Thursday, September 26, 2019

ინტეგრირებული გაკვეთილი



  • რატომ გვჭირდება ინტეგრირებული გაკვეთილი\
  • რა არის ინტეგრირებული გაკვეთილი, რა საჭიროა მისი გამოყენება სწავლების პროცესში და რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთი გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში? 
  • ყველამ იცის, რომ განათლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა თანამედროვე ცხოვრებისთვის ბავშვის მომზადება, მისთვის აუცილებელი კომპეტენციების ფორმირება, და ამის ერთ-ერთი გზა სასწავლო დისციპლინების ინტეგრაციაა. სკოლაში ბავშვები სწავლობენ ბევრ ისეთ საგანს, რომლებიც ერთმანეთთან ნაკლებად არის დაკავშირებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვის აღქმები იმ პერიოდში, როცა ის სკოლაში სწავლას იწყებს, მთლიანობით ხასიათს ატარებს და მოკლებულია შინაგან დანაწევრებულობას, ცალკეულ გაკვეთილებზე ფრაგმენტულად, განცალკევებულად მიწოდებული ცოდნა, ინფორმაცია ვერ შეუწყობს მას ხელს სამყაროზე მთლიანობითი წარმოდგენის შექმნაში. თანამედროვე პედაგოგიკის ამოცანაც ხომ ის არის, რომ ბავშვის აღქმაში გააერთიანოს, დააკავშიროს ცალკეულ საგნებში მიღებული ცოდნა, დაეხმაროს მას, შეიქმნას ერთიანი, მთლიანი, ფართო წარმოდგენა სამყაროზე, ბუნებაზე, საზოგადოებაზე და საკუთარ ადგილზე ამ სამყაროში. ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეს აქვს ღრმა და მრავალფეროვანი ცოდნის მიღების საშუალება სხვადასხვა საგნიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენების და მოვლენების სრულიად ახლებურად გააზრების გზით. საგანთაშორისი კავშირები სწავლების უმნიშვნელოვანესი პრინციპია თანამედროვე სკოლაში. ის სწავლების უმაღლესი დონეა. სკოლაში კომპლექსური პრობლემების შესწავლისას საგანთაშორისი კავშირების დამყარების ყველაზე ეფექტურ გზას ჩვენს დროში ინტეგრირებული გაკვეთილი წარმოადგენს. ის იძლევა ცოდნის სინთეზის შესაძლებლობას, გვეხმარება, ჩამოვუყალიბოთ ბავშვს ერთი სფეროდან მეორეში ცოდნის გადატანის უნარი, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნების და განზოგადების უნარის განვითარებას. ამ გაკვეთილებზე მიიღწევა ასევე სინამდვილის მთლიანობითი აღქმა, რაც ბავშვს გარემომცველი სამყაროს შემეცნებაში დიდ დახმარებას უწევს.
  • გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული მიზანი ინტეგრირებულ გაკვეთილზე თავისთავად არ მიიღწევა. მის მომზადებას და ეფექტიანად ჩატარებას სჭირდება განსაზღვრული პირობების დაცვა:


  • ნტეგრირებულ გაკვეთილს, როგორც წესი, ატარებს სხვადასხვა საგნის ორი ან ორზე მეტი მასწავლებელი. თუმცა ასეთი გაკვეთილი შეიძლება ჩაატაროს ერთმა პედაგოგმაც, რომელსაც აქვს საბაზისო ცოდნა და მომზადება შესაბამის საგნებში.
  • იმ პედაგოგებს შორის, რომლებიც ერთად ამზადებენ და შემდეგ ატარებენ ინტეგრირებულ გაკვეთილს, აუცილებლად უნდა არსებობდეს ფსიქოლოგიური შეთავსებადობა. ურთიერთგაგების და მხარდაჭერის გარეშე ასეთი გაკვეთილი ეფექტიანი ვერ იქნება.
  • ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება უფრო მიზანშეწონილია მაშინ, როცა განსაზღვრული მოცულობის სასწავლო მასალა უკვე ათვისებულია იმ საგნებში, რომელთა ინტეგრირებასაც ვაპირებთ. უმჯობესია, ასეთი გაკვეთილის ჩატარება სასწავლო წლის ბოლო პერიოდისთვის დავგეგმოთ.
  • ინტეგრირებული გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში თითოეული მასწავლებლის მონაწილეობის წილი დამოკიდებულია სასწავლო მასალის შინაარსზე, მაგრამ მაინც ვეცადოთ, ყოველი მათგანი ამ პროცესში თანაბრად იყოს ჩართული. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ მასწავლებელს აუცილებლად მოუწევს წამყვანის როლის შესრულება.
  • ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეები არიან, ცდილობენ, თავად გააანალიზონ ინფორმაცია გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების დროს, გამოყოფენ პრობლემას, შეიმუშავებენ დასახული ამოცანების გადაწყვეტის შესაძლო გზებს. მოსწავლის დამოუკიდებლად მუშაობის როლის ამაღლება ინტეგრირებული გაკვეთილის მიმართ ერთ-ერთი აუცილებელი და ძირითადი მოთხოვნაა, იქიდან გამომდინარე, რომ ინტეგრაცია აფართოებს შესასწავლი მასალის თემატიკას, იწვევს მოვლენების უფრო ღრმა ანალიზისა და განზოგადების აუცილებლობას.
  • ინტეგრირებული გაკვეთილი არ გულისხმობს ორი ან მეტი საგნის სასწავლო მასალის მექანიკურ გაერთიანებას. აქ უბრალოდ ახალ ცოდნას კი არ უნდა იღებდეს ბავშვი, არამედ უკვე არსებული ცოდნის ახალ სიტუაციებში გამოყენების შესაძლებლობა უნდა ეძლეოდეს. ინტეგრირებულ გაკვეთილზე მან უნდა შეძლოს სამყაროს წარმოდგენა ერთ მთლიანობად, რომელშიც ყველა ელემენტი ურთიერთდაკავშირებულია.
  • ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტიანად ჩასატარებლად აუცილებელია განსახილველი და შესასწავლი ობიექტის სწორად განსაზღვრა და გაკვეთილის შინაარსის გულდასმით შერჩევა.
  • პედაგოგის მაღალი დონის პროფესიული თვისებები და უნარ-ჩვევები, რომლებიც უზრუნველყოფს მასწავლებელთა და მოსწავლეთა შემოქმედებით თანამშრომლობას გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტიანობისთვის.
  • მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების გარეშე ნებისმიერი გაკვეთილის, მით უმეტეს – ინტეგრირებულის, ეფექტიანად ჩატარების ალბათობა საკმაოდ მცირეა.


