Monday, July 8, 2019

მასლოუ


აბრაამ მასლოუ - მოტივაციის იერარქიული თეორია
მოტივაცია - სურვილი, რომელიც ადამიანს მოქმედებისაკენ უბიძგებს. მოტივაცია დამოკიდებულია მოთხოვნილებებზე. მოთხოვნილება შეიძლება გამოწვეული იყოს რისამე დანაკლისით ან ზრდის სურვილით. პირველს, ადამიანი სხვათა დახმარებით იკმაყოფილებს, მეორეს კი თვითრეალიზაციით.
მასლოუმ შექმნა მოთხოვნილებების პირამიდა, რომელშიც მოთხოვნილებები იერარქიულად დაალაგა.
მასლოუს მიხედვით ყოველი ქვედა საფეხურის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება წარმართავს ადამიანის ქცევას ზედა იერარქიაზე , იგი ჯერ ქვედა ფიზიოლოგიურ და უსაფრთხოების მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს და შემდეგ იწყებს აღიარებაზე, ღირსებაზე ზრუნვას, ცდილობს შეიძინოს სტატუსი, დაიმკვიდროს ჯგუფში ადგილი, შემდეგ კი იწყებს სწავლას თვითრეალიზაციისათვის.

მასწავლებლის როლი - მასწავლებელმა მოსწავლეს სწავლა მოთხოვნილებად უნდა გადაუქციოს და შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ამაღლებაში დაეხმაროს. ამისათვის იგი ადგენს იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე, რა მოტივები უდევს საფუძვლად მის სწავლას და ეხმარება აამოქმედოს შინაგანი ძალები წარმატების მისაღწევად. ამისათვის მნიშვნელოვანია პოზიტიური სასწავლო გარემოს მოწყობა.
მოსწავლე - იკმაყოფილებს მოთხოვნილებებს, ზრუნავს სტატუსზე, უსაფრთხოებაზე, დაფასებაზე, ჯგუფში ადგილის დამკვიდრებაზე და თვითრეალიზაციაზე.
მოტივაციის აქტივაცია - გარე სტიმულების საშუალებით პიროვნებაზე ზეგავლენა, რაც მას გარკვეული ქმედებებისაკენ უბიძგებს. კარგია აქტივაციის საშუალო დონე, დაბალი და მაღალი არ ვარგა, რადგან უყურადღებოდაა და ნაკლებად ჩართული და/ან გრძნობს შიშსა და შფოთვას. შინაგანი და გარეგანი ლოკუს-კონტროლი - წარმატება/წარუმატებლობის მიზეზი საკუთარ თავში ან სხვა ფაქტორში ეძიონ.
ლოკუს კონტროლის ფოტო

მოტივაციის აქტივაციისთვის მნიშვნელოვანია ვეინერის თეორია  შინაგანი (ინტერნალური და  და გარეგანი (ექსტერნალური) ლოკუს ფაქტორის შესახებ. ამ თეორიით ადამიანი საკუთარი წარმატება /წარუმატებლობის მიზეზს საკუთარ თავში ან გარეთ, სხვა ფაქტორებში  ეძებს:
მე შევძლებ. უნდა ვცადო, კიდევ ვცადო. მე შევძელი.
 იღბალი არ მაქვს. მაინც ვერ შევძლებ, სჯობს რთულ კითხვებს თავი ავარიდო.

No comments:

Post a Comment