ჯერომ ბრუნერი - კოგნიტური ზრდის (განვითარების)
თეორია
ანუ სწავლა-აღმოჩენების გზით
ძირითადი
არსი: სწავლა არის მასწავლებლის მიერ ორგანიზებულ
სასწავლო გარემოში მოსწავლის მიერ კანონზომიერებებისა და მიმართებების
დამოუკიდებლად აღმოჩენა. აღმოჩენების გზით გამოცდილების საფუძველზე ახალი ცოდნა
კონსტრუირდება (აიგება)
ყველა
კოგნიტური თეორია ეფუძნება კონსტრუქტივიზმს და მიიჩნევს, რომ წინა ცოდნასა და
გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალი ცოდნა უნდა იაგოს.
როგორ? ამ
კითხვაზე თითოეულს თავისი პასუხი აქვს
|
ბრუნერის მიხედვით ეფექტიანი სწავლა
3 პროცესს მოიცავს:
I. ინფორმაციის მიღება, დაზუსტება-დახარისხება
II. ცოდნის მოწესრიგება და გარდაქმნა
(ტრანსფორმაცია)
III. ჰიპოთეზების აგებით სასწავლო ქმედებების
შემოწმება
ბრუნერი აღმოჩენებით გზის სწავლაში მნიშვნელოვნად
მიიჩნევს მიეწოდოს მოსწავლეებს მასალა მინიმალური ან დაუსრულებელი სახით, რომ
აღძრას მათში ცნობისმოყვარეობა. მაშინ ისინი თვითონ აღმოაჩენენ ცოდნის ელემენტებს
შორის კავშირებს, აორგანიზებენ და დაასრულებენ მასალას და გააკეთებენ დასკვნების
მაქსიმუმს (რაც მათი გამოცდილებიდან შესაძლებელია). ასეთი მიდგომით სწავლის
პროცესში გონებრივი სქემებით (იხ.პიაჟე) ყველა საკუთარ კატეგორიებსა და კოდირების
სისტემას შექმნის.
კატეგორია
- ობიექტის, ცნების კლასისათვის მიკუთვნების წესია, კოდირების სისტემა კი -
ცნებებს შორის კავშირი. უფროს ზუსტად, ზოგადი ცნებების (კატეგორიების) იერარქიული
წყობა. „აღმოჩენის“ დროს ახალი ინფორმაცია ჩაერთვება უკვე არსებულ სქემებში,
ორგანიზდება, მოხდება კოდირება, ინფორმაციის განზოგადებით კი თეორია შეიქმნება და
მსოფლმხედველობაც (ზოგადი შეხედულებები რეალობის შესახებ) ჩამოყალიბდება.
მაგ. ბრუნერის კოდირების სისტემის ერთი გრაფიკული გამოსახულებაა მოცემული:
ნივთიერება

ბრუნერის აზრით კოდირების სისტემის შექმნისას
ინფორმაცია გონებაში 3 ეტაპს გაივლის. ესენია (ანუ აზროვნების ფორმებია):
- პრაქტიკული (მოქმედებით საგნების
გადაადგილება, ველოსიპედის ტარება)
- ხატოვანი (წარმოსახვითი სწავლა
ნახატებით, სქემებითა და დიაგრამებით)
- სიმბოლური (ცოდნის დაშიფვრა და
აბსტრაქტული ცნებით სწავლა)
ბრუნერის
აღმოჩენებით სწავლის ხელშემწყობი ფაქტორებია:
- სპეციალური, გეზის მიმცემი აქტივობებით განწყობის შექმნა
- სწავლისადმი მზაობის
მდგომარეობა, რომ ახალი ინფორმაცია წინა დასწავლილსა და გამოცდილებას
დაეფუძნოს და შფოთვის ზომიერი დონე იყოს
- კონკრეტული შინაარსის ფლობა - ანუ
დასაუფლებელ საკითხთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაციის ცოდნა
- მრავალფეროვანი სწავლება -
სწავლების სხვადასხვა დონეზე საბაზისო ცოდნის გათვალისწინებით საკითხის
სწავლება. ამისათვის საჭიროა სპირალური კურიკულუმი
სპირალური სასწავლო პროგრამა
ბრუნერის მიხედვით მოითხოვს ადრეულ წლებში ყველა საგნის საფუძვლების გაცნობას და
შემდეგ წლებში იმავეს ღრმად და კომპლექსურად შესწავლას (განვითარების ყველა სტადიაზე ბავშვს ხედვის თავისებური საშუალებაები
გააჩნია)
ბრუნერის აზრით, აზროვნების ინტუიტიური
(ერთბაშად წვდომა) და ანალიზური (ეტაპებში ჩაწვდომა) ფორმები აღმოჩენით
სწავლისათვის - ორივე ღირებულია.
ბრუნერის მასწავლებელი ამზადებს სასწავლო
გარემოს აღმოჩენებისათვის:
- ქმნის განწყობას ფიზიკური და გონებრივი აქტივობებისათვის
- გარდაქმნის ინფორმაციას მისაწვდომად
- ალაგებს მასალას სპირალური პრინციპით
- აფუძნებს სწავლას ცოდნასა და გამოცდილებაზე
მოსწავლე მოიძიებს,
არჩევს, გარდაქმნის, აკავშირებს ელემენტებს რაიმე ფორმით, გამოთქვამს ჰიპოთეზას
... ამ კოგნიტური აქტივობებით აღმოაჩენს ახალს ან მისცემს მასალას დასრულებულ
ფორმას.
ბრუნერის
თეორიის დადებითი მხარეები:
- მოსწავლეებს ეზრდებათ მოტივაცია, ეღვიძებათ ცნობისმოყვარეობა,
გამოცდილებაზე დაყრდნობით იძენენ ახალ ცოდნას და უვითარდებათ პრობლემის
გადაჭრის უნარ-ჩვევები (მაღალი სააზროვნო უნარები)
ეფექტიანი
სტრატეგიები ბრუნერის ჩარჩოში:
- პროექტის წერა
- პრობლემის კვლევა
- მეტაკოგნიციური პროცესების საჭიროება (სწავლის სწავლა)
No comments:
Post a Comment