Tuesday, June 25, 2019
2018 წლის პროფ.უნარები. პირველი ვარიანტი
დავალება 21
მაქსიმალური ქულა - 4
ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამები და გამჭოლი კომპეტენციები იძლევა ინტეგრირებული გაკვეთილის
დაგეგმვისა და ჩატარების საშუალებას. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლებს ესმოდეთ ინტეგრირებული გაკვეთილის არსი, იცოდნენ,
რისი გათვალისწინებაა აუცილებელი მისი ეფექტიანად გამოყენებისათვის.
1)აღწერეთ ორი წინაპირობა, რომელიც უნდა გაითვალისწინონ მასწავლებლებმა ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვის დროს. 2) ახსენით, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების გარდა, კიდევ რა უპირატესობა აქვს ინტეგრირებულ გაკვეთილს. დაასაბუთეთ
თქვენი პასუხი.
http://mastsavlebeli.ge/?p=20562
დავალება 22 მაქსიმალური ქულა - 4
პედაგოგი უნდა ზრუნავდეს არა მარტო მოსწავლის კოგნიტური უნარების განვითარებაზე, არამედ ისეთი პიროვნების
აღზრდაზე, რომელიც საკუთარ წვლილს შეიტანს საზოგადოების განვითარებასა და კეთილდღეობაში, რადგან სასკოლო განათლების
სისტემის მიზანი არის განათლებული და, ამავდროულად, სამოქალაქო ღირებულებებით აღჭურვილი ახალგაზრდების აღზრდა.
ერთ-ერთ პუბლიცისტურ წერილში ვაჟა-ფშაველა ასე გამოხატავს საკუთარ პოზიციას განათლებისა და მისი
თანამედროვეობისათვის დამახასიათებელი ფასეულობების მიმართ:
1) აღწერეთ ერთი აქტივობა, რომელიც მოსწავლეებს სწავლის მნიშვნელობის უკეთ გააზრებაში დაეხმარება. პასუხი დაასაბუთეთ .
2) აღწერეთ ერთი აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალი მოქალაქეობრივი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობით აღჭურვილი,
სოციალურად აქტიური ახალგაზრდების აღზრდას. პასუხი დაასაბუთეთ . გაითვალისწინეთ : ხშირად პედაგოგებს მიაჩნიათ , რომ საზოგადოებრივ , საქვეყნო ფასეულობებზე საუბარი საკმარისია
სამოქალაქო ღირებულებებით აღჭურვილი ახალგაზრდების აღზრდისათვის ; საუბარი , რა თქმა უნდა , ამ პროცესის
მნიშვნელოვანი , თუმცა , არასაკმარისი კომპონენტია . აღწერეთ ნებისმიერი სხვა აქტივობა , რომელიც დაეხმარება პედაგოგს
დასახული მიზნის მიღწევაში .
http://mastsavlebeli.ge/?p=2007. http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/104925-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98/191/user:%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9092:show:channel
დავალება 23
მაქსიმალური ქულა - 3
გაეცანით ამონარიდს:
როჯერსის თეორიაზე დაყრდნობით აღწერეთ, რა განაპირობებს მოსწავლის „სანუკვარ ოცნებას“ და განმარტეთ, რატომ არის ეს ასე
მნიშვნელოვანი. დაასაბუთეთ თქვენი პასუხი .
http://mastsavlebeli.ge/?p=1905
( დანიელ პენაკი „ სკოლის სევდ ა “ )
დავალებები 24-28 შემდეგ პირობას ეყრდნობა:
ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთი სოციალური ქსელის მომხმარებელმა პედაგოგებმა განათლების სფეროს სიახლეების გასაცნობად
შექმნეს ღია ჯგუფი. ჯგუფმა პოპულარობა მოიპოვა მშობლებსა და უფროსკლასელ მოსწავლეებს შორისაც _ გაჩნდა შესაძლებლობა,
ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა არა მხოლოდ მიიღოს საჭირო ინფორმაცია, არამედ სხვებსაც გაუზიაროს საკუთარი მოსაზრებები
და გამოცდილება, დასვას კითხვები.