  • ინტეგრირებული გაკვეთილი არ წარმოადგენს სიახლეს. გაკვეთილის ამ ტიპს მასწავლებლები საკმაოდ ხშირად და ეფექტიანად იყენებენ. სასწავლო პროცესში ინტეგრაცია სხვადასხვა საგანში შესასწავლი თემების ერთმანეთთან ორგანულ დაკავშირებას გულისხმობს. ინტეგრირებული გაკვეთილი არის ერთი და იმავე, მონათესავე ან გამჭოლი თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული ორი ან რამდენიმე სასწავლო საგნის მიხედვით დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილი. სასურველია, მასწავლებლებმა ხშირად გამოიყენონ ინტეგრაცია იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ერთი თემის/საგნის მეორესთან დაკავშირება. ეს ხელს უწყობს ცოდნის გამთლიანებასა და ასევე, შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას, რასაც საგანმანათლებლო ლიტერატურაში „ტრანსფერს“ უწოდებენ.  დიმიტრი უზნაძის აზრით, აზროვნებას ხასიათდება გადატანის უნარით. მას შემდეგ, რაც მოსწავლე ერთხელ გადაჭრის ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური ამოცანების გადაჭრა სხვა სიტუაციებში. ტრანსფერი არ ხდება თავისთავად. ამისათვის საჭიროა სწავლების სპეციალურად დაგეგმვა.
  • ინტეგრირებული გაკვეთილის იდეა უნდა შეირჩეს შესასწავლი თემიდან გამომდინარე, უნდა იკვეთებოდეს მისი მჭიდრო კავშირი სხვა დისციპლინასთან/დისციპლინებთან, რომელთანაც/რომლებთანაც მასწავლებელი შესასწავლი თემის დაკავშირებას გადაწყვეტს.  არჩეულ თემას უნდა ჰქონდეს ყველა ინტეგრირებულ საგანთან შეხების წერტილი, ინტეგრირება უნდა იყოს ლოგიკური და ბუნებრივი. გაკვეთილის იდეის/თემის ჩამოყალიბების შემდეგ მასწავლებელი შეისწავლის შესაბამისი საგნების სახელმძღვანელოებში ასახულ მასალას, მოიძიებს დამატებით ინფორმაციას და რესურსებს.  
  • გაკვეთილის გეგმის დახვეწის მიზნით, მასწავლებელმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს იმ საგნების მასწავლებლებთან, რომელი საგნების ინტეგრირებაც აქვს განზრახული, უნდა გააცნოს მათ გაკვეთილის გეგმის მონახაზი, მოისმინოს და  გაითვალისწინოს  მათი რეკომენდაციები.
  • როგორ დავგეგმოთ ინტეგრირებული გაკვეთილი?
  • წლის დასაწყისში მასწავლებელი შეადგენს თავისი საქმიანობის თემატურ გეგმას, სასურველია მოიაზროს ის თემები, რომელთა დაკავშირება სხვა სასწავლო საგნებთან იქნება შესაძლებელი. შემდეგ ეტაპზე უნდა გაეცნოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნების პროგრამებს. თუკი ამ საგნის სასწავლო გეგმაც მოიცავს მსგავს თემებს და თან ქრონოლოგიურადაც შესაძლებელია მათი ერთმანეთთან დაკავშირება, მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა. მთავარია, ინტეგრირებული გაკვეთილისთვის სწორად შეირჩეს საგაკვეთილო თემა. რაც ნიშნავს იმას, რომ არჩეულ თემას უნდა ჰქონდეს ყველა ინტეგრირებულ საგანთან შეხების წერტილი და ინტეგრირება იყოს ლოგიკური და ბუნებრივი. ინტეგრირებული გაკვეთილის ძირითადი მახასიათებელი არის ის, რომ იგი უნდა უზრუნველყოფდეს ინტეგრირებული საგნების შესაბამისი სასწავლო შედეგების მიღწევას.
    ჩამოვაყალიბოთ ის თანმიმდევრობა, რომელიც ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ:
    1. საგაკვეთილო თემის სწორი შერჩევა, რადგანაც ის ინტეგრირებული საგნების შემაკავშირებელი რგოლია;
    2. უნდა გამოიკვეთოს სასურველი მიზნები;
    3. დაუკავშირდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევ შედეგებს ყველა ინტეგრირებულ საგანში;
    4. დროში გაიწეროს მიზნის შესაბამისი აქტივობები, რომლებიც უზრუნველყოფს შედეგების მიღწევას;
    5. თემის შესაბამისი დამატებითი ინფორმაციისა და რესურსების მოძიება.
           რაც შეეხება კლასკომპლექტში ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებას, აუცილებლად გასათვალისწინებელია ორივე კლასში როგორც ერთი საგნის ფარგლებში შერჩეული თემების მსგავსება, ასევე, მათი კავშირი ინტეგრირებულ საგანთან ან საგნებთან. ცხადია, უნდა გავითვალისწინოთ დიფერენცირებული სწავლებაც.

    Monday, July 8, 2019

    მასლოუ


    აბრაამ მასლოუ - მოტივაციის იერარქიული თეორია
    მოტივაცია - სურვილი, რომელიც ადამიანს მოქმედებისაკენ უბიძგებს. მოტივაცია დამოკიდებულია მოთხოვნილებებზე. მოთხოვნილება შეიძლება გამოწვეული იყოს რისამე დანაკლისით ან ზრდის სურვილით. პირველს, ადამიანი სხვათა დახმარებით იკმაყოფილებს, მეორეს კი თვითრეალიზაციით.
    მასლოუმ შექმნა მოთხოვნილებების პირამიდა, რომელშიც მოთხოვნილებები იერარქიულად დაალაგა.
    მასლოუს მიხედვით ყოველი ქვედა საფეხურის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება წარმართავს ადამიანის ქცევას ზედა იერარქიაზე , იგი ჯერ ქვედა ფიზიოლოგიურ და უსაფრთხოების მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს და შემდეგ იწყებს აღიარებაზე, ღირსებაზე ზრუნვას, ცდილობს შეიძინოს სტატუსი, დაიმკვიდროს ჯგუფში ადგილი, შემდეგ კი იწყებს სწავლას თვითრეალიზაციისათვის.

    მასწავლებლის როლი - მასწავლებელმა მოსწავლეს სწავლა მოთხოვნილებად უნდა გადაუქციოს და შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ამაღლებაში დაეხმაროს. ამისათვის იგი ადგენს იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე, რა მოტივები უდევს საფუძვლად მის სწავლას და ეხმარება აამოქმედოს შინაგანი ძალები წარმატების მისაღწევად. ამისათვის მნიშვნელოვანია პოზიტიური სასწავლო გარემოს მოწყობა.
    მოსწავლე - იკმაყოფილებს მოთხოვნილებებს, ზრუნავს სტატუსზე, უსაფრთხოებაზე, დაფასებაზე, ჯგუფში ადგილის დამკვიდრებაზე და თვითრეალიზაციაზე.
    მოტივაციის აქტივაცია - გარე სტიმულების საშუალებით პიროვნებაზე ზეგავლენა, რაც მას გარკვეული ქმედებებისაკენ უბიძგებს. კარგია აქტივაციის საშუალო დონე, დაბალი და მაღალი არ ვარგა, რადგან უყურადღებოდაა და ნაკლებად ჩართული და/ან გრძნობს შიშსა და შფოთვას. შინაგანი და გარეგანი ლოკუს-კონტროლი - წარმატება/წარუმატებლობის მიზეზი საკუთარ თავში ან სხვა ფაქტორში ეძიონ.
    ლოკუს კონტროლის ფოტო

    მოტივაციის აქტივაციისთვის მნიშვნელოვანია ვეინერის თეორია  შინაგანი (ინტერნალური და  და გარეგანი (ექსტერნალური) ლოკუს ფაქტორის შესახებ. ამ თეორიით ადამიანი საკუთარი წარმატება /წარუმატებლობის მიზეზს საკუთარ თავში ან გარეთ, სხვა ფაქტორებში  ეძებს:
    მე შევძლებ. უნდა ვცადო, კიდევ ვცადო. მე შევძელი.
     იღბალი არ მაქვს. მაინც ვერ შევძლებ, სჯობს რთულ კითხვებს თავი ავარიდო.

    ვიგოტსკი


    ლევ ვიგოდსკი - სოციალურ-კულტურული განვითარების თეორია

    ამ თეორიით ბავშვის ფსიქიკურ და კერძოდ ინტელექტუალურ განვითარებას განსაზღვრავს სოციალური და კულტურული ფაქტორები. ანუ, სხვებთან ურთიერთობისას გამოცდილების მიღება სწავლას ეხმარება, სწავლა კი ხელს უწყობს და წინ უსწრებს განვითარებას (ზომიერად და არა უსაზღვროდ)
    • სოციალური ფაქტორებია - უფროსებთან და თანატოლებთან სოციალური ურთიერთობები. ჯგუფში ხორციელდება ინტერიორიზაცია - თავდაპირველად გარეგანი მოქმედებები ბავშვსა და მასწავლებელს შორის ხორციელდება, შემდეგ კი ბავშვის შინაგანი აზროვნების დონეზე გადაინაცვლებს და მოხდება პრაქტიკული ქცევის გათავისება ანუ გონებრივ ოპერაციად გარდაქმნა
    • კულტურული ფაქტორებია - ენა, მეტყველება, დამწერლობა, რიცხვთა სისტემა...  ასწავლის ბავშვს რა და როგორ იფიქროს, მოქმედებები გონებაში რიგორ შეასრულოს. „შინაგანი მეტყველებით“ ბავშვი გარემოსთან ადაპტაციას ახერხებს.

    ამ თეორიით სწავლა არის პროცესი, რომლის დროსაც მოსწავლე განვითარების აქტუალურიდან უახლოეს ზონაში გადადის.

    განვითარების აქტუალური ზონა - დამთავრებული ციკლია, ასახავს ბავშვის განვითარების არსებულ დონეს, რომელშიც იმყოფება მოსწავლე სწავლის მომენტში
    განვითარების  უახლოესი ზონა - ბავშვის გონებრივი განვითარების მაჩვენებელია, რომელსაც მიაღწევს ბავშვი სხვებთან ურთიერთობით სწავლის მომენტში. ეს ზონა ახლოსაა (მაგრამ გარეთაა) ბავშვის ინტელექტუალურ შესაძლებლობასთან (რასაც დღეს უფროსის დახმარებით გააკეთებს, ხვალ თვითონაც შეძლებს)

    აქტუალურიდან უახლოეს ზონაში გადასაყვანად მასწავლებელი აგებს (დასახმარებლად მოსწავლეს უშენებს ხარაჩოს) სკაფოლდინგს. სკაფოლდინგის აგების ხელოვნებაა - როგორ გამიჯნოს მასწავლებელმა, რისი გაკეთება შეუძლია ბავშვს დამოუკიდებლად და როდის და როგორ უნდა დაეხმაროს მას სხვები.
    ამისათვის საჭიროა მასწავლებელმა:
    • დაადგინოს ბავშვის განვითარების უახლოესი ზონა, მისი პოტენციური შესაძლებლობები და მისცეს ბავშვს უახლოეს ზონასთან ახლო დავალება
    • შეთავაზოს ბავშვს დახმარება გარკვეული დოზით. დახმარების სტრატეგიები მრავალფეროვანია: მიზნის შეხსენება, კითხვის დასმა, მარტივი დავალების გართულება ან რთულის ნაწილებად დაშლა, მიმართულების მიცემა, სხვა მოსწავლის მასწავლებლის როლში გამოყენება, ზომიერი შექება, მინიშნება ... (მაგრამ არა სწავლება)

    ვიგოდსკის მასწავლებელი თანამშრომლობს ჯგუფთან სწავლის პროცესში, ეხმარება მათ გამოცდილების მიღებაში, უგებს ხარაჩოს და შემდეგ ისე ცვლის მას, რომ ჯგუფში დამოუკიდებლად იმოქმედონ, სწავლობს მოსწავლეთა მოთხოვნილებებს, ინტერესებს, შესაძლებლობებს სწავლის პროცესში დაკვირვებით ან ტესტირებით და ისე ურჩევს განვითარების აუხლოეს ზონასთან ახლო დავალებას.
    მოსწავლე ამ დროს ურთიერთობს სხვებთან, რათა განსაზღვროს, გამოიკვლიოს, დაადგინოს, პრობლემა გადაწყვიტოს და დასკვნა გამოიტანოს. ურთიერთობისას განვითარების უახლოეს ზონაში გადადის, აგებს ცოდნას და მასალას პასიურად არ ითვისებს - განვითარებას წინ უსწრებს და ხელს უწყობს სწავლა. ანუ, სწავლას „კუდში მისდევს“ განვითარება.

    ვიგოდსკიმ გამოყო განვითარების სენზიტიური პერიოდი - როცა პიროვნების ფსიქიკა განსაკუთრებით მგრძნობიარეა ზემოქმედების მიმართ. ამ პერიოდს აქვს ქვედა და ზედა ზღვარი, რომლის იქეთ სწავლა არაეფექტურია (როგორც 3 წლის ბავშვი ვერ ისწავლის ალგებრას, ისევე არაეფექტურია გვიან სწავლა)




    პიაჟემ და ვიგოდსკიმ შექმნეს კონსტრუქტივისტული მიდგომა:

    Oval: ვიგოდსკი - სოციალური კონსტრუქტივიზმი
      ცოდნა იგება ჯგუფში ინდივიდის
           სხვებთან ურთიერთობისას. მას 
             სოციალური და კულტურული
                ფაქტორები ეხმარება. ასე 
                 სწავლისას განვითარების 
                 გარკვეულ დონეს მიაღწევს - 
                 აქტუალურიდან 
                  უახლოესში
                 გადავა. სწავლისას 
                 აზროვნება თავიდანვე
                 სოციალურია
Oval: ცოდნა უნდა აიგოს - როგორ?
წინა ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით
Oval: პიაჟე - ინდივიდუალური კონსტრუქტივიზმი
ცოდნის აგებაში აქტიურია მოსწა-
ვლე. იგი თავისი გონებრივი სქე-
მებით სწავლობს. რომ ისწავლოს
შესაბამისი განვითარების დონე
უნდა ჰქონდეს. სწავლისას
ასაკის შესაბამისად აზროვნება 
ეგოცენტრულიდან სოციალური ხდება.


    ვიგოდსკი და ინკლუზიური განათლება: უნარშეზღუდული ბავშვი განუვითარებელი კი არა, სხვაგვარად განვითარებულია. სხვადასხვა შესაძლებლობების ბავშვების ერთად სწავლა ყველასთვის სასარგებლოა: ბავშვი არასოდეს არ მიბაძავს იმას, ვისი განვითარების დონეც მისი შესატყვისი არ არის. თვალსაჩინოების გადაჭარბებული გამოყენება ხშირად აფერხებს აზროვნებას.


    ბრუნერი


    ჯერომ ბრუნერი - კოგნიტური ზრდის (განვითარების) თეორია
    ანუ სწავლა-აღმოჩენების გზით


    ძირითადი არსი: სწავლა არის მასწავლებლის მიერ ორგანიზებულ სასწავლო გარემოში მოსწავლის მიერ კანონზომიერებებისა და მიმართებების დამოუკიდებლად აღმოჩენა. აღმოჩენების გზით გამოცდილების საფუძველზე ახალი ცოდნა კონსტრუირდება (აიგება)

    ყველა კოგნიტური თეორია ეფუძნება კონსტრუქტივიზმს და მიიჩნევს, რომ წინა ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალი ცოდნა უნდა იაგოს.
    როგორ? ამ კითხვაზე თითოეულს თავისი პასუხი აქვს

    ბრუნერის მიხედვით ეფექტიანი სწავლა

    3 პროცესს მოიცავს:

    I. ინფორმაციის მიღება, დაზუსტება-დახარისხება
    II. ცოდნის მოწესრიგება და გარდაქმნა (ტრანსფორმაცია)
    III. ჰიპოთეზების აგებით სასწავლო ქმედებების შემოწმება

    ბრუნერი აღმოჩენებით გზის სწავლაში მნიშვნელოვნად მიიჩნევს მიეწოდოს მოსწავლეებს მასალა მინიმალური ან დაუსრულებელი სახით, რომ აღძრას მათში ცნობისმოყვარეობა. მაშინ ისინი თვითონ აღმოაჩენენ ცოდნის ელემენტებს შორის კავშირებს, აორგანიზებენ და დაასრულებენ მასალას და გააკეთებენ დასკვნების მაქსიმუმს (რაც მათი გამოცდილებიდან შესაძლებელია). ასეთი მიდგომით სწავლის პროცესში გონებრივი სქემებით (იხ.პიაჟე) ყველა საკუთარ კატეგორიებსა და კოდირების სისტემას შექმნის.
    კატეგორია - ობიექტის, ცნების კლასისათვის მიკუთვნების წესია, კოდირების სისტემა კი - ცნებებს შორის კავშირი. უფროს ზუსტად, ზოგადი ცნებების (კატეგორიების) იერარქიული წყობა. „აღმოჩენის“ დროს ახალი ინფორმაცია ჩაერთვება უკვე არსებულ სქემებში, ორგანიზდება, მოხდება კოდირება, ინფორმაციის განზოგადებით კი თეორია შეიქმნება და მსოფლმხედველობაც (ზოგადი შეხედულებები რეალობის შესახებ) ჩამოყალიბდება.
    მაგ. ბრუნერის კოდირების სისტემის  ერთი გრაფიკული გამოსახულებაა მოცემული:
    ნივთიერება
    ოქსიდების კლასიფიკაცია-ის სურათის შედეგი
    ბრუნერის აზრით კოდირების სისტემის შექმნისას ინფორმაცია გონებაში 3 ეტაპს გაივლის. ესენია (ანუ აზროვნების ფორმებია):
    1. პრაქტიკული (მოქმედებით საგნების გადაადგილება, ველოსიპედის ტარება)
    2. ხატოვანი (წარმოსახვითი სწავლა ნახატებით, სქემებითა და დიაგრამებით)
    3. სიმბოლური (ცოდნის დაშიფვრა და აბსტრაქტული ცნებით სწავლა)

    ბრუნერის აღმოჩენებით სწავლის ხელშემწყობი ფაქტორებია:
    1. სპეციალური, გეზის მიმცემი აქტივობებით განწყობის შექმნა
    2. სწავლისადმი მზაობის მდგომარეობა, რომ ახალი ინფორმაცია წინა დასწავლილსა და გამოცდილებას დაეფუძნოს და შფოთვის ზომიერი დონე იყოს
    3. კონკრეტული შინაარსის ფლობა - ანუ დასაუფლებელ საკითხთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაციის ცოდნა
    4. მრავალფეროვანი სწავლება - სწავლების სხვადასხვა დონეზე საბაზისო ცოდნის გათვალისწინებით საკითხის სწავლება. ამისათვის საჭიროა სპირალური კურიკულუმი

    სპირალური სასწავლო პროგრამა ბრუნერის მიხედვით მოითხოვს ადრეულ წლებში ყველა საგნის საფუძვლების გაცნობას და შემდეგ წლებში იმავეს ღრმად და კომპლექსურად შესწავლას (განვითარების ყველა სტადიაზე ბავშვს ხედვის თავისებური საშუალებაები გააჩნია)

    ბრუნერის აზრით, აზროვნების ინტუიტიური (ერთბაშად წვდომა) და ანალიზური (ეტაპებში ჩაწვდომა) ფორმები აღმოჩენით სწავლისათვის -  ორივე ღირებულია.

    ბრუნერის მასწავლებელი ამზადებს სასწავლო გარემოს აღმოჩენებისათვის:
    • ქმნის განწყობას ფიზიკური და გონებრივი აქტივობებისათვის
    • გარდაქმნის ინფორმაციას მისაწვდომად
    • ალაგებს მასალას სპირალური პრინციპით
    • აფუძნებს სწავლას ცოდნასა და გამოცდილებაზე

    მოსწავლე მოიძიებს, არჩევს, გარდაქმნის, აკავშირებს ელემენტებს რაიმე ფორმით, გამოთქვამს ჰიპოთეზას ... ამ კოგნიტური აქტივობებით აღმოაჩენს ახალს ან მისცემს მასალას დასრულებულ ფორმას.

    ბრუნერის თეორიის დადებითი მხარეები:
    • მოსწავლეებს ეზრდებათ მოტივაცია, ეღვიძებათ ცნობისმოყვარეობა, გამოცდილებაზე დაყრდნობით იძენენ ახალ ცოდნას და უვითარდებათ პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები (მაღალი სააზროვნო უნარები)

    ეფექტიანი სტრატეგიები ბრუნერის ჩარჩოში:
    • პროექტის წერა
    • პრობლემის კვლევა
    • მეტაკოგნიციური პროცესების საჭიროება (სწავლის სწავლა)

    ჯ.დიუ

    ჯონ დიუი - პროგრესული განათლება და სწავლა გამოცდილებით

    დიუის აზრით სწავლა კეთების გზით პრობლემის კვლევაა - მოსწავლე იკვლევს - რა, სად, როგორ და რატომ ხდება.

    პროგრესული განათლება გულისხმობს წინააღმდეგობას ბიჰევიორიზმთან და კონსტრუქტივიზმის აღიარებას-კერძოდ თანამშრომლობის გზით ექსპერიმენტების ჩატარებისას, უშუალო გამოცდილების საფუძველზე ცოდნის აგებას.
    დიუი ადგენდა ინდივიდუალურ პროექტებს, რომლებზეც „ლაბორატორიაში“ მუშაობისას ბავშვები იკვლევდნენ საკითხს და წყვეტდნენ პრობლემას. მაგ.კულინარიისა და მეტალთა გამოდნობის პროგრემებზე პრაქტიკულად მუშაობისას ფიზიკასა და ქიმიას სწავლობდნენ, კედლის გაზეთის გამოშვებისას გრამატიკას და ა.შ.
    დიუის იდეა კარგი იყო, მაგრამ სკოლის ექსპერიმენტისათვის საჭირო რესურსებით აღჭურვა ძვირი და რთული, ამიტომ ძნელად დაინერგა.

    დიუის მასწავლებელი პრაქტიკული კვლევის დამხმარე და ფასილიტატორია: არჩევს პრაქტიკულად საკვლევ საკითხებს, ამზადებს რესურსებს ექსპერიმენტების ჩასატარებლად, არჩევს პროექტს (პროგრამას) სოციალური თანამშრომლობით ჯგუფში ერთობლივი ექსპერიმენტების ჩასატარებლად. ექსპერიმენტის ჩატარებისას „აიძულებს“ მოსწავლეს მოიძიოს ახალი ცოდნა, აძლევს მითითებებს და ლიდერია ჯგუფური მუშაობის.

    დიუის მოსწავლე; ატარებს ექსპერიმენტებს, სწავლობს ცდის ჩატარების ტექნიკას, აზროვნებს კრიტიკულად, თანამშრომლობის გზით წყვეტს პრობლემას, არჩევს საკვლევ საკითხს, კეთების პროცესში მოიძიებს ინფორმაციებს, იყენებს პრაქტიკულად და მიღებული შედეგებით აგებს ახალ ცოდნას. ამ გამოცდილებას იგი შემდეგი ექსპერიმენტების დროს პრაქტიკულად იყენებს.
    დიუის ბევრი აკრიტიკებდა, რომ პრაქტიკა კარგ თეორიაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

    ბლუმი


    ბლუმის ტაქსონომია - ანუ სააზროვნო დონეების იერარქია განათლების, ემოციურ და ფსოქომოტორულ სფეროებში

    დონე
    განათლების სფეროში
    ემოციურ (აფექტურ) სფეროში
    ფსიქომოტორულ სფეროში
    I
    ცოდნა (ვინ? რა? სად? როგორ?)
    აღქმა (გაიგო; დაინახა)
    იმიტაცია (გაიმეორა რაც აჩვენეს)
    II
    გაგება (როგორ?)
    რეაგირება (ჩაინიშნა)
    მანიპულაცია (გაიმეორა ინსტრუქციით)
    III
    გამოყენება (რომელი? რამდენი?)
    ღირებულების გააზრება (გააანალიზა აქვს თუ არა მისთვის ღირებულება)
    სიზუსტე (გაიმეორა დამოუკიდებლად)
    IV
    ანალიზი (რატომ?)
    ღირებულებეთა სისტემის ორგანიზება (აიღო პასუხისმგებლობა)
    ჩვევების კომბინირება (გამოიყენა სხვა უფრო რთულის ნაწილად)
    V
    სინთეზი (რა მოხდება რომ? კიდევ როგორ შეიძლება?)
    გათავისება (ღირებულება ქცევაში ასახა)
    ნატურალიზაცია (გაიმეორა ავტომატურად; გამოუმუშავდა ქცევის საკუთარი სტილი)
    VI
    შეფასება (რატომ მოხდა ასე?)
    -
    -
    პროცესის იერარქიის აღწერა
    მოსწავლემ განსაზღვრა წესი, გადმოსცა მისი არსი საკუთარი სიტყვებით, გამოიყენა ეს წესი კონკრეტული დავალების შესასრულებლად; შეადარა წესი ადრე ნასწავლ წესებს, გააანალიზა, რა აქვთ მათ საერთო და განმასხვავებელი, ან რა მიმართებაა მათ შორის; წესების ანალიზის საფუძველზე ჩამოაყალიბა ახალი, ორიგინალური წესი იმავე დავალების შესასრულებლად; შეაფასა, რატომ სჯობს მისი შექმნილი წესი ადრე ნასწავლს და თავისი მოსაზრება არგუმენტებით დაასაბუთა.
    მოსწავლემ გამოფენა-გაყიდვაზე დაათვალიერა ახალგაზრდა მხატვრების სურათები;  ჩაინიშნა სურათი, რომელმაც განსაკუთრებით დააინტერესა და მოწონება დაიმსახურა; გაიაზრა რამდენად ღირებულია მისთვის ამ სურათის შეძენა, ღირს თუ არა თანხის გადახდა; აორგანიზა შეხედულებათა სისტემა და აიღო პასუხისმგებლობა, რომ თავისი დანაზოგით შეეძინა ეს სურათი.
    მოსწავლემ შეიძინა სურათი და ჩვევად ექცა, რომ ყოველთვის თუ რაიმე ძალიან მოეწონება, მას აუცილებლად შეიძენს.
    მოსწავლემ გაიმეორა მასწავლებლის მიერ დაწერილი ასო-ბგერა და ჩაწერა; შემდეგ იგივე გააკეთა მასწავლებლის ინსტრუქციით, შემდეგ კი დამოუკიდებლადაც შეძლო ასოს დაწერა. ამის შემდეგ ყველგან იყენებს ამ ასოს, როდესაც სიტყვის დაწერის დროს დასჭირდება და ისეთი ნატურალიზაცია მოახდინა, რომ არც ფიქრობს, ავტომატურად წერს ამ ასოს, როცა სჭირდება.
    * ღირებულებათა სისტემაა ის, რასაც მნიშვნელოვნად თვლის ადამიანი. მათზე დაყრდნობით იქმნება გონებრივი სქემები (შემეცნებითი რუკები) და აღიქმება გარემო - სუბიექტურად იმისდა მიხედვით თუ როგორია ადამიანის ასაკი, კულტურა, რომელშიც ვითარდება აღზრდის სტილი (მოკლედ სუბიექტური გარემო).

    დონე
    მოქმედებები (ზმნები)
    ცოდნა (ფაქტობრივი ინფორმაცია, ანუ საგნების, ფაქტების, მოვლენების, პროცესების და ა.შ. დამახსოვრება)
    გაიხსენე, დაწერე, ჩამოთვალე, მიაკუთვნე, მოინიშნე, დაასრულე, განსაზღვრე
    გაგება (ნასწავლი მასალის არსში წვდომა, წარდგენა და ინტერპრეტაცია)
    ახსენი, შეაჯამე, აღწერე, გადმოეცი შენი სიტყვებით, გააკეთე პერიფრაზი, მოახდინე ილუსტრირება
    გამოყენება (არსებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება)
    გამოიყენე, გამოთვალე, გადაჭერი, ამოხსენი, აჩვენე, ააგე, წარმოადგინე სქემის სახით
    ანალიზი (ცოდნის მცირე ნაწილებად დაყოფა)
    დაყავი კატეგორიებად, შეადარე, განასხვავე, დაანაწევრე, გამოიკვლიე
    სინთეზი (ნაწილების მთლიანობაში წარმოდგენა)
    შექმენი, დაგეგმე, ააწყე, განაზოგადე, ჩამოაყალიბე, განავითარე, სცადე ფორმულირება
    შეფასება (ღირებულებითი)
    განსაჯე, შეაფასე, გააკრიტიკე, დაამტკიცე, უარყავი, მიიღე
    მასწავლებლის როლი - სპეციალური კითხვარებით, დამაზუსტებელი სხვადასხვა სააზროვნო დონის კითხვებისა და დავალებების გამოყენებით მოახდინოს აზროვნების ზედა დონეების აქტივაცია.

