში გაგდება? გამოსწორდება თუ არა ის მსგავსი ფორმით? ხომ არ არის საფრთხის შემცველი მოსწავლის უყურადღებოდ დატოვება დერეფანში? საერთოდაც, რა საჭიროა მოსწავლის დასჯა?
დასჯა ქცევის კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმია. ის მიმართულია ქცევის შესუსტებაზე და მისი მიზანია, შეამციროს ან საერთოდ აღკვეთოს არასასურველი ქცევა. ბავშვთა ფსიქოლოგები დასჯას ორ სხვადასხვა სახეობად ყოფენ: – პოზიტიური და ნეგატიური.
პოზიტიური დასჯის შემთხვევაში გვხვდება არასასიამოვნო სტიმული. აი, მაგალითად, დაბალი ნიშნის დაწერა გაკვეთილის უსწავლელობის გამო – ანუ, მოსწავლეს დაბალი ნიშნით ისჯება იმისთვის, რომ აღიკვეთოს ცუდი ქცევა. დასჯის პოზიტიურობაც სწორედ ამაში მდგომარეობს.
ნეგატიური დასჯის შემთხვევაში, სასჯელს წარმოადგენს სასიამოვნო სტიმულის მოცილება. მაგალითად, ბავშვს სასეირნოდ აღარ წაიყვანენ ან ჩამოართმევენ საყვარელ ნივთს.
ქცევის შესუსტების ან აღკვეთის ორი გზა არსებობს: უსიამოვნო სტიმულის წარდგენა პოზიტიური დასჯა და სასიამოვნო სტიმულის აღკვეთა – ნეგატიური დასჯა.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საბოლოოდ პოზიტიურიცა და ნეგატიური დასჯის გზებიც პატარებისთვის სტრესულია და არაერთი უარყოფითი მხარე აქვს:
  • ტკივილთან და შიშთან ასოციაციის გამო, დასჯის ინტენსიური და ხანგრძლივი საშუალებები იწვევენ „გაქცევის სინდრომს”, დასჯის თავიდან აცილების ტენდენციას. მაგალითად, დასჯის შიშით ბავშვმა შესაძლოა ავადმყოფობა მოიმიზეზოს და ამით გადაურჩეს მას
  • დასჯის გამოყენება იწვევს აგრესიულ ქცევას, რაც აღაგზნებს და ანერვიულებს მოზარდს.
  • დასჯის შიში იწვევს მთელ რიგ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დარღვევებს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემას, წნევის ცვალებადობას, წონის მატებას ან კლებას
  • დასჯამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თვითშეფასებაზე
  • დასჯა, როგორც სტრატეგია არ არის გამოსავალი. ის ვერ გადაგაჭრევინებთ პრობლემას.
წყარო: mastsavlebeli.ge
იხილეთ ორიგინალი
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური

Wednesday, July 3, 2019

გონებრივი იერიში



გონებრივი იერიში – აქტიური მეთოდი ყველა საფეხურისათვის


 a-  A+ 
გონებრივი იერიში არის ახალი იდეების ძიების ერთ-ერთი მოხერხებული მეთოდი. ის,  მოსწავლის შემოქმედებითი უნარების სტიმულირების გზით ქმნის პრობლემის ან კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტის საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი პირველად არასაგანმანათლებლო სივრცეში გამოიკვეთა, იგი აქტიურად გამოიყენება სწავლა-სწავლების პროცესში. გონებრივი იერიშის დროს მოსწავლეები თამამად,  წინაპირობების გარეშე გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, რომელთა თავმოყრა ყოველგვარი კრიტიკის გარეშე ხდება. ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია მოსწავლეთა აქტიურობის ამაღლება და მაქსიმალური ჩართულობის მიღწევა. ამასთან ეს არის გარკვეული ვარჯიში საკუთარი აზრის მოკლედ და სწრაფად ფორმულირებაში. მეთოდი ხელს უწყობს  მოსწავლეთა შესაძლებლობების ჯგუფებში გაერთიანებას, შეკრებილი იდეების ერთობლივ განსჯასა და განვითარებას.
გონებრივი იერიში წარმოადგენს კრიტიკული აზროვნების ერთ-ერთ მეთოდს, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა კოგნიტური და შემოქმედებითი გააქტიურებისკენ. ის მოხერხებულია სკოლის ნებისმიერ საფეხურზე გამოყენებისთვის, რადგან შეგვიძლია, ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით დავგეგმოთ გონებრივი იერიშის ამოცანა და კითხვები, და კრიტიკული აზროვნების გამჭოლ კომპეტენციის განვითარებაზე ნაბიჯ-ნაბიჯ ვიზრუნოთ.
სამზადისი
თავდაპირველად უნდა განვსაზღვროთ გაკვეთილის თემა და მიზანი, დავაკონკრეტოთ სასწავლო ამოცანები. შემდეგ იგეგმება თავად აქტივობა, თითოეული ეტაპისათვის გათვალისწინებული დრო. მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ კითხვები გონებრივი იერიშის წარმართვისთვის და ასევე, დავამუშაოთ კრიტერიუმები საუკეთესო წინადადებების შესაფასებლად და შესარჩევად.
წარმართვის წესები
გაკვეთილზე სამუშაო პროცესის ორგანიზების ერთი ვარიანტი შეიძლება კლასის 2 ჯგუფად გაყოფა იყოს.  ერთი ჯგუფი აყალიბებს იდეებსა და ვარაუდებს, ანუ ქმნის იდეების ბანკს. მეორე ჯგუფი ახდენს ამ იდეების ანალიზს, ავსებს და ავითარებს შერჩეულ იდეებს. შესაბამისად, ჯგუფები თანმიმდევრულად მუშაობენ.
შესაძლოა მივმართოთ გონებრივი იერიშის ორგანიზების  სხვა ფორმას, როცა მთელი კლასი ჯერ იდეების გენერირებაშია ჩართული და შემდეგ მათ განხილვაშიც  ყველა მონაწილეობს.
არსებობს ოდნავ განსხვავებული პრაქტიკაც, როცა მოსწავლეები ბარათებზე აფიქსირებენ თავიანთ იდეებს და მერე ხდება განხილვა, ან ეს ბარათები მოძრაობს ჯგუფებში და ხდება მათი ანალიზი, შევსება;
გონებრივი იერიშის წარმართვის ეტაპები
გონებრივი იერიშის ნებისმიერი ფორმა ანალოგიურ ეტაპებს მოიცავს.
იდეების ბანკის შექმნა, რასაც დაახლოებით 10 წუთი დაეთმობა. ამ ეტაპზე ხდება შესაძლო გადაწყვეტილებების მოკრება. რაც მეტი და მრავალფეროვანი იქნება ეს ჩამონათვალი, მით უკეთესი. მთავარია, მოსწავლეები გახსნილად გამოთქვამდნენ თავიანთ იდეებს, თუნდაც ისინი არარეალისტურად გამოიყურებოდეს. ამ ეტაპზე კრიტიკა და კომენტარები დაუშვებელია. ყველა წინადადების დატანა ხდება დაფაზე თუ ფლიპჩარტზე. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ თითოეულ მათგანს შეუძლია წვლილის შეტანა იდეების ბანკში.
იდეების ანალიზი. ამ ეტაპს გაკვეთილის დიდი ნაწილი დაეთმობა. ხდება ყველა მოსაზრების ერთობლივი განხილვა, ანალიზი, კრიტიკა. სასურველია, ყველას წინადადებაში ვიპოვოთ რაიმე მნიშვნელოვანი, განვიხილოთ მისი გამოყენების შესაძლებლობა განსხვავებულ სიტუაციაში. შესაძლებელია ამისათვის საჭირო გახდეს მისი კორექტირება, სრულყოფა.
შემდეგი შედეგების დამუშავებაა. ეს ეტაპი შეიძლება სხვა გაკვეთილზეც წარიმართოს. ყველა წინადადებიდან და იდეიდან ხდება ყველაზე საინტერესოს და პრაქტიკულის შერჩევა და ჩვენი თავდაპირველი პრობლემისა თუ ამოცანის გადასაწყვეტად გამთლიანება.
რეკომენდაციები
გონებრივი იერიშის გამოყენებისთვის აუცილებელია შეირჩეს თემა და ამოცანები, რომელიც დააინტერესებს მოსწავლეებს და განავითარებს მათ კვლევით პოტენციალს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პრობლემას, ამოცანას ჰქონდეს გადაჭრის მრავალგვარი შესაძლებლობა.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დაწყებით საფეხურზე ამ მეთოდის გამოყენების დროს ბავშვები ხშირად ერთმანეთის იდეებს სხვადასხვა ფორმულირებით იმეორებენ. საჭიროა ეს თავიდან ავირიდოთ და პროცესი სწორ კალაპოტში მოვაქციოთ, მივუთითოთ მათ, რომ რაიმე განსხვავებული შემოგვთავაზონ.
იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეები პასიურობენ, შეიძლება  პირადად ჩავეკითხოთ, სასურველია, უფრო აქტიური მოსწავლის შერჩევა.
გონებრივი იერიშის მეთოდის წარუმატებლობის მიზეზი შეიძლება იყოს უინტერესო თემა, როცა ის ბავშვებს არ აღუძრავს ინტერესს და ან ის, რომ მათ არ აქვთ იდეების თავისუფლად გამოთქმის გამოცდილება. ამ მეთოდთან გაშინაურების შემდეგ ის მოსწავლეების ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა ხდება.
ძლიერი და სუსტი მხარეები
გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებას თავისი უპირატესობები აქვს. ის ხელს უწყობს:
შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას;
კომუნიკაციის უნარების განვითარებას. მოსწავლეები არამარტო თავიანთი მოსაზრებების ზუსტად და მკაფიოდ გამოთქმას სწავლობენ, არამედ სწავლობენ თანაკლასელთა მოსმენას, არ აწყვეტინებენ მათ აზრს და ცდილობენ მაქსიმალურად ჩაწვდნენ მათი იდეების არსს.
ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარების გაძლიერებას;
პოზიტიური, ადეკვატური კრიტიკის მიმღებლობას;
კიდევ ერთ დადებით მხარეს წარმოადგენს ის, რომ არ დგას მოსწავლეთა წინასწარ მომზადების საჭიროება.
მეთოდის სუსტ მხარედ მიჩნეულია ის, რომ მისი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი რთულ სადისკუსიო საკითხებზე მსჯელობისას. პროცესის მართვა საკმაოდ რთულია და წესების ცოდნასა და დაცვას მოითხოვს.
გამოყენების საზღვრები
ეს მეთოდი შესაძლებელია გამოვიყენოთ ნებისმიერ სფეროში. გაკვეთილზე მისი გამოყენება ნებისმიერ ფაზაზე შეიძლება. ასევე არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, არა თუ სკოლის ყველა საფეხურზე, არამედ საბავშვო ბაღსა და უმაღლესშიც წარმატებით გამოიყენება. მასწავლებელს შეუძლია შეარჩიოს ნებისმიერი თემა, როგორც კონკრეტული საგნის ფარგლებში, ასევე არასაკლასო პროგრამიდან.
გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენება შესაძლებლობას იძლევა, რომ მოსწავლეებთან მოვახდინოთ იმის დემონსტრირება, რომ ერთსა და იმავე ამოცანას შეიძლება გადაწყვეტის რამდენიმე გზა  მოვუძებნოთ და თითოეული მათგანი იყოს სწორი და შედეგიანი. უბრალოდ ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ მოცემულობაზე. ეს მეთოდები ხელს უწყობს სტერეოტიპების მსხვრევას, სრულიად ახალი, თამამი იდეების გენერირებას; ყველას თანაბრად ეძლევა ჩართულობისა და გამოხატვის შესაძლებლობა.

კომპიუტერული თამაშები. არგუმენტირებული ესე

ახალგაზრდების შეკითხვები
შეიძლება თუ არა ვითამაშო კომპიუტერული თამაშები?
კომპიუტერული თამაშები მხოლოდ თანამედროვე ტექნიკით გართობა არ არის. მათი მეშვეობით შეგიძლია გამოსცადო შენი შესაძლებლობები და კარგად გაერთო კიდეც, მაგრამ სულ ეს როდია. იგი აუმჯობესებს რეაქციის უნარს, და როგორც გამოკვლევები აჩვენებს, ავითარებს მხედველობით აღქმას. თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთი თამაში მათემატიკურ ნიჭსა და კითხვის უნარსაც კი ავითარებს. გარდა ამისა, უახლესი ელექტრონული თამაშები სკოლის მოწაფეებისთვის მთავარ სასაუბრო თემად იქცა. თუ რომელიმე კომპიუტერული თამაში ითამაშე, თანატოლებთან რაღაცაზე სალაპარაკო გექნება.
რასაკვირველია, მშობლებზეა დამოკიდებული, დაგრთავენ თუ არა თამაშის ნებას. თუ ნებას დაგრთავენ, ისეთი თამაშის არჩევა უნდა შეგეძლოს, რომელიც სახალისოც იქნება და ზნეობრივად გამართლებულიც. მაგრამ მაინც რატომაა საჭირო სიფრთხილე?
უარყოფითი მხარე
„კომპიუტერული თამაშები მაგარია“, — აღნიშნა თექვსმეტი წლის ბრაიანმა. მაგრამ ალბათ იცი, რომ ყველა თამაში უწყინარი არ არის. ბრაიანი ამბობს: „თამაშში ზოგჯერ ისეთი რაღაცის გაკეთება შეგიძლია, რასაც რეალურ ცხოვრებაში ვერასოდეს გააკეთებ, და თუ გააკეთებ, პრობლემები არ აგცდება“. რისკენ უბიძგებს ადამიანს ეს თამაშები?
ბევრ თამაშში წარმოდგენილია უზნეობა, ბილწსიტყვაობა და ძალადობა, რასაც გმობს ბიბლია (ფსალმუნი 11:5; გალატელები 5:19—21; კოლოსელები 3:8). ზოგიერთი თამაში ძირითადად ოკულტიზმს ეხება. თვრამეტი წლის ადრიანი ერთი პოპულარული თამაშის შესახებ ამბობს, რომ თამაშში არის „ბანდების ბრძოლები, ნარკომანია, სექსი, ლანძღვა-გინება, სისასტიკე და სისხლისღვრა“. ახალი თამაში რომ გამოდის, ძველი უკვე უინტერესო ხდება. როგორც ცხრამეტი წლის ჯეიმზი ამბობს, პოპულარული გახდა სხვასთან ინტერნეტით თამაში, რაც სულ სხვა დონის თამაშია. ჯეიმზი აღნიშნავს: „წარმოიდგინე, შენი სახლიდან შეგიძლია შეეჯიბრო ნებისმიერს, ვინც სხვა ქვეყანაში ცხოვრობს“.
გარდა ამისა, პოპულარული გახდა ისეთი თამაშები, რომლებშიც მოთამაშეს სხვადასხვა როლის განსახიერება შეუძლია. მოთამაშეები ქმნიან ვირტუალურ პერსონაჟებს. ეს პერსონაჟი შეიძლება იყოს ადამიანი, ცხოველი ან ერთდროულად ორივე. ვირტუალურ სამყაროს ათასობით მოთამაშე სტუმრობს. ამ სამყაროში არის მაღაზიები, მანქანები, სახლები, ღამის კლუბები, საროსკიპოები, ერთი სიტყვით ყველაფერი, რისი ნახვაც რეალურ სამყაროში შეიძლება. თამაშის დროს მოთამაშეებს შეუძლიათ შეტყობინებებიც კი გაუგზავნონ ერთმანეთს.
კიდევ რა ხდება ვირტუალურ სამყაროში? ერთმა ჟურნალისტმა აღნიშნა: „ადამიანები თავს იმის უფლებას აძლევენ, რასაც რეალურ სამყაროში არ გააკეთებდნენ ან ვერ გააკეთებდნენ. ამ სამყაროში სექსი და პროსტიტუცია ჩვეულებრივი მოვლენაა“. საკმარისია, რამდენიმე ღილაკს თითი დააჭირო და ვირტუალური პერსონაჟები სქესობრივ ურთიერთობას დაამყარებენ, თამაშის პარალელურად კი მოთამაშეები სწრაფი შეტყობინებების საშუალებით ერთმანეთს სექსზე დაელაპარაკებიან. ეს სამყარო აგრეთვე სავსეა „კრიმინალებით, მაფიოზებით, სუტენიორებით, გამომძალველებით, თაღლითებითა და მკვლელებით“, — აღნიშნული იყო ჟურნალ „ნიუ საიენტისტში“. სხვა ჟურნალში კი ეწერა: „კრიტიკოსები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მოთამაშეები თავიანთ პერსონაჟებს ისეთ რამეს აკეთებინებენ, რაც რეალურ სამყაროში კანონის დარღვევად ჩაითვლებოდა, მაგალითად საროსკიპოებში გაუპატიურება და ბავშვებთან სქესობრივი ურთიერთობის დამყარება“.
შენს არჩევანს დიდი მნიშვნელობა აქვს
ვინც ისეთი კომპიუტერული თამაშებით ერთობა, რომლებშიც ძალადობა და სექსია, შეიძლება თქვას: „რა მოხდა?! ეს ხომ რეალურად არ ხდება, უბრალოდ თამაშია“. მაგრამ თავს ნუ მოიტყუებ!
ბიბლიაში წერია: „ყმაწვილი თავისი საქციელით აჩვენებს, სუფთა და მართალია მისი საქმეები თუ არა“ (იგავები 20:11). თუ ისეთი ელექტრონული თამაშებით ერთობი, რომელშიც ასახულია ძალადობა და უზნეობა, შეიძლება ითქვას, რომ მართალი და ზნეობრივად სუფთა ადამიანი ხარ? მაგალითად, გამოკვლევები ყოველთვის იმას აჩვენებს, რომ ძალადობის ამსახველი ფილმების ყურება ზრდის აგრესიას. ჟურნალი „ნიუ საიენტისტი“ კი ახლახან იუწყებოდა, რომ „კომპიუტერული თამაშები უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე ტელევიზორი, რადგან ამ დროს მოთამაშე თამაშის აქტიური მონაწილეა“.
ძალადობისა და უზნეობის ამსახველი თამაშებით გართობა ჰგავს რადიოაქტიური ნარჩენებით თამაშს, რომლის უარყოფითი შედეგები მართალია თავიდან არ ჩანს, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდება. როგორც ცნობილია, მაღალი რადიაცია აზიანებს კუჭის კედლებს, შედეგად ნაწლავიდან ბაქტერიები სისხლში აღწევს და ავადმყოფობის მიზეზი ხდება. შესაბამისად, კომპიუტერულ თამაშებში ასახულ სექსსა და საშინელ ძალადობას შეუძლია ზნეობრივად გარყვნას ადამიანი და მისი გონების მართვა ხორციელმა სურვილებმა დაიწყოს, რაც მის საქციელში უეჭველად გამოვლინდება (ეფესოელები 4:19; გალატელები 6:7, 8).
როგორი თამაში ავირჩიო?
თუ მშობლებმა კომპიუტერული თამაშებით გართობის ნება დაგრთეს, როგორი თამაში უნდა აირჩიო და რამდენი დრო უნდა დაუთმო? ჰკითხე საკუთარ თავს:
▪ ხომ არ გავანაწყენებ იეჰოვას ჩემი არჩევანით? ის, თუ რა თამაშს ითამაშებ, გარკვეულწილად განაპირობებს იმას, თუ რას იფიქრებს ღმერთი შენზე. ფსალმუნის 11:5-ში ნათქვამია: „იეჰოვა ამოწმებს მართალსაც და ბოროტსაც; ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“. მათ შესახებ, ვინც ოკულტიზმს მიმართავს, ღვთის სიტყვაში წერია: „ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას“ (კანონი 18:10—12). თუ გვინდა, რომ ღვთის მეგობრები ვიყოთ, უნდა გავითვალისწინოთ ფსალმუნის 97:10-ში ჩაწერილი რჩევა: „იეჰოვას მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება“.
▪ როგორ იმოქმედებს ეს თამაში ჩემზე? ჰკითხე საკუთარ თავს: თუ ამ თამაშით ვერთობი, ადვილად შევძლებ, ‘გავექცე სიძვას’? (1 კორინთელები 6:18). თუ ისეთ თამაშს თამაშობ, რაც ვნებას აღძრავს და უხამს საუბარს უწყობს ხელს, ნამდვილად ვერ იფიქრებ იმაზე, რაც მართალია, წმინდაა და ზნეობრივია (ფილიპელები 4:8). 22 წლის ემი ამბობს: „ბევრი თამაში ადამიანს ძალადობას, ბილწსიტყვაობას, უზნეობას აჩვევს, და თანდათანობით სულიერ სიფხიზლეს აკარგვინებს. თამაში დიდი სიფრთხილით უნდა შეარჩიო“.
▪ რამდენ დროს დავუთმობ თამაშს? თვრამეტი წლის დებორა ამბობს: „ჩემი აზრით, ყველა კომპიუტერული თამაში ცუდი არ არის, მაგრამ ბევრი დროის წართმევა შეუძლია და, ამავე დროს, მიჩვევა იცის“. ყველაზე უწყინარ კომპიუტერულ თამაშებსაც კი შეუძლია ბევრი დროის წართმევა. ჩაიწერე, რამდენ დროს უთმობ თამაშს და შემდეგ შეადარე იმ დროს, რასაც უფრო მნიშვნელოვან საქმეებს ანდომებ. ეს დაგეხმარება, რომ პრიორიტეტები სწორად დაადგინო (ეფესოელები 5:15, 16).
ბიბლიაში არ წერია, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ სწავლასა და სამუშაოს უნდა მივუძღვნათ. მასში ვკითხულობთ, რომ არის „სიცილის დრო . . . და ცეკვა-თამაშის დრო“ (ეკლესიასტე 3:4). აღსანიშნავია, რომ „ცეკვა-თამაში“ ფიზიკურ აქტივობასაც გულისხმობს. ამიტომ კარგი იქნება, თუ თავისუფალ დროს მხოლოდ კომპიუტერის ეკრანის წინ კი არ გაატარებ, არამედ ისეთ თამაშებსაც დაუთმობ, რაც ფიზიკურ აქტივობას მოითხოვს.
გააკეთე სწორი არჩევანი
ელექტრონული თამაშები შეიძლება მართლაც კარგი გასართობი იყოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ კარგად თამაშობ. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი არჩევნის გაკეთება. ჰკითხე საკუთარ თავს: „რომელ საგნებს ვსწავლობ ყველაზე კარგად?“ ალბათ იმ საგნებს, რომლებიც ყველაზე მეტად გიყვარს. საერთოდ, რაც მეტად გიყვარს საგანი, მით მეტად ახდენს ეს საგანი შენზე გავლენას. ახლა ჰკითხე საკუთარ თავს: „ყველაზე მეტად რომელი ელექტრონული თამაში მიყვარს? როგორ გავლენას ახდენს ეს თამაში ჩემზე?“
სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარება იმ თამაშების მიმოხილვა, რომელთა თამაშსაც აპირებ. მოკლედ დაწერე თამაშის მიზანი და მეთოდები, რომლებიც ამ მიზნის მისაღწევად გამოიყენება. შემდეგ ეს შეადარე ამ სტატიაში მოხსენიებულ ბიბლიურ პრინციპებს და გადაწყვიტე, იქნება თუ არა შენთვის ეს თამაში მისაღები.
ნუ ითამაშებ ამა თუ იმ კომპიუტერულ თამაშს მხოლოდ იმიტომ, რომ შენი თანატოლები თამაშობენ. გამოიჩინე სიმტკიცე და თავად მიიღე გააზრებული გადაწყვეტილება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაითვალისწინე შემდეგი ბიბლიური რჩევა: „ყოველთვის შეამოწმეთ, რა არის მოსაწონი უფლისთვის“ (ეფესოელები 5:10).


Tuesday, July 2, 2019

ალბერტ ბანდურა. სწავლის სოციალურ -კოგნიტური თეორია

როგორ ვსწავლობთ?
ამ კითხვაზე პასუხი სხვადასხვანაირად შეიძლება გავცეთ. ჰუმანისტების მიხედვით, სწავლა მაშინ არის ეფექტური, როდესაც ხდება ინდივიდუალური განსხვავების გათვალისწინება და დაკმაყოფილება.ბიჰევიორიზმის მიხედვით, ადამიანის ქცევის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ეკისრება გარე ფაქტორებს და იმ გამოცდილებას, რომელსაც იგი სოციალურ გარემოში იძენს. პიროვნული თავისებურებების მიუხედავად, ბავშვს შეუძლია ნებისმიერი ქცევის დასწავლა, თუ მას სათანადო განმტკიცება მოჰყვება. სწორედ ამ აზრს იზიარებდა ამერიკელი ფსიქოლოგი, ბ. ფ. სკინერი. თუმცა კანადელი ფსიქოლოგი ალბერტ ბანდურა ამბობდა : " ქცევის ბიჰევიორისტული ახსნა უფრო არასრულია ვიდრე არაზუსტი". ბანდურა ასევე მიუთითებს, რომ ფსიქოდინამიკამ უარყო ადამიანის ემოციების სირთულე და მრავალფეროვნება.მოტივებს და სწრაფვებს შეუძლიათ უკვე მომხდარის ახსნა, ხოლო იმის წინასწარმეტყველება, თუ რას იზამს ადამიანი კონკრეტულ სიტუაციაში–არა .
ბან­დუ­რამ თა­ვის თე­ო­რი­ას სო­ცი­ა­ლურ-კოგ­ნი­ტუ­რი დას­წავ­ლის თე­ო­რია უწო­და, რად­გან მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, „სო­ცი­ა­ლუ­რი“ ხაზს უს­ვამს ადა­მი­ა­ნის შე­მეც­ნე­ბი­სა და ქცე­ვის სო­ცი­ა­ლურ წარ­მო­მავ­ლო­ბას, ხო­ლო „კოგ­ნი­ტუ­რი“ — ადა­მი­ა­ნის ემო­ცი­ა­ზე, მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და ქმე­დე­ბებ­ზე შემეცნებითი პრო­ცე­სე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბას.