ქვემოთ წარმოდგენილია სოციალურ ქსელში განთავსებული რამდენიმე წერილი. ყურადღებით წაიკითხეთ და გაიაზრეთ
თითოეულ წერილში აღწერილი პრობლემის არსი.
თითოეული წერილი დასათაურებულია. სათაური ასახავს დავალებაში წარმოდგენილი პრობლემის არსს.
თითოეული დავალება (24-28) შეასრულეთ იმ კითხვის/მითითების მიხედვით, რომელიც დავალებას თან ახლავს და პასუხი
დაასაბუთეთ.
თითოეული დავალების მაქსიმალური ქულა არის 3.
დავალება 24
მაქსიმალური ქულა - 3
პროფესიული განვითარება - ვიდეოჩანაწერის ანალიზი
თამარ სიდამონიძე
ვიცი, რომ მნიშვნელოვანია პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. ჩემი კოლეგა
თვითშეფასებისთვის საკუთარი გაკვეთილის ვიდეოჩანაწერს იყენებს. საინტერესო იდეად მიმაჩნია,
თუმცა, ბევრს ვფიქრობ, გამოვიყენო თუ არა.
მაინტერესებს, რა უპირატესობა აქვს გაკვეთილის ვიდეოჩანაწერის გამოყენებას თვითშეფასების
სხვა ფორმებთან შედარებით. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00---off-0civil2--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--10-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL1.25&d=HASH3e79ba83de36ba94778865.14
დავალება 25
მაქსიმალური ქულა - 3
დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება
http://mastsavlebeli.ge/?p=10921
ნათელა ჯაფარიძე
ერთხელ კრებაზე მშობლებმა მისაყვედურეს, რომ მათი შვილები მივაჯაჭვე სახელმძღვანელოს და არ
ვიყენებ აქტივობებს, რომლებიც მისცემს მათ დამოუკიდებლად აზროვნების შესაძლებლობას. მიმაჩნია, რომ
სახელმძღვანელო ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, დამხმარე მასალებისა და ლიტერატურის
გამოყენებაზეც არასოდეს მითქვამს უარი; როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის დამოუკიდებელი
აზროვნების განვითარებისათვის.
იქნებ აღწეროთ ერთი სტრატეგია, რომელიც დამეხმარება მოსწავლეებისათვის დამოუკიდებელი
აზროვნების განვითარებაში.
დავალება 26
მაქსიმალური ქულა - 3
გაკვეთილის მიზანი
რევაზ ბერიძე
ყოველი გაკვეთილისთვის საგანგებოდ ვემზადები - ვარჩევ თემას, ვაყალიბებ გაკვეთილის მიზანს,
რომელიც, როგორც ჩემი კოლეგები მეუბნებიან, თურმე მოსწავლეებს ყოველ ჯერზე უნდა გავაცნო. კარგად
მესმის, რომ მიზნის გამოკვეთა მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ არის აუცილებელი ყოველ
გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მიზნების გაცნობა.
იქნებ ამიხსნათ, რა ფორმით უნდა მოხდეს მოსწავლეებისათვის მიზნის გაცნობა და რატომ არის ეს
ასეთი მნიშვნელოვანი?
დავალება 27
მაქსიმალური ქულა - 3
ინკლუზიური სწავლება http://inclusion.ge/res/docs/2018052914091239118.pdf
მანანა დარასელია
ჩემი შვილი სპეციალური საჭიროების მქონეა, ეტლით გადაადგილდება და ჩვეულებრივ სკოლაში დადის.
მასწავლებელი და, მისი დარიგებით, მოსწავლეებიც გადაჭარბებულ ყურადღებას იჩენენ მის მიმართ, რაც მე
ძალიან მომწონს, თუმცა, ვატყობ, რომ ჩემს შვილს ეს არ სიამოვნებს.
პედაგოგების აზრი მაინტერესებს, რაიმე ზიანს ხომ არ მოუტანს ჩემს შვილს ასეთი გადაჭარბებული
მზრუნველობა?