    სქემაზე ბლუმის განათლების მიზნების დონეებია მოცემული.
    I-III დაბალ სააზროვნო დონედაა მიჩნეული. ცოდნის მოსაძიებლად, საკუთარი სიტყვებით გადმოსაცემად და პრაქტიკულად გამოსაყენებლად საკმარისია ლოგიკური აზროვნება.
    IV-VI ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარები მოითხოვს ანალიტიკურ, კრიტიკულ და შემოქმედებით (კრეატიულ) აზროვნებასაც. ანალიზის დონეზე მსგავსება-განსხვავება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირები უნდა გამოავლინოთ, სინთეზის დონეზე გაქვთ არჩევანი გასაქანი მისცეთ თქვენს ფანტაზიას და ახალი, ორიგინალური შექმნათ, შეფასების დონეზე შეგიძლიათ კრიტერიუმები გამოყოთ და თქვენი ნამუშევარი შეაფასოთ.
    დაბალი სააზროვნო უნარებისათვის საკმარისია კონვერგენტული აზროვნება კონკრეტული პასუხის მოსამზადებლად. მაღალი სააზროვნო უნარებისათვის საჭირო კრიტიკული და კრეატიული აზროვნება დივერგენტულია - მათზე რამოდენიმე პასუხი შეიძლება არსებობდეს.

    გარდნერი


    ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია

    ძირითადი არსი: ინტელექტი - ცოდნის დაუფლების, ტრანსფერის, გარემოსთან ადაპტაციის უნარია
    ინტელექტი მრავალგვარია. ყოველი ადამიანი მეტ-ნაკლები ხარისხით ფლობს ყველა ტიპს. მათგან რომელიმე - ერთი ან ორი - დომინანტურია, დანარჩენი - ჩანასახის სახითაა. ადამიანი წარმატებას აღწევს და სიამოვნებას იღებს დომინანტური ინტელექტის ტიპის სტილში სწავლისას.

    ინტელექტის ტიპი - შესაძლო საქმიანობის სფერო
    ლინგვისტური ინტელექტი
    აქვს კარგად განვითარებული სიტყვათა მარაგი, ადვილად იმახსოვრებს სახელებს, თარიღებს, ახალ სიტყვებს, მოსწონს წერა და კითხვა, ლიტერატურა, უყვარს სიტყვებით თამაში (პოეტი, ჟურნალისტი, ადვოკატი)
    ლოგიკური და მათემატიკური ინტელექტი
    ადვილად ხედავს ტენდენციას, კარგად აქვს განვითარებული აბსტრაქტული აზროვნება, შეუძლია კატეგორიებსა და იდეებს შორის მიმართების დამყარება, ადვილად ანგარიშობს, ხმარობს კომპიუტერს, უყვარს თავსატეხების, ლოგიკური ამოცანების ამოხსნა (მეცნიერი, მათემატიკოსი, ლოგიკოსი)
    ვიზუალურ-სივრცითი ინტელექტი
    ადვილად იმახსოვრებს საგნების სივრცეში განლაგებას, შეუძლია ზუსტად აღიდგინოს გამოსახულება და მისი სივრცითი მდებარეობა, უყვარს ხატვა, დიზაინი, შენება, კარგად ერკვევა რუკებსა და დიაგრამებში (დიზაინერი, არქიტექტორი, მოქანდაკე)
    მუსიკალური ინტელექტი
    ადვილად იმახსოვრებს მელოდიას, აქვს კარგად განვითარებული რიტმის შეგრძნება, ხშირად მღერის, მგრძნობიარეა ბგერებისა და ხმების მიმართ (კომპოზიტორი, მომღერალი, მუსიკოსი)
    სხეულებრივ-კინესთეტიკური ინტელექტი
    ადვილად სწავლობს სხეულის შეგრძნებებით, სიმულაციით, როლური თამაშებით, უჭირს დიდხანს ერთ ადგილზე გაუნძრევლად ჯდომა, ეხერხება სპორტული თამაშები, ცეკვა, წარმოდგენები, აქვს კარგი კოორდინაცია, ადვილად ურთიერთობს ადამიანებთან, ესმის და გამოხატავს დამოკიდებულებას ჟესტებით, მიმიკებით (მოცეკვავე, სპორცმენი, პანტომიმის მსახიობი)
    ინტერპერსონალური ინტელექტი
    კარგად ესმის ადამიანების, ადვილად სწავლობს სხვებთან ურთიერთობის პროცესში, ეხერხება ორგანიზება და ხელმძღვანელობა, კაგრად ესმის სხვა ადამიანების ემოცია, შეუძლია მოსმენა, შეუძლია ადამიანებს შორის მედიაცია, უყვარს სოციალური თამაშები (ფსიქოლოგი, ექიმი, მენეჯერი)
    ინტრაპერსონალური ინტელეტი
    უყვარს მარტო მუშაობა, არის დამოუკიდებელი, აქვს ძლიერი ნებისყოფა, კარგად განვითარებული ინტუიცია, საკუთარ თავში დარწმუნებულია, კარგად იცის საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები (მწერალი, პოეტი, ხელოვანი)
    ნატურალისტური ინტელექტი
    კარგად ერკვევა სამყაროში - ფლორასა და ფაუნაში, ეხერხება მოსავლის მოყვანა, კონსერვაცია (ბიოლოგი, აგრონომი, ქიმიკოსი)
    რელიგიური (სულიერ-ეგზისტენციური) ინტელექტი
    კარგად სწავლობენ რელიგიურ ლიტერატურას, აინტერესებთ რელიგიის ისტორია, სურთ გახდნენ რელიგიის მოღვაწენი (ფილოსოფოსი, თეოლოგი)
    მორალური (ეთიკური ღირებულებების) ინტელექტი
    უყვართ ფიქრი და განსჯა მორალურ საკითხებზე. მათთვის მთავარია ეთიკური ღირებულებები (უფლების დამცველები)
    მასწავლებლის როლი: მასწავლებელი ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს ინდივიდუალურ განსხვავებებს; მან იმგვარად უნდა წარმართოს სწავლების პროცესი, რომ საშუალება მისცეს მოსწავლეს, ერთის მხრივ, წარმატებით გამოიყენოს დომინანტური ინტელექტის ტიპი და, მეორე მხრივ, განავითაროს „სუსტი“ ტიპის ინტელექტი. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებელმა დავალება მოსწავლის ინტელექტის ტიპი სწავლის სტილს შეუსაბამოს - ასე შეუქმნის მას პოზიტიურ გარემოს.
    ინტელექტის ტიპი და სწავლის სტილი

    სწავლის სტილი არის ის, რა სახითაც  ადამიანი უკეთ აღიქვამს, გადაამუშავებს და დაიმახსოვრებს მასალას. სწავლის სენსორული (მგრძნობელობითი) სტილის მიხედვით კლასში მოსწავლეთა 29% ვიზუალურია, 34% - აუდიალური, 37% - კინესთეტიკური.
    ვიზუალური სტილის ადამიანებს უადვილდებათ ახალი ინფორმაციის ვიზუალურად მიღება - სურათებით, დიაგრამებით, ცხრილებით; მათ ურჩევნიათ სასწავლო მასალს ხედავდნენ, ვიდრე ისმენდნენ ან რაიმეს აკეთებდნენ. საკლასიო გარემოში მათთვის ყველაზე ეფექტური ვიზუალური მასალების გამოყენებაა.
    აუდიალური სტილის ადამიანებს ურჩევნიათ მასალა მოისმინონ; ისინი უკეთ იმახსოვრებენ საუბარს, დისკუსიას, დიალოგებს; მათ ასეთი სახით მიღებული მასალის გახსენებაც უადვილდებათ. ასეთი ადამიანებისათვის ყველაზე ეფექტური სწავლის პროცესში ლექციების მოსმენა, დისკუსიებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღებაა.
    კინესთეტიკური სტილის ადამიანებს უადვილდებათ სწავლა, როდესაც რაიმეს აკეთებენ, ჭრიან, აგებენ, აწყობენ ან ასრულებენ როლებს. მათ ურჩევნიათ ინფორმაცია გადაამუშაონ მოძრაობითა და დემონსტრირებით. ასეთი ადამიანები საკლასო გარემოში ყველაზე ადვილად მაშინ სწავლობენ, როდესაც ისინი ფიზიკურად აქტიურები არიან.

    თავისი სწავლის სტილის გარემოში მოსწავლე თავს კომფორტულად გრძნობს, იკმაყოფილებს მოთხოვნილებებს, გამოავლენს შესაძლებლობას, იგებს მასალას და ჩართულია სწავლაში. სტილის შეუთავსებად გარემოში კი ყველაფერი პირიქითაა.
    სწავლა მასალის აღქმით იწყება.
    მასალის აღქმის მიხედვით განასხვავებენ კონკრეტული და აბსტრაქტული აღქმის ადამიანებს. პირველ ტიპს ხელშესახები რეალური ინფორმაცია სჭირდება, მეორეს - თეორიების, კონცეფციების ცოდნა.
    აღქმულ მასალას სჭირდება მოწესრიგება (დახარისხება გარკვეული ნიშნით)
    ინფორმაციის მოწესრიგების უნარის მიხედვითაც გამოირჩევა ორგანიზებული და არაორგანიზებული სტილის ადამიანები. პირველები ლოგიკურები, ზუსტები და ჩარჩოების მოყვარულების არიან, მეორეები ქაოტურები და ვერავითარ ჩარჩოში ვერ თავსდებიან.
    მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ კონკრეტული ორგანიზებული აღქმის მოსწავლეები ინტერესით მუშაობენ ცხრილებზე, რუკებზე, ციფრებზე, კონკრეტული არაორგანიზებულისათვის კი საინტერესოა ღია შეკითხვები, თამაშები, ექსპერიმენტები. აბსტრაქტული ორგანიზებული აღქმის მოსწავლეებს უყვართ მსჯელობა, დისკუსიაში ჩართვა, გონებრივი სავარჯიშოები; აბსტრაქტული არაორგანიზებულისთვის საინტერესოა ფანტაზიის, ემოციების გამოხატვა, პოეზია, სუბიექტურობა, თანამშრომლობა.
    მასწავლებლის როლი: იცოდეს, როგორია მოსწავლის სწავლის სტილი და შეურჩიოს კლასს ისეთი აქტივობა, რომელიც ყველა ტიპის ინტელექტს მოერგება. დავალებაში უნდა გამოიყენოს ვერბალური მასალა, ციფრები, სურათები, დიაგრამები, მუსიკა, ფიზიკური ვარჯიშები, პრაქტიკული გამოცდილება, ჯგუფური მუშაობა ....  ამ დროს თითოეული მოსწავლე გამოავლენს და წარმატებით გამოიყენებს დომინანტურს, ამასთანავე განავითარებს სუსტს, მასში ჩანასახის სახით არსებულს.
    გარდნერის რჩევა: აქტივობის შერჩევის დროს ხელოვნურობას მოერიდეთ. მაგ.მუსიკას მათემატიკის ფონად ნუ გამოიყენებთ.