სოციალურ-კოგნიტური თეორია დამყარებულია რწმენებზე, მოლოდინებზე, მოტივაციასა და რაც ყველაზე მთავარია მე-კონცეფციაზე. ბანდურას მიხედვით, ადამიანის ფუნქციონირებას განსაზღვრავს პიროვნული ფაქტორები, გარემო და ქცევები და მათი ურთიერთდამოკიდებულება, რასაც ურთიერთდეტერმინიზმს უწოდებს.
ბანდურას მიხედვით ადამიანი გარკვეულწილად გავლენას ახდენს საკუთარ ქცევაზე. მაგალითად წვეულებაზე უხეშად მოქცევამ შესაძლოა ხალხის უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს და ეს დასჯად მოგვევლინოს ან პირიქით, ადამიანმა ისეთი გარემო შექმნას, რომ განმამტკიცებელი მეტი აღმოჩნდეს. გამოდის, რომ ქცევა ცვლის გარემოს.
სწავლების სოციალურ-კოგნიტური თეორიის მიხედვით ადამიანს შეუძლია ისწავლოს არა მხოლოდ საკუთარი ქცევის შედეგებიდან გამომდინარე, არამედ სხვებზე დაკვირვებითაც, მიბაძვით.
ბანდურა განასხვავებს სუფთა მიბაძვას და შეგნებულ მიბაძვას და ფიქრობს რომ სწავლა სწორედ ამ უკანასკნელზე უნდა იყოს დაფუძნებული, რადგან ამ შემთხვევაში სუბიექტი ხვდება მისაბაძი ქცევის მნიშვნელობას და შეგნებულად ბაძავს. სუფთა მიბაძვის შემთხვევაში კი მიმბაძველს არ ესმის იმ ქცევის მნიშვნელობა რომელსაც ბაძავს ( მიბაძვის ეს სახე ძირითადად ცხოველებისთვის და პატარა ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი).

ბანდურა აღწერს ოთხ პროცესს, რომლებისც ზეგავლენას ახდენს სხვაზე დაკვირვების გზით რაიმეს დასწავლაზე :
>ყურადღება ამ დროს აუცილებელია მისაბაძი ქცევის გულდასმით აღქმა. მოდელის მიმზიდველობა ხელს უწყობს დამკვირვებლის ყურადღებას. დიდი მნიშვნელობა აქვს ქცევის ღირებულებას, იგი ეფექტური და წარმატებული უნდა იყოს.
>შენარჩუნება დასწავლილი ქცევა უნდა იქნეს კოდირებული და შემდეგ უნდა მოხდეს მისი აღდგენა.
>გამეორება ქცევის წარმატებით დასასწავლად საჭიროა მისი ხშირი გამეორება. ასევე მნიშვნელოვანია მზაობა და მოტორული უნარების არსებობა.
>მოტივაცია მიბაძვით სწავლა ეფექტურია, თუ არსებობს ამ ქცევის განხორციელების სურვილი და მიზეზი.შეიძლება ვიცოდეთ თუ როგორ შევასრულოთ ესა თუ ის მოქმედება, მაგრამ ამის სურვილი არ გვქონდეს.

ყურადღებას და შენარჩუნებას ხელს უწყობს მოდელის (ადამიანის, რომელსაც აკვირდებიან) ქცევის ათვისებას, ხოლო აღდგენა და მოტივაცია უზრუნველყოფს დამკვირვებლის მიერ ნასწავლი ქცევის რეალურ განხორციელებას. მოსწავლეზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ მოდელის ქცევა, არამედ ის შედეგები, რომელიც მოდელის მოქმედებებს მოჰყვა, ანუ წახალისდა თუ დაისაჯა მოდელი გარკვეული ქცევისთვის.

სწავლების მნიშვნელოვანი მიზანია მოამზადოს მოსწავლეები მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისთვის. ალბათ სწორედ ესაა ყველაზე დიდი განსხვავება ბიჰევიორისტულ და სოციალურ-კოგნიტურ სწავლებებს შორის. ა. ბანდურას თეორიის გააზრებული გამოყენება მასწავლებელს საშუალებას აძლევს საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს მოსწავლის ქცევა, აკონტროლოს ის და განსაზღვროს ეფექტიანი ხერხები სასურველი ქცევის დაუფლებისთის.

ჯერომ ბრუნერი.კონსტრუქტივიზმი. აღმოჩენებით სწავლა. სპირალური კურიკულუმი. კოდირების სისტემა

