ბერას ფრედერიკ სკინერი
ამერიკელი მწერალი, ფსიქოლოგი და გამომგონებელი
(1904-1990)
არსებობს დასჯის ორი სახე: პოზიტიური და ნეგატიური.
დასჯის ტიპს, როდესაც არასასიამოვნო ზემოქმედების ღონისძიებები გამოიყენება არასასურველი ქცევის აღკვეთის მიზნით, პოზიტიური დასჯა ეწოდება. მაგ.: დატუქსვა ან ცუდი ნიშნის დაწერა სტუდენტის ცუდი ქცევის შესაბამისად.
ნეგატიური დასჯა არის არასასურველი ქცევის შედეგად გამოყენებული გარკვეული სასჯელი, (ანუ ჯარიმა), რომელიც მოიაზრებს სასიამოვნო სტიმულის მოშორებას. მაგ.: მოსწავლის დატოვება სკოლაში გაკვეთილების შემდეგ.
უარყოფითი განმტკიცება
Negative Reinforcement
განხორციელებულ ქცევას მოჰყვება ავერსიული სტიმულის ჩამოცილება. ავერსიული სტიმულის ჩამოცილების შემდეგ იზრდება ამ ქცევის სიხშირის ალბათობა. თუკი ადამიანი, რომელსაც არ უყვარს მარწყვი, განახორციელებს ისეთი ტიპის ქცევას, რომელიც მას თავიდან აარიდებს მარწყვის ჭამას - ეს იქნება უარყოფითი განმტკიცება. ავერსიული სტიმულის მოცილებისა და ნეგატიური განმტკიცების კლასიკური მაგალითია ქოლგის გამოყენება წვიმის დროს; ქარიან ამინდში მანქანაში მინის აწევა, კაშკაშა მზის შუქზე სათვალის გაკეთება და ა.შ. წვიმა, ქარი და გამაღიზიანებელი დღის შუქი - თითოეული ეს სტიმული წარმოადგენს ავერსიულ სტიმულს, ხოლო განხორციელებული ქცევები - ფანჯრის აწევა, ქოლგის გაშლა თუ სათვალის გაკეთება - ეხმარებიან ადამიანს ამ არასასურველი; ავერსიული სტიმულების თავიდან არიდებაში.
მნიშვნელოვანია არ ავურიოთ ერთმანეთში უარყოფითი განმტკიცება და დასჯა. მიუხედავად იმისა, რომ ავერსიული სტიმული ორივე შემთხვევაში გამოიყენება, დასჯის დროს კავშირი საპასუხოდ განხორციელებულ ინსტრუმენტულ ქცევასა და ავერსიულ სტიმულს შორის დადებითია - ანუ რაც უფრო მეტად ავლენს ადამიანი განსაზღვრულ ქცევას, რომელზეც დამოკიდებულია დასჯა - მით უფრო იმატებს დასჯის პროცედურა - რასაც საბოლოოდ ქცევის ჩაქრობამდე მივყავართ. უარყოფითი განმტკიცების დროს კი, პირიქით, კავშირი ინსტრუმენტულ ქცევასა და ავერსიულ სტიმულს შორის ნეგატიურია - ანუ რაც უფრო ხშირად ახორციელებს ადამიანი განსაზღვრულ ინსტრუმენტულ ქცევას, მით უფრო იკლებს ავერსიული სტიმული.

***
პედაგოგიური რეკომენდაციები ბიჰევიორისტული თეორიის მიხედვით
ბიჰევიორისტული
თეორიის მიხედვით სწავლების პროცესში მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
·
გაზარდოს დადებითი სტიმულების რაოდენობა, სიხშირე და ინტენსიობა;
·
შეამციროს ნეგატიური სტიმულების რაოდენობა, სიხშირე და ინტენსიობა;
·
სწავლა კარგია დადებითი განწყობით;
·
სწავლისათვის საჭიროა გამეორება და მასწავლებლისა და ინ-სტრუქტორის მხრიდან უკუკავშირი;
·
მიზანმიმართული წახალისებისა და ჯარიმების გამოყენებით
·
შესაძლებელია ქცევის გარკვეული სახეობების დასწავლა;
·
მასწავლებელმა და სასწავლებელმა უნდა უბიძგოს ადამიანს პრობლემის გადასაჭრელად მიმართოს სხვადასხვა ქცევას, რის შემდეგაც უნდა დაჯილდოვდეს სწორი რეაქცია;
·
ადამიანები რეაგირებენ განსაკუთრებით მნიშვნელოვან და უჩვეულო სტიმულებზე (იხ. დომინანტური ელემენტების კანონი) და არა ზოგადად მთელ სიტუაციაზე. ამიტომ სწავლების პროცესში მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს მნიშვნელოვან (დომინანტურ), ასპექტებზე. მაგ.: მნიშვნელოვანი ასპექტების გამოყოფა დიდი შრიფტით, ფერის გამოყენება, ხშირი გამეორება.
კონსტრუქტივისტული მიდგომა– შვეიცარიელი ფსიქოლოგი ჟან პიაჟე და რუსი მეცნიერი ლევ ვიგოტსკი, რომლებიც კონსტრუქტივისტული თეორიის ფუძემდებლებად მიაზრებიან, მიიჩნევენ, რომ მოსწავლე თვითონ აგებს ცოდნას გონებაში- მასწავლებელი მხოლოდ ეხმარება. ამდენად, კონსტრუქტივისტული აზროვნების განვითარება მოზარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ბრუნერი განასხვავებს ადამიანის აზროვნების პროცესის 3 ფორმას. ეს ფორმები ადამიანის ზრდასთან ერთად მოსდევს ერთმანეთს: მოქმედებითი გამოხატვა, წარმოსახვითი გამოხატვა და სიმბოლური გამოხატვა (იყენებს სიმბოლურ სისტემებს ცოდნის დასაშიფრად). ამასთან, ბრუნერი გამოყოფს აღმოჩენით სწავლას, რაც კონსტრუქტივისტული თეორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღმოჩენა წარმოადგენს ინდუქციური აზროვნების ფორმას.
მეცნიერის მტკიცებით, ცოდნის ორგანიზების გზებია:
·
ცნებები – მსგავსი საგნებისა და მოვლენების დაჯგუფება. ლოგიკური აზროვნების ბირთვია ცნებების დაუფლება.
·
სქემები (მჭიდროდ ორგანიზებული ფაქტების ერთობლიობა) და სცენარები (როცა სქემა მოიცავს მოვლენათა სისტემურ თანმიმდევრობას, მას სცენარი ეწოდება.) ბავშვები სქემებსა და სცენარებს იყენებენ ჩვენ მიერ გამოტოვებული ინფორმაციის აღსადგენად.
·
თეორიები – ადამიანები, განსაკუთრებით კი ბავშვები, აგებენ შეხედულებათა სისტემებს ანუ თეორიებს სამყაროს სხვადასხვა ასპექტის შესახებ.
·
მსოფლმხედველობა – ზოგადი შეხედულებები და ვარაუდები რეალობის შესახებ.
. მოდელირება - ამ მიდგომის დროს მასწავლებელი ხსნის რთულ ამოცანას და ნაბიჯ-ნაბიჯ უჩვენებს მოსწავლეებს ამოცანის ამოხსნისგზას, თან უხსნის, რატომ აირჩია ეს გზა და ყურადღებას ამახვილებს საკვანძო მომენტებზე.
. „ხარაჩოს მეთოდი" - მასწავლებელი ისეთ დავალებებს აძლევს მოსწავლეებს, რომელთა შესრულებაც მათ დამოუკიდებლად გაუძნელდებათ. მასწავლებელი ეხმარება, დახმარების წილს თანდათან ამცირებს და საბოლოოდ მოსწავლე თავად ახერხებს დავალებისთვის თავის გართმევას.
. არტიკულაცია - მოსწავლეთა წახალისება, მცირე ჯგუფებში მუშაობა იდეალურია საკუთარი აზრის გამოხატვისა და ჩამოყალიბებისთვის. ვერბალიზაცია მნიშვნელოვანი პროცესია კონსტრუქტივისტული მიდგომის დროს.
. რეფლექსია (მეტაკოგნაცია) - ამ დროს მოსწავლეები თავად ახდენენ საკუთარი სწავლისპროცესის ანალიზს. ადარებენ თავიანთ შეხედულებებს, ნაშრომებს სხვა მოსწავლეების ან „ექსპერტების" ნაშრომებს. ამ გზით მათ კრიტიკული აზროვნება უვითარდებათ.
. თანამშრომლობა - ეს კომპონენტი უკავშირდება სოციალურ მხარეს, თანამშრომლობით გარემოს. მოსწავლეები ერთმანეთთან ურთიერთობით იძენენ ცოდნას.
. არჩევანი - კონსტრუქტივისტული მეთოდი მოსწავლეებს ხშირად აძლევს არჩევანის საშუალებას, მათ თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ აზრი იმ საკითხსა თუ პროექტზე, რომელზეც მუშაობენ. ეს მიდგომა ზრდის მოტივაციასაც.
. მოქნილობა - კონსტრუქტივისტული მიდგომის თანახმად, გაკვეთილი არ არის წინასწარ მკაცრად განსაზღვრული და დაგეგმილი პროცესი, რომელიც ზუსტად ისე უნდა განხორციელდეს, როგორც დაიგეგმა. გაკვეთილის მიმდინარეობიდან გამომდინარე, მასწავლებელი ცვლის გაკვეთილის გეგმას, საფეხურებს, ავლენს მოქნილობას.
. ადაპტაციის უნარი - მასწავლებელს უნდა შეეძლოს სასწავლო მიზნებისა და ამოცანების ადაპტირება მოსწავლეთა შესაძლებლობებთან.
. მრავალმხრივი რეალობა - ეს მიდგომა ეხმარება მოსწავლეებს იმის გაგებაში,რომ ზოგჯერგანსაზღვრული პასუხი არ არსებობს. ეს მათ კრიტიკულ აზროვნებას აჩვევს.


ჟან პიაჟე
შვეიცარიელი ფსიქოლოგი
მასწავლებელს შეუძლია, ასწავლოს მოწაფეს გზა, მაგრამ მის გავლაზე პასუხისმგე–ბლობა უკვე თავად მოწაფეს ეკისრება. ბლოგ „ორიონის" განმარტებით, სწავლის თეორიებს, რომლებიც სწავლას განსაზღვრავს როგორც გამოცდილებისგან ცოდნის აგებას, სწავლის კონსტრუქტივისტული თეორიები ეწოდება. ეს თეორიე–ბი ყურადღებას ამახვილებს სწავლის პროცესის სოციალურ ხასიათზეც. ვიგოტსკისწავლის სწორედ სოციალურ ხასიათს უსვამდა ხაზს. ბავშვები სწავლობენ მოზრდილ ადამიანებთან და უფრო კომპეტენტურ თანატოლებთან კომუნიკაციის შედეგად. კონსტრუქტივისტულ აზროვნებაში ძალიან მნიშვნელოვანია სკაფოლდინგი.
მასწავლებელი კულტურული აგენტის - დესპანის როლს ასრულებს (ვიგოტსკი). თავდაპირველად მან მნიშვნელოვანი დახმარება უნდა გაუწიოს მოსწავლეს, მერე კი თანდათანობით შეამციროს მხარდაჭერა და ბავშვს დავალების დამოუკიდებლად შესრულების შესაძლებლობა მისცეს.
ბრუნერის კოგნიტური ზრდის თეორიის თანახმად, ადამიანის ინტელექტუალური განვითარება მოიცავს მეთოდურ წინსვლას გონების გამოყენების კუთხით. მეთოდური წინსვლა გაუმჯობესებულ ენობრივ უნარებსა და სისტემატურ სწავლებაზეა დამოკიდებული.

ფსიქოლოგი
ლევ სიმონის ძე ვიგოტსკი
პიაჟესა და ვიგოტსკის თეორიების თანახმად, მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა და არა ინფორმაციის პასიური მიმღები.
აქტივობები დაფუძნებულია ყოველდღიურად წარმოჩენილ საჭიროებებთან დაკავშირებულ მასალაზე.
მასალა თავდაპირველად განიხილება, როგორც ერთი მთლიანი და მერეღა ხდება მისი შემადგენელი ნაწილების გაანალიზება.
მასწავლებელი გაკვეთილს მოსწავლეთა კითხვებზე აგებს.
მასწავლებელი ქმნის სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის დამოუკიდებლად აღმოჩენა.
მასწავლებელი მოსწავლეს აძლევს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას, რის საფუძვეელზეც ასკვნის, როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი.
შეფასება განიხილება როგორც სწავლებისა და სწავლის პროცესის ნაწილი და ხორციელდება პორტფოლიოების გამოყენებითა და მოსწავლეებზე უშუალო დაკვირვების გზით.
