ლევ ვიგოდსკი - სოციალურ-კულტურული განვითარების
თეორია
ამ თეორიით ბავშვის ფსიქიკურ და კერძოდ ინტელექტუალურ
განვითარებას განსაზღვრავს სოციალური და კულტურული ფაქტორები. ანუ, სხვებთან
ურთიერთობისას გამოცდილების მიღება სწავლას ეხმარება, სწავლა კი ხელს უწყობს და
წინ უსწრებს განვითარებას (ზომიერად და არა უსაზღვროდ)
- სოციალური ფაქტორებია - უფროსებთან და თანატოლებთან სოციალური ურთიერთობები. ჯგუფში
ხორციელდება ინტერიორიზაცია -
თავდაპირველად გარეგანი მოქმედებები ბავშვსა და მასწავლებელს შორის
ხორციელდება, შემდეგ კი ბავშვის შინაგანი აზროვნების დონეზე გადაინაცვლებს და
მოხდება პრაქტიკული ქცევის გათავისება ანუ გონებრივ ოპერაციად გარდაქმნა
- კულტურული ფაქტორებია - ენა, მეტყველება, დამწერლობა, რიცხვთა სისტემა... ასწავლის ბავშვს რა და როგორ იფიქროს,
მოქმედებები გონებაში რიგორ შეასრულოს. „შინაგანი მეტყველებით“ ბავშვი
გარემოსთან ადაპტაციას ახერხებს.
ამ თეორიით სწავლა არის პროცესი, რომლის დროსაც
მოსწავლე განვითარების აქტუალურიდან უახლოეს ზონაში გადადის.
განვითარების
აქტუალური ზონა - დამთავრებული ციკლია, ასახავს ბავშვის
განვითარების არსებულ დონეს, რომელშიც იმყოფება მოსწავლე სწავლის მომენტში
განვითარების უახლოესი ზონა
- ბავშვის გონებრივი განვითარების მაჩვენებელია, რომელსაც მიაღწევს ბავშვი
სხვებთან ურთიერთობით სწავლის მომენტში. ეს ზონა ახლოსაა (მაგრამ გარეთაა) ბავშვის
ინტელექტუალურ შესაძლებლობასთან (რასაც დღეს უფროსის დახმარებით გააკეთებს, ხვალ
თვითონაც შეძლებს)
აქტუალურიდან უახლოეს ზონაში გადასაყვანად
მასწავლებელი აგებს (დასახმარებლად მოსწავლეს უშენებს ხარაჩოს) სკაფოლდინგს. სკაფოლდინგის
აგების ხელოვნებაა - როგორ გამიჯნოს მასწავლებელმა, რისი გაკეთება შეუძლია ბავშვს
დამოუკიდებლად და როდის და როგორ უნდა დაეხმაროს მას სხვები.
ამისათვის საჭიროა მასწავლებელმა:
- დაადგინოს ბავშვის განვითარების უახლოესი ზონა, მისი პოტენციური
შესაძლებლობები და მისცეს ბავშვს უახლოეს ზონასთან ახლო დავალება
- შეთავაზოს ბავშვს დახმარება გარკვეული დოზით. დახმარების
სტრატეგიები მრავალფეროვანია: მიზნის შეხსენება, კითხვის დასმა, მარტივი
დავალების გართულება ან რთულის ნაწილებად დაშლა, მიმართულების მიცემა, სხვა
მოსწავლის მასწავლებლის როლში გამოყენება, ზომიერი შექება, მინიშნება ...
(მაგრამ არა სწავლება)
ვიგოდსკის მასწავლებელი
თანამშრომლობს ჯგუფთან სწავლის პროცესში, ეხმარება მათ გამოცდილების მიღებაში,
უგებს ხარაჩოს და შემდეგ ისე ცვლის მას, რომ ჯგუფში დამოუკიდებლად იმოქმედონ,
სწავლობს მოსწავლეთა მოთხოვნილებებს, ინტერესებს, შესაძლებლობებს სწავლის პროცესში
დაკვირვებით ან ტესტირებით და ისე ურჩევს განვითარების აუხლოეს ზონასთან ახლო
დავალებას.
მოსწავლე ამ დროს
ურთიერთობს სხვებთან, რათა განსაზღვროს, გამოიკვლიოს, დაადგინოს, პრობლემა
გადაწყვიტოს და დასკვნა გამოიტანოს. ურთიერთობისას განვითარების უახლოეს ზონაში
გადადის, აგებს ცოდნას და მასალას პასიურად არ ითვისებს - განვითარებას წინ უსწრებს და ხელს უწყობს სწავლა. ანუ, სწავლას
„კუდში მისდევს“ განვითარება.
ვიგოდსკიმ გამოყო განვითარების სენზიტიური პერიოდი - როცა პიროვნების ფსიქიკა
განსაკუთრებით მგრძნობიარეა ზემოქმედების მიმართ. ამ პერიოდს აქვს ქვედა და ზედა
ზღვარი, რომლის იქეთ სწავლა არაეფექტურია (როგორც 3 წლის ბავშვი ვერ ისწავლის
ალგებრას, ისევე არაეფექტურია გვიან სწავლა)
პიაჟემ და ვიგოდსკიმ შექმნეს კონსტრუქტივისტული მიდგომა:
ვიგოდსკი და ინკლუზიური განათლება: უნარშეზღუდული ბავშვი
განუვითარებელი კი არა, სხვაგვარად განვითარებულია. სხვადასხვა შესაძლებლობების
ბავშვების ერთად სწავლა ყველასთვის სასარგებლოა: ბავშვი არასოდეს არ მიბაძავს
იმას, ვისი განვითარების დონეც მისი შესატყვისი არ არის. თვალსაჩინოების
გადაჭარბებული გამოყენება ხშირად აფერხებს აზროვნებას.