ბის ცხრილი

ბრუნერის მეთოდი განათლებაში


       სპირალური კურიკულუმისთვის მასწავლებლის სტრატეგიებია:
      „მიეცით მოსწავლეებს ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება; დაეხმარეთ მათ ცნებებისა და პრინციპების ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებაში – ამით ისინი მოახდენენ ცოდნის ორგანიზებას; ჩართეთ საკლასო დისკუსიებში; მიეცით ისეთი დავალებები, რომლებიც რეალურ სამყაროსთან არის დაკავშირებული; დაეხმარეთ თეორიების აგებაში: წააქეზეთ, იკითხონ „რატომ?”და „როგორ?” სთხოვეთ, წინასწარ გამოთქვან ვარაუდი, რა მოხდება საკლასო ექსპერიმენტის დროს. გამოიყენეთ ანალოგიები, რათა მოსწავლეებს ახალი ცნებების, იდეებისა და მოვლენების უკვე არსებულ ცოდნასთან დაკავშირებაში დაეხმაროთ. მიეცით ფიზიკური და სიმბოლური მოდელები ან მაგალითები. მასალის ახსნის დროს გაითვალისწინეთ მოსწავლის კოგნიტური განვითარების დონე. სთხოვეთ მოსწავლეებს, დაფიქრდნენ ახალ მასალაზე და იგი ძველ გამოცდილებას დაუკავშირონ”, – ამ რჩევებს მასწავლებლებს კონსტრუქტივისტები აძლევენ.
 ამერიკელი ფსიქოლოგის ჯერომ ბრუნერი, რომელიც კოგნიტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია.ბრუნერმა საფუძველი ჩაუყარა კოგნიტური სწავლის თეორიას განათლების ფსიქოლოგიაში და განათლების ზოგად ფილოსოფიას.
     სწავლებისადმი ბრუნერის მიდგომა კონსტრუქტივისტულია. მისი თეორიის მიხედვით, სწავლა არის აქტიური პროცესი, სადაც მოსწავლეები არსებული ცოდნის ბაზაზე ქმნიან ახალ იდეებსა და კონცეფციებს.
      მოსწავლე არჩევს და გარდაქმნის ინფორმაციას, ქმნის ჰიპოთეზებს, იღებს გადაწყვეტილებებს და ყოველივე ამისთვის იყენებს შემეცნებით სტრუქტურებს. შემეცნებითი სტრუქტურა (სქემა, გონებრივი მოდელები) აძლევს მნიშვნელობას იდეებსა და კონცეფციებს, ახდენს გამოცდილების ორგანიზებას და ინდივიდს ეძლევა შესაძლებლობა, ჩასწვდეს „ინფორმაციის იქით” არსებულ ცნებებსა და კონცეფციებს.
  - აღწერეთ როგორ უნდა იყოს აგებული სპირალური კურუკულუმი?
    სწავლება ისე უნდა იყოს აწყობილი, რომ მასწავლებელი შესაძლებლობას აძლევდეს მოსწავლეებს, თავად აღმოაჩინონ ძირითადი პრინციპები. ორივე მხარე – მასწავლებელიც და მოსწავლეც – აქტიურად არიან ჩართულნი დიალოგში (სოკრატული სწავლება). მასწავლებლის ამოცანაა, ისე გარდაქმნას ინფორმაცია, რომ ის სწავლების ამა თუ იმ ეტაპზე მოსწავლისთვის ადვილად მისაწვდომი გახადოს. კურიკულუმი შედგენილი უნდა იყოს სპირალური პრინციპით – ისე, რომ მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, თანდათანობით გაიმდიდროს ცოდნა ახალ-ახალი ინფორმაციით.
   როგორც ვებსაიტ „ახალ განათლებაზეა” აღნიშნული, ბრუნერი მიიჩნევს, რომ მისი სწავლების თეორია მოიცავს ოთხ მთავარ ასპექტს: სწავლებისადმი წინასწარ განწყობას; სწავლების ისე აგებას, რომ ახალი ინფორმაცია მოსწავლისთვის ადვილი გასაგები იყოს; არსებულ მასალაში თანამიმდევრობის პრინციპის დაცვას; წახალისება-დასჯის მეთოდების სწორ გამოყენებას.
  ბრუნერის მიხედვით, სწავლების ძირითადი პრინციპებია: სწავლება უნდა ეფუძნებოდეს სასწავლო მასალასა და გამოცდილებას, რომლის ასათვისებლადაც მოსწავლე მზადაა; სწავლების სტრუქტურა ადვილი გასაგები უნდა იყოს მოსწავლისთვის (სპირალური ორგანიზება); სწავლება ხელს უნდა უწყობდეს „ექსტროპოლაციას”, ანუ ავსებდეს სასწავლო პროცესში წარმოშობილ „ნაპრალებს” (დამატებითი ინფორმაციის მოძიება).
ბრუნერის თეორიის მიხედვით, სწავლა უწყვეტი პროცესია და ბავშვი განვითარების სამ საფეხურს გაივლის: პრაქტიკულს – ამ საფეხურზე ბავშვი კონკრეტულ გამოცდილებას იღებს გარემოს შესახებ (ობიექტებით მანიპულაცია, პრაქტიკული ქმედებები); ხატოვანს – ამ საფეხურზე ბავშვს შეუძლია ობიექტის თვალსაჩინო ხატით და არამხოლოდ ობიექტით მანიპულირება; სიმბოლური – ბავშვს უკვე შეუძლია ლოგიკისა და სიმბოლური სისტემების გამოყენება. ბავშვი უკეთ ითვისებს ჩვევებსა და ცოდნას, როდესაც იგი გარემოსთან აქტიური ურთიერთქმედების, ექსპერიმენტირების პროცესში აღმოაჩენს რაიმე მიმართებას, ფენომენსა თუ ცნებას.
გარემოს შეცნობისას ადამიანი გამოყოფს საერთო ელემენტებს (აბსტრაჰირება) როგორც მოვლენებიდან, ასევე საკუთარი გამოცდილებიდან. ამ აბსტრაქციების საფუძველზე იგი შეიმუშავებს წესებს, რომლებიც გარე სამყაროს კლასიფიცირების საშუალებას აძლევს. ამ პროცესში ადამიანი აღმოაჩენს და თავადაც ქმნის ცნებათა შორის უამრავ ურთიერთკავშირს. ბრუნერს, „ცნების” ნაცვლად, შემოაქვს ტერმინი „კატეგორია”, რომელსაც იყენებს მოვლენების ან ობიექტების მონათესავე ჯგუფების აღწერის დროს. ამ მოსაზრებით, კატეგორია შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც ცნება (კონცეპტი) და როგორც აღქმის ობიექტი (პერცეპტი). ბრუნერი კატეგორიას უწოდებს აგრეთვე ობიექტების ერთი კლასისთვის მიკუთვნების წესს.
მეცნიერის აზრით, ცნებათა შორის დამოკიდებულებებს კოდირების სისტემა განსაზღვრავს. კოდირების სისტემის მეშვეობით ხდება არსებული განზოგადებული ცნებების იერარქიული მოწესრიგება.
აქედან გამომდინარე, ბრუნერი მიიჩნევს, რომ ყველა სასკოლო საგანს, მასში შემავალი თითოეული თემით, მსგავსი სტრუქტურა აქვს. საგნის სტრუქტურა კი იმ სფეროს ფუნდამენტურ ურთიერთკავშირებსა და იდეებს ასახავს, რომელსაც ეს საგანი მიეკუთვნება. ამიტომ, იმისთვის, რომ მოსწავლემ საგანი ნამდვილად კარგად შეისწავლოს და გაიაზროს, მან აუცილებლად უნდა შექმნას საკუთარი კოდირების სისტემა – საკუთარი გონებრივი წარმოდგენები ამ მნიშვნელოვანი იდეებისა და დამოკიდებულებების შესახებ.
ბრუნერი მიიჩნევს, რომ უმჯობესია, კოდირების სისტემა მოსწავლემ თავად შექმნას, ვიდრე ის დასრულებული სახით მიიღოს მასწავლებლისგან. მოსწავლე თავად ქმნის რეალობის, არსის საკუთარ ვერსიას, სკოლების დანიშნულება კი უნდა იყოს საამისოდ ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც მოსწავლეებს ამ დამოკიდებულებათა აღმოჩენას გაუადვილებს.
აღმოჩენებით სწავლა დასწავლის ისეთი სახეა, როდესაც მოსწავლეებს მასალას დაუსრულებელი სახით მიაწვდიან და მის ორგანიზებას სთხოვენ. ეს მოსწავლეებს აიძულებს, მოძებნონ ის ურთიერთკავშირები, რომლებიც ამ მასალის ელემენტებს შორისაა. ბრუნერის თეორიაში აღმოჩენა კატეგორიის ფორმირებაა.
აღმოჩენებით სწავლა მასწავლებლის გაცილებით ნაკლებ მონაწილეობას და ხელმძღვანელობას მოითხოვს, ვიდრე სწავლების სხვა მეთოდები; თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასწავლებელმა, მას შემდეგ, რაც საწყისი ამოცანა დაუსახა მოსწავლეებს, მათ მითითებები აღარ მისცეს. მნიშვნელოვანია, რომ მითითებები იყოს ზომიერი, გაიცემოდეს გარკვეული ინტერვალებით, რათა არ შეზღუდოს მოსწავლის დამოუკიდებლობა, ანდა მოსწავლე არ შეეჯახოს დაუძლეველ პრობლემას.
აღმოჩენებით სწავლების მიდგომის უპირატესობა ის არის, რომ იგი აიოლებს ინფორმაციის გადატანასა და დამახსოვრებას, ავითარებს პრობლემის გადაჭრის უნარს და ზრდის მოტივაციას. ხშირად აღმოჩენები კლასში ისევე მიმდინარეობს, როგორც ეს მეცნიერული კვლევის დროს ხდება – მოსწავლეები განზოგადებული დასკვნების ძიებაში სისტემურად დგამენ ლოგიკურ ნაბიჯებს. მასწავლებლის როგორც ამ პროცესის წარმმართველის, დასწავლის ხელშემწყობის როლი სწორედ ის არის, რომ დაეხმაროს მოსწავლეებს, შეიმუშაონ ჰიპოთეზები, იმსჯელონ, გამოიტანონ დასკვნები.
ბრუნერი მოკლედ აღწერს აღმოჩენებით სწავლების საფეხურებს. ესენია:
. ამოცანის ან კითხვის ფორმულირება და ახსნა;
. მაგალითების შერჩევა, შესატყვისი დაკვირვებების წარმოება;
. ჰიპოთეზების (დაკვირვებებზე დაფუძნებული ინტელექტუალური მიგნებები) წამოჭრა;
. ჰიპოთეზების დამტკიცების ან უარყოფის მიზნით ექსპერიმენტის ან რაიმე სხვა დაკვირვების შემუშავება და ჩატარება;
. ახალი ინფორმაციის გამოყენება, გაფართოება, განზოგადება ან „მისი საზღვრებიდან გამოსვლა”.
ბრუნერი მიიჩნევს, რომ ეფექტიანი სწავლებისთვის ყველაზე ადეკვატურია ე. წ. „სპირალური კურიკულუმი” – სასწავლო გეგმა ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ყოველი ახალი ცნება წინათ დასწავლილს, წინათ მიღებულ გამოცდილებას ეფუძნებოდეს.
ბრუნერი გამოყოფს აღმოჩენებით სწავლების ხელშემწყობი და ხელის შემშლელი ფაქტორების ოთხ ჯგუფს:
. განწყობა – მოსწავლე განწყობილი უნდა იყოს განსაზღვრული ფორმით რეაგირებისთვის. განწყობის შესაქმნელად გამოიყენება გეზის მიცემა, რომელიც შეიძლება იყოს ზედაპირული, როცა ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ ინფორმაციის ელემენტების დასწავლაზე და ჩაღრმავებული, როცა მოსწავლეებს მოეთხოვებათ ამ ელემენტებს შორის ურთიერთდამოკიდებულათა ძიება. სწავლებისას მთავარია ფაქტებს, მოვლენებს შორის ურთიერთმიმართებების სტრუქტურის ჩამოყალიბება და მისი გაგება.
. სწავლისადმი მზაობა – მოსწავლე დაინტერესდება ახალი ინფორმაციით და არ დააფრთხობს მისი სირთულე, თუ ახალი მასალა წინა გამოცდილებას, წინათ ათვისებულ ცოდნას დაეფუძნება.
. სწავლების მრავალფეროვნება – ეს ფაქტორი მეტად მნიშვნელოვანია აღმოჩენებით დასწავლის გასაადვილებლად. მოსწავლე, რომელიც ინფორმაციას სრულიად განსხვავებულ პირობებში იღებს, უფრო სწრაფად აგებს კოდირების სისტემას და ახერხებს ინფორმაციის ორგანიზებას. სწორედ ამიტომ, ბრუნერი გვირჩევს, ერთი და იგივე საგანი სწავლების სხვადასხვა საფეხურზე ისწავლებოდეს, მაგრამ სირთულისა და აბსტრაჰირების განსხვავებული ხარისხით, იმისდა მიხედვით, როგორ იცვლება მოსწავლეების ინტერესები, უნარები და საბაზო ცოდნა.
„სპირალური კურიკულუმი” უზრუნველყოფს სწავლებისადმი მზაობასა და მის მრავალფეროვნებას.
 - წინაპირობა:
     კონკრეტული შინაარსების ფლობა – ბრუნერის აზრით, აღმოჩენებს უფრო ხშირად ის ადამიანი აკეთებს, რომელიც საამისოდ კარგადაა მომზადებული. თუ მოსწავლემ არ იცის ინფორმაციის საგანთან დაკავშირებული კონკრეტული ასპექტები, ის ერთმანეთთან ვერ დააკავშირებს და ვერც განაზოგადებს ინფორმაციის ელემენტი.



ჯონ დიუ. გამოცდილებით სწავლება. სკოლა ლაბორატორია

ამერიკელი განათლების ფილოსოფოსის ჯონ დიუის (X1X ს. ბოლო   XXს. პირველი ნახევარი) სახელს უკავშირდება პროგრესული განათლების მოძრაობა, რომლის მთავარ პრინციპებს წარმოადგენდა გამოცდილებით სწავლა და   სოციალური ინტერაქცია. იგი აღწერს თუ როგორ ურთიერთქმედებს წარსული გამოცდილება აწმყო სიტუაციაზე ახალი გამოცდილების შესამუშავებლად. ეს არის მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა, სადაც მთავარი პრინციპია სწავლა კვლევით, საკუთარი გამოცდილებით. ცოდნა მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი გამოყენების უნარი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ეს არის ორიენტაცია ცოდნის პრაქტიკულობაზე.
 ჯონ დიუიმ 1896 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტთან ჩამოაყალიბა დაწყებითი სკოლა (მოგვიანებით სრული), რომელიც სამეცნიერო ლაბორატორიას უფრო გავდა. იგი, სწავლების ტრადიციული მეთოდების ნაცვლად, იყენებდა ფართო   მასშტაბიან ჯგუფურ პროექტებს: ექსკურსიები, ბუნებაში მოგზაურობა, კულინარია, კერვა, ქსოვა, დურგლობა, მეტალების გადადნობა. ასე სწავლობდნენ ქიმიას, ფიზიკას და სხვა.
მასწავლებელი იყო გიდი, მოსწავლეებს   უზრუნველყოფდა მასალით და აძლევდა ზოგად მითითებებს. სასწავლო გეგმები იყო ინდივიდუალური, ეკითხებოდა მოსწავლეებს რისი სწავლა სურდათ და გულისხმობდა ბავშვის მთლიან პიროვნულ განვითარებას:ინტელექტუალურს, მორალურს, სოციალურს, პროფესიულს. ასეთი მიდგომით დიუი გამოდიოდა   ბიჰევიორიზმის წინააღმდეგ ფსიქოლოგიასა და სწავლაში.   დიუი გვთავაზობს კონსტრუქტივიზმის ადრეულ ვერსიას, როგორც ბიჰევიორიზმის ალტერნატივას. ამ ვერსიის მიხედვით ორგანიზმი ინტერაქციაშია, ურთიერთობაშია გარემოსთან თვითმართული მოქმედებით, რომელიც კოორდინირებს და აერთიანებს სენსორულ და მოტორულ რეაქციებს. ცოდნა და სწავლა შესაბამისად წარმოიქმნება გარემოს აქტიური მანიპულაციის შედეგად. დიუის მოჰყავს ასეთი მაგალითი: პიროვნებას ესმის ხმა ბნელ ოთახში. თავიდან ხმა შიშის მომგვრელად მიიჩნევა, გამოკვლევის შემდეგ (მაგალითად, სინათლის ანთება და გარშემო დათვალიერება) დგინდება, რომ ხმა, როგორც ჩანს, გამოწვეული იყო ფანჯრის დარაბის ბრახუნით, რაც არ ქმნიდა შიშის საფუძველს. ამ მაგალითის არსი არის ის, რომ ცოდნა ყალიბდება   სამყაროსთან ჩვენი ურთიერთობის პროცესში. ხმა თავიდან იყო შიშის მომგვრელი, მაგრამ ეს შიში ამ შემთხვევაში   არის არასაკმარისი ცოდნის     შედეგი.  დიუის შეხედულება განვითარებაზე ახლოსაა ლევ ვიგოტსკის შეხედულებასთან, ვის შესახებაც, ალბათ, დიუიმ არაფერი იცოდა. დიუის მიხედვითაც, ცნობიერება ყალიბდება   და ცოდნა იქმნება სამყაროში სოციალური ურთიერთობის გზით   და ნიშანთა სისტემით   (მაგ. ენით) გაშუალებული აქტივობის მეშვეობით.
დიუის აზრით, ყველა გამოცდილება არ უნდა განვიხილით, როგორც სასარგებლო.   გამოცდილებაში ორი   ასპექტია წარმოდგენილი: ერთი განცდა (სასიამოვნოა თუ უსიამოვნო ესა თუ ის გამოცდილება) და მეორე ასპექტი - ახალი გამოცდილების გავლენა მომავალზე,თუ რისთვის დამჭირდება მე ეს ყველაფერი. ეს უკანასკნელი უმნიშვნელოვანესია სწავლის პროცესში და აქ უკვე მნიშვნელოვანია პედაგოგის როლი.
        დიუიმ ჩიკაგოს უნივერსიტეტში 23 სასწავლო პროგრამა შეადგინა, რომელიც ინდივიდუალურ მიდგომას, ბავშვის საჭიროებებს ითვალისწინებდა. იგი ტესტებსაც არ წყალობდა, უფრო პროექტების მომხრე იყო. სწავლების მთავარი მეთოდი მის სკოლებში იყო უშუალო გამოცდილება. ტრადიციული საგნების რეორგანიზაციაც მას ეკუთვნის. სკოლებიდან გაქრა ისეთი საგნები, როგორიცაა ისტორია და სახელმწიფო მართვა. გაჩნდა სოციალური მეცნიერებები, რომელიც დაჯგუფდა ინგლისურ ენასთან და შეადგინა “ძირითადი საგნები”. დიდი ადგილი ეკავა ხელოვნებასაც.
          დიუის აზრით, სკოლა უნდა   იყოს ადგილი, სადაც მოსწავლეები აქტიურად იქნებიან ჩართულები თანამშრომლობის გზით ერთობლივი მიზნების, და როგორც საკუთარი, ასევე სხვების ინტერესების განხორციელებაში. დიუის სწამდა, რომ პედაგოგიური აქტივობა, რომელიც ამგვარად არის ორგანიზებული, შეგნებული, პასუხისმგებელი, დემოკრატი მოქალაქეების საუკეთესო მომზადების საწინდარს წარმოადგენს.
          დიუის ბევრი კრიტიკოსი და მომხრე ჰყავდა და ჰყავს. სკოლებმა ვერ შეინარჩუნა მისი მიდგომის მთავარი მომენტი - ექსპერიმენტალურობა. ამ ტიპის სკოლები ძალიან ძვირია. სწავლებაც ფასიანი იყო და ყველა ფენისთვის არ იყო მისაწვდომი. მისი იდეებით ყველა აღფრთოვანებული იყო, მაგრამ ნაკლებად ინერგებოდა პრაქტიკაში.
დიუის იდეები განათლების სფეროში დღესაც აქტუალურია, კერძოდ:
·    სწავლა გამოცდილებით;
·    ინტეგრირებული სასწავლო გეგმა - ფოკუსირებული კონკრეტულ თემებზე;
·      ჯგუფური მუშაობა და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა;
·      სწავლა გაგებისათვის და არა ზეპირობა;
·    კრიტიკული აზროვნების განვითარება;
·      ინდივიდუალიზაცია;
·      დემოკრატიზაცია;
·      რესურსებისთვის და არა სახელმძღვანელოებისთვის უპირატესობის მინიჭება;
·    მოქნილი, დინამიური სასწავლო გეგმები/კურიკულუმი;
·  მასწავლებელი მრჩეველი და ფასილიტატორი,რომელიც ეხმარება მოსწავლეებს აღმოჩენით/გამოკვლევით სწავლაში;