ახალი იდეების არსებულ ცოდნასთან დაკავშირება სწავლებისადმი კონსტრუქტივისტულიმიდგომის შემადგენელი ნაწილია.
სწავლების
ბიჰევიორისტული
მიდგომა
(სკინერი)
ბიჰევიორიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ამერიკელი ფსიქოლოგის, ბ. ფ. სკინერის (Skinner, 1904-1990) მიხედვით, ადამიანის ქცევის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ეკისრება გარე ფაქტორებს და იმ გამოცდილებას, რომელსაც იგი სოციალურ გარემოში იძენს. პიროვნული თავისებურებების მიუხედავად, ბავშვს შეუძლია ნებისმიერი ქცევის დასწავლა, თუ მას სათანადო განმტკიცება მოჰყვება. სკინერმა ექსპერიმენტის საფუძველზე დაადგინა, რომ ქცევის წარმატება/წარუმატებლობა განსაზღვრავს იმას, მოხდება თუ არა ამ ქცევის დასწავლა. სწავლის ამ ფორმას სკინერმა ინსტრუმენტული სწავლა უწოდა. ინსტრუმენტულ სწავლას საფუძვლად უდევს ორგანიზმის აქტიური მოქმედებები გარემოში. თუ რაიმე შემთხვევითი მოქმედება სასარგებლო აღმოჩნდება, მისი განმტკიცება ხდება მიღწეული შედეგით.
როგორც ცნობილია, ნებისმიერ ქცევას შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს შედეგი. უშედეგო ქცევა თანდათან იკარგება, დავიწყებას ეძლევა. შედეგი შეიძლება ორი სახისა იყოს - სასიმოვნო და უსიამოვნო. სასიამოვნო შედეგის შემთხვევაში, ქცევის გამეორების ალბათობა იზრდება. რაც შეეხება უსიამოვნო შედეგს, იგი ამცირებს ქცევის ალბათობას, ანუ სწავლა არ ხორციელდება.
ქცევის მომავალში განხორციელების ალბათობა იზრდება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ქცევას სასიამოვნო შედეგები აქვს (დადებითი განმტკიცება), არამედ მაშინაც, როდესაც ქცევა საშუალებას აძლევს მოსწავლეს თავი აარიდოს უსიამოვნო შედეგს. ამრიგად, სწავლის ორი გზა არსებობს: ან სასიამოვნო შედეგი უნდა მოჰყვეს სასურველ ქცევას, ან ბოლო უნდა მოეღოს ამ ქცევის უსიამოვნო შედეგს.
მართალია, მიჩნეულია, რომ დასჯა ეფექტური მეთოდია გარკვეული ქცევის დასასწავლად, მაგრამ, სინამდვილეში, დასჯის გზით არასასურველი ქცევის აღმოფხვრას დიდი დრო სჭირდება. ამასთანავე, დასჯამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ფსიქიკის დარღვევა, მისი ნევროტიზაცია.
ეს თეორია არ ითვალისწინებს ბავშვის პიროვნებას და მის ინდივიდუალურ თავისებურებებს და, ამ თვალსაზრისით, ნაკლოვანი და ცალმხრივია. თუმცა იგი მნიშვნელოვანია, რადგანაც აღწერს გარე ფაქტორების ზეგავლენით ახალი ჩვევების ჩამოყალიბების კანონზომიერებებს. კერძოდ, ეს თეორია გვასწავლის, რომ როგორც კი მოსწავლე რაიმე უნარს შეიძენს, მასწავლებელმა მას უნდა დაანახოს, რომ ეს უნარი სასარგებლოა. მაშასადამე, პედაგოგებმა ისე უნდა მოახდინონ სასწავლო პროცესის ორგანიზება, რომ განმტკიცება მოხდეს უშუალოდ სწავლის შემდეგ. სწავლის განმტკიცებას სკოლაში, ჩვეულებრივ, განაპირობებს რაიმე დავალების წარმატებით შესრულება. განმტკიცების კიდევ ერთი სახეა მასწავლებლის მიერ მოსწავლის შექება, წახალისება. აქედან გამომდინარე, ახლად ნასწავლი კიდევ უფრო განმტკიცდება, თუკი მასწავლებელი სწავლასთან დაკავშირებული ამოცანების სირთულეს შეუსაბამებს მოსწავლის შესაძლებლობებს. ეს მოსწავლეს უყალიბებს წარმატებაში დარწმუნებულობის, აგრეთვე, საკუთარი წარმატების მართლზომიერების განცდას. ამასთანავე, მასწავლებელს შეუძლია აგრძნობინოს და დაანახოს მოსწავლეს, რომ მას ძალიან სიამოვნებს, რომ მოსწავლე იყენებს ახლად შეძენილ უნარებს. რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში, განმტკიცების ეს ორი ფორმა ერთდროულად უნდა იყოს გამოყენებული.
როგორც ცნობილია, ნებისმიერ ქცევას შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს შედეგი. უშედეგო ქცევა თანდათან იკარგება, დავიწყებას ეძლევა. შედეგი შეიძლება ორი სახისა იყოს - სასიმოვნო და უსიამოვნო. სასიამოვნო შედეგის შემთხვევაში, ქცევის გამეორების ალბათობა იზრდება. რაც შეეხება უსიამოვნო შედეგს, იგი ამცირებს ქცევის ალბათობას, ანუ სწავლა არ ხორციელდება.
ქცევის მომავალში განხორციელების ალბათობა იზრდება არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ქცევას სასიამოვნო შედეგები აქვს (დადებითი განმტკიცება), არამედ მაშინაც, როდესაც ქცევა საშუალებას აძლევს მოსწავლეს თავი აარიდოს უსიამოვნო შედეგს. ამრიგად, სწავლის ორი გზა არსებობს: ან სასიამოვნო შედეგი უნდა მოჰყვეს სასურველ ქცევას, ან ბოლო უნდა მოეღოს ამ ქცევის უსიამოვნო შედეგს.
მართალია, მიჩნეულია, რომ დასჯა ეფექტური მეთოდია გარკვეული ქცევის დასასწავლად, მაგრამ, სინამდვილეში, დასჯის გზით არასასურველი ქცევის აღმოფხვრას დიდი დრო სჭირდება. ამასთანავე, დასჯამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის ფსიქიკის დარღვევა, მისი ნევროტიზაცია.
ეს თეორია არ ითვალისწინებს ბავშვის პიროვნებას და მის ინდივიდუალურ თავისებურებებს და, ამ თვალსაზრისით, ნაკლოვანი და ცალმხრივია. თუმცა იგი მნიშვნელოვანია, რადგანაც აღწერს გარე ფაქტორების ზეგავლენით ახალი ჩვევების ჩამოყალიბების კანონზომიერებებს. კერძოდ, ეს თეორია გვასწავლის, რომ როგორც კი მოსწავლე რაიმე უნარს შეიძენს, მასწავლებელმა მას უნდა დაანახოს, რომ ეს უნარი სასარგებლოა. მაშასადამე, პედაგოგებმა ისე უნდა მოახდინონ სასწავლო პროცესის ორგანიზება, რომ განმტკიცება მოხდეს უშუალოდ სწავლის შემდეგ. სწავლის განმტკიცებას სკოლაში, ჩვეულებრივ, განაპირობებს რაიმე დავალების წარმატებით შესრულება. განმტკიცების კიდევ ერთი სახეა მასწავლებლის მიერ მოსწავლის შექება, წახალისება. აქედან გამომდინარე, ახლად ნასწავლი კიდევ უფრო განმტკიცდება, თუკი მასწავლებელი სწავლასთან დაკავშირებული ამოცანების სირთულეს შეუსაბამებს მოსწავლის შესაძლებლობებს. ეს მოსწავლეს უყალიბებს წარმატებაში დარწმუნებულობის, აგრეთვე, საკუთარი წარმატების მართლზომიერების განცდას. ამასთანავე, მასწავლებელს შეუძლია აგრძნობინოს და დაანახოს მოსწავლეს, რომ მას ძალიან სიამოვნებს, რომ მოსწავლე იყენებს ახლად შეძენილ უნარებს. რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში, განმტკიცების ეს ორი ფორმა ერთდროულად უნდა იყოს გამოყენებული.
მეორეკლასელი ბარბარეს მშობლებს, მარიამსა და ირაკლის გოგონას სკოლიდან გამოყვანა და სხვა სკოლაში გადაყვანა მაშინ მოუხდათ, როცა ბარბარემ მის კლასში, მასწავლებლის მიერ თანაკლასელების დასჯაზე დაიწყო საუბარი. მშობლები ამბობენ, რომ შვილის ნაამბობი გაზვიადებული ეგონათ და ბოლომდე არ ენდნენ მას. დასჯა კონკრეტულად დაჩოქებაში გამოიხატებოდა. ბარბარე ყვება, რომ „დამნაშავე”, ანუ მოსწავლე, რომელიც გაკვეთილის ჩატარებაში ხელს შეუშლიდა, გარეთ გასვლას რამდენჯერმე სთხოვდა და იცელქებდა, მასწავლებელს ოთახის კუთხეში მიჰყავდა და აჩოქებდა. ასე დაჩოქილი იყვნენ მეორეკლასელები ზოგჯერ გაკვეთილის დასრულებამდე. მარიამმა და ირაკლიმ ბარბარეს მაშინ დაუჯერეს, როცა გოგონა მუხლზე ნაიარევით დაბრუნდა შინ. ასევე, მას შემდეგ, რაც თავად მივიდნენ სკოლაში და სხვა მოსწავლეების მშობლებისგანაც იგივე ინფორმაცია მოისმინეს.
ჩვენ მიერ გამოკითხული მოსწავლეებიდან და მშობლებიდან, დასჯის კიდევ ერთი აქტუალური ფორმა გაკვეთილიდან გაშვება და დერეფანში დატოვებაა. აქ კი ასეთი კითხვაა რელევანტური – რას გვაძლევს მოსწავლის დერეფანში გაგდება? გამოსწორდება თუ არა ის მსგავსი ფორმით? ხომ არ არის საფრთხის შემცველი მოსწავლის უყურადღებოდ დატოვება დერეფანში? საერთოდაც, რა საჭიროა მოსწავლის დასჯა?
დასჯა ქცევის კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმია. ის მიმართულია ქცევის შესუსტებაზე და მისი მიზანია, შეამციროს ან საერთოდ აღკვეთოს არასასურველი ქცევა. ბავშვთა ფსიქოლოგები დასჯას ორ სხვადასხვა სახეობად ყოფენ: – პოზიტიური და ნეგატიური.
პოზიტიური დასჯის შემთხვევაში გვხვდება არასასიამოვნო სტიმული. აი, მაგალითად, დაბალი ნიშნის დაწერა გაკვეთილის უსწავლელობის გამო – ანუ, მოსწავლეს დაბალი ნიშნით ისჯება იმისთვის, რომ აღიკვეთოს ცუდი ქცევა. დასჯის პოზიტიურობაც სწორედ ამაში მდგომარეობს.
ნეგატიური დასჯის შემთხვევაში, სასჯელს წარმოადგენს სასიამოვნო სტიმულის მოცილება. მაგალითად, ბავშვს სასეირნოდ აღარ წაიყვანენ ან ჩამოართმევენ საყვარელ ნივთს.
ქცევის შესუსტების ან აღკვეთის ორი გზა არსებობს: უსიამოვნო სტიმულის წარდგენა პოზიტიური დასჯა და სასიამოვნო სტიმულის აღკვეთა – ნეგატიური დასჯა.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ საბოლოოდ პოზიტიურიცა და ნეგატიური დასჯის გზებიც პატარებისთვის სტრესულია და არაერთი უარყოფითი მხარე აქვს:
- ტკივილთან და შიშთან ასოციაციის გამო, დასჯის ინტენსიური და ხანგრძლივი საშუალებები იწვევენ „გაქცევის სინდრომს”, დასჯის თავიდან აცილების ტენდენციას. მაგალითად, დასჯის შიშით ბავშვმა შესაძლოა ავადმყოფობა მოიმიზეზოს და ამით გადაურჩეს მას
- დასჯის გამოყენება იწვევს აგრესიულ ქცევას, რაც აღაგზნებს და ანერვიულებს მოზარდს.
- დასჯის შიში იწვევს მთელ რიგ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დარღვევებს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემას, წნევის ცვალებადობას, წონის მატებას ან კლებას
- დასჯამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თვითშეფასებაზე
- დასჯა, როგორც სტრატეგია არ არის გამოსავალი. ის ვერ გადაგაჭრევინებთ პრობლემას.
წყარო: mastsavlebeli.ge
იხილეთ ორიგინალი
No comments:
Post a Comment