დავალება 28
მაქსიმალური ქულა - 3
ცოდნის ტრანსფერი . http://mastsavlebeli.ge/?p=2271
გიორგი ჩადუნელი
ვცდილობ, მასალა სიღრმისეულად ავხსნა, მას ხშირად მივუბრუნდე, რათა მოსწავლეებს არ
დაავიწყდეთ და როცა დასჭირდებათ, შეძლონ მისი პრაქტიკაში გამოყენება. ამის მიუხედავად,
შემიმჩნევია, რომ წარმატებული მოსწავლეებიც კი პრობლემების გადაჭრის დროს იბნევიან და უჭირთ
ცოდნის პრაქტიკაში გადატანა.
რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისათვის, რომ მოსწავლეებს ცოდნის ტრანსფერი
გაუადვილოს?
დავალება 39.1
ტექსტში აღწერილი კვლევების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ: http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/63644-%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98/19/
ა) ბულინგის დონესა და მოსწავლეთა მიღწევებს შორის კავშირი იმდენად მცირეა, რომ მიღწევის დონის გაუმჯობესებისათვის
სერიოზულ ბარიერად ბულინგს ვერ მივიჩნევთ.
ბ) სასკოლო კლიმატის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია სკოლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლის მიღწევაც
ზეგავლენის ნებისმიერი ხერხით არის დასაშვები.
გ) ბულინგის პრევენციისათვის ნულოვანი ტოლერანტობის შედეგიანი ალტერნატივა არის მოსწავლეებს შორის სკოლისადმი
მიკუთვნებულობის გრძნობის გაღვივება.
დ) ბულინგის აღმოფხვრისაკენ მიმართული კლასიკური მიდგომის შედეგად მცირდება ის რისკები, რომლებიც საფრთხეს უქმნის
მოსწავლეების ჯანმრთელობას.
https://befriend.mes.gov.ge/article/?id=saskolo_bulingi
დავალება 39.2
მაქსიმალური ქულა - 3
1) მასლოუს ჰუმანისტურ თეორიაზე დაყრდნობით ახსენით, რატომ შეიძლება მოჰყვეს მოსწავლისათვის სკოლისადმი
მიკუთვნებულობის გრძნობის გაღვივებას დადებითი შედეგი - ბულინგის შემთხვევების შემცირება. დაასაბუთეთ თქვენი პასუხი.
დავალება 39.3
მაქსიმალური ქულა - 3
დაასახელეთ და აღწერეთ სოციალური უნარების განვითარების ერთი სტრატეგია, რომელიც ხელს უწყობს კლასში უსაფრთხო
გარემოს შექმნას. დაასაბუთეთ თქვენი პასუხი.
დავალება 40
მაქსიმალური ქულა - 3
პერკინსი თავის თეორიაში განიხილავს სწავლების სამ სხვადასხვა მეთოდს, რომელთა გამოყენება მნიშვნელოვანია ეფექტიანი
სწავლებისათვის. მათგან ერთ-ერთი მეთოდია სოკრატული სწავლება.
აღწერეთ მეთოდი - სოკრატული სწავლება. პერკინსის თეორიის მიხედვით დაასაბუთეთ მოცემული მეთოდის მნიშვნელობა ეფექტიანი სწავლებისათვის.
* პასუხი ჩაწერეთ პასუხების ფურცელზე დავალების შესაბამისი ნომრის გასწვრივ .
დავალება 41 მაქსიმალური ქულა - 4
სწავლების ეფექტიანობის ასამაღლებლად მასწავლებლები
ხშირად იყენებენ სხვადასხვა ტიპის კოგნიტურ სქემებს. ერთ-ერთი
ასეთი სქემაა ცნებათა რუკა (იხ. ნახაზი), რომლის გამოყენებაც
მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს.
- რა შემთხვევაში გამოიყენება ცნებათა რუკა და რატომ?
- დაასახელეთ, მოსწავლის ერთი უნარი, რომლის განვითარებასაც უწყობს ხელს ცნებათა რუკის გამოყენება. დაასაბუთეთ თქვენი
პასუხი.
https://www.slideshare.net/maisuradzenatia/ss-1739897
* პასუხი ჩაწერეთ პასუხების ფურცელზე დავალების
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment