ბლუმის ტაქსონომია - ანუ სააზროვნო
დონეების იერარქია განათლების, ემოციურ და ფსოქომოტორულ სფეროებში
დონე
|
განათლების სფეროში
|
ემოციურ (აფექტურ) სფეროში
|
ფსიქომოტორულ სფეროში
|
I
|
ცოდნა (ვინ? რა? სად? როგორ?)
|
აღქმა (გაიგო; დაინახა)
|
იმიტაცია (გაიმეორა რაც
აჩვენეს)
|
II
|
გაგება (როგორ?)
|
რეაგირება (ჩაინიშნა)
|
მანიპულაცია (გაიმეორა
ინსტრუქციით)
|
III
|
გამოყენება (რომელი? რამდენი?)
|
ღირებულების გააზრება
(გააანალიზა აქვს თუ არა მისთვის ღირებულება)
|
სიზუსტე (გაიმეორა
დამოუკიდებლად)
|
IV
|
ანალიზი (რატომ?)
|
ღირებულებეთა სისტემის
ორგანიზება (აიღო პასუხისმგებლობა)
|
ჩვევების კომბინირება
(გამოიყენა სხვა უფრო რთულის ნაწილად)
|
V
|
სინთეზი (რა მოხდება რომ?
კიდევ როგორ შეიძლება?)
|
გათავისება (ღირებულება
ქცევაში ასახა)
|
ნატურალიზაცია (გაიმეორა
ავტომატურად; გამოუმუშავდა ქცევის საკუთარი სტილი)
|
VI
|
შეფასება (რატომ მოხდა ასე?)
|
-
|
-
|
პროცესის
იერარქიის აღწერა
|
მოსწავლემ განსაზღვრა წესი,
გადმოსცა მისი არსი საკუთარი სიტყვებით, გამოიყენა ეს წესი კონკრეტული დავალების
შესასრულებლად; შეადარა წესი ადრე ნასწავლ წესებს, გააანალიზა, რა აქვთ მათ
საერთო და განმასხვავებელი, ან რა მიმართებაა მათ შორის; წესების ანალიზის
საფუძველზე ჩამოაყალიბა ახალი, ორიგინალური წესი იმავე დავალების შესასრულებლად;
შეაფასა, რატომ სჯობს მისი შექმნილი წესი ადრე ნასწავლს და თავისი მოსაზრება
არგუმენტებით დაასაბუთა.
|
მოსწავლემ გამოფენა-გაყიდვაზე
დაათვალიერა ახალგაზრდა მხატვრების სურათები;
ჩაინიშნა სურათი, რომელმაც განსაკუთრებით დააინტერესა და მოწონება
დაიმსახურა; გაიაზრა რამდენად ღირებულია მისთვის ამ სურათის შეძენა, ღირს თუ არა
თანხის გადახდა; აორგანიზა შეხედულებათა სისტემა და აიღო პასუხისმგებლობა, რომ
თავისი დანაზოგით შეეძინა ეს სურათი.
მოსწავლემ შეიძინა სურათი და
ჩვევად ექცა, რომ ყოველთვის თუ რაიმე ძალიან მოეწონება, მას აუცილებლად შეიძენს.
|
მოსწავლემ გაიმეორა
მასწავლებლის მიერ დაწერილი ასო-ბგერა და ჩაწერა; შემდეგ იგივე გააკეთა
მასწავლებლის ინსტრუქციით, შემდეგ კი დამოუკიდებლადაც შეძლო ასოს დაწერა. ამის
შემდეგ ყველგან იყენებს ამ ასოს, როდესაც სიტყვის დაწერის დროს დასჭირდება და
ისეთი ნატურალიზაცია მოახდინა, რომ არც ფიქრობს, ავტომატურად წერს ამ ასოს, როცა
სჭირდება.
|
* ღირებულებათა სისტემაა
ის, რასაც მნიშვნელოვნად თვლის ადამიანი. მათზე დაყრდნობით იქმნება გონებრივი
სქემები (შემეცნებითი რუკები) და აღიქმება გარემო - სუბიექტურად იმისდა მიხედვით
თუ როგორია ადამიანის ასაკი, კულტურა, რომელშიც ვითარდება აღზრდის სტილი (მოკლედ
სუბიექტური გარემო).
დონე
|
მოქმედებები (ზმნები)
|
ცოდნა (ფაქტობრივი
ინფორმაცია, ანუ საგნების, ფაქტების, მოვლენების, პროცესების და ა.შ.
დამახსოვრება)
|
გაიხსენე, დაწერე, ჩამოთვალე, მიაკუთვნე,
მოინიშნე, დაასრულე, განსაზღვრე
|
გაგება (ნასწავლი
მასალის არსში წვდომა, წარდგენა და ინტერპრეტაცია)
|
ახსენი, შეაჯამე, აღწერე, გადმოეცი შენი
სიტყვებით, გააკეთე პერიფრაზი, მოახდინე ილუსტრირება
|
გამოყენება
(არსებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება)
|
გამოიყენე, გამოთვალე, გადაჭერი, ამოხსენი,
აჩვენე, ააგე, წარმოადგინე სქემის სახით
|
ანალიზი (ცოდნის
მცირე ნაწილებად დაყოფა)
|
დაყავი კატეგორიებად, შეადარე, განასხვავე,
დაანაწევრე, გამოიკვლიე
|
სინთეზი (ნაწილების
მთლიანობაში წარმოდგენა)
|
შექმენი, დაგეგმე, ააწყე, განაზოგადე, ჩამოაყალიბე,
განავითარე, სცადე ფორმულირება
|
შეფასება
(ღირებულებითი)
|
განსაჯე, შეაფასე, გააკრიტიკე, დაამტკიცე,
უარყავი, მიიღე
|
მასწავლებლის
როლი - სპეციალური
კითხვარებით, დამაზუსტებელი სხვადასხვა სააზროვნო დონის კითხვებისა და დავალებების
გამოყენებით მოახდინოს აზროვნების ზედა დონეების აქტივაცია.
სქემაზე ბლუმის განათლების მიზნების დონეებია
მოცემული.
I-III დაბალ სააზროვნო დონედაა მიჩნეული. ცოდნის
მოსაძიებლად, საკუთარი სიტყვებით გადმოსაცემად და პრაქტიკულად გამოსაყენებლად
საკმარისია ლოგიკური აზროვნება.
IV-VI ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარები
მოითხოვს ანალიტიკურ, კრიტიკულ და შემოქმედებით (კრეატიულ) აზროვნებასაც. ანალიზის
დონეზე მსგავსება-განსხვავება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირები უნდა გამოავლინოთ,
სინთეზის დონეზე გაქვთ არჩევანი გასაქანი მისცეთ თქვენს ფანტაზიას და ახალი,
ორიგინალური შექმნათ, შეფასების დონეზე შეგიძლიათ კრიტერიუმები გამოყოთ და თქვენი
ნამუშევარი შეაფასოთ.
დაბალი სააზროვნო უნარებისათვის საკმარისია
კონვერგენტული აზროვნება კონკრეტული პასუხის მოსამზადებლად. მაღალი სააზროვნო
უნარებისათვის საჭირო კრიტიკული და კრეატიული აზროვნება დივერგენტულია - მათზე
რამოდენიმე პასუხი შეიძლება არსებობდეს.
No comments:
Post a Comment