Monday, July 8, 2019

ჯ.დიუ

ჯონ დიუი - პროგრესული განათლება და სწავლა გამოცდილებით

დიუის აზრით სწავლა კეთების გზით პრობლემის კვლევაა - მოსწავლე იკვლევს - რა, სად, როგორ და რატომ ხდება.

პროგრესული განათლება გულისხმობს წინააღმდეგობას ბიჰევიორიზმთან და კონსტრუქტივიზმის აღიარებას-კერძოდ თანამშრომლობის გზით ექსპერიმენტების ჩატარებისას, უშუალო გამოცდილების საფუძველზე ცოდნის აგებას.
დიუი ადგენდა ინდივიდუალურ პროექტებს, რომლებზეც „ლაბორატორიაში“ მუშაობისას ბავშვები იკვლევდნენ საკითხს და წყვეტდნენ პრობლემას. მაგ.კულინარიისა და მეტალთა გამოდნობის პროგრემებზე პრაქტიკულად მუშაობისას ფიზიკასა და ქიმიას სწავლობდნენ, კედლის გაზეთის გამოშვებისას გრამატიკას და ა.შ.
დიუის იდეა კარგი იყო, მაგრამ სკოლის ექსპერიმენტისათვის საჭირო რესურსებით აღჭურვა ძვირი და რთული, ამიტომ ძნელად დაინერგა.

დიუის მასწავლებელი პრაქტიკული კვლევის დამხმარე და ფასილიტატორია: არჩევს პრაქტიკულად საკვლევ საკითხებს, ამზადებს რესურსებს ექსპერიმენტების ჩასატარებლად, არჩევს პროექტს (პროგრამას) სოციალური თანამშრომლობით ჯგუფში ერთობლივი ექსპერიმენტების ჩასატარებლად. ექსპერიმენტის ჩატარებისას „აიძულებს“ მოსწავლეს მოიძიოს ახალი ცოდნა, აძლევს მითითებებს და ლიდერია ჯგუფური მუშაობის.

დიუის მოსწავლე; ატარებს ექსპერიმენტებს, სწავლობს ცდის ჩატარების ტექნიკას, აზროვნებს კრიტიკულად, თანამშრომლობის გზით წყვეტს პრობლემას, არჩევს საკვლევ საკითხს, კეთების პროცესში მოიძიებს ინფორმაციებს, იყენებს პრაქტიკულად და მიღებული შედეგებით აგებს ახალ ცოდნას. ამ გამოცდილებას იგი შემდეგი ექსპერიმენტების დროს პრაქტიკულად იყენებს.
დიუის ბევრი აკრიტიკებდა, რომ პრაქტიკა კარგ თეორიაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

No comments:

Post a Comment