Tuesday, June 25, 2019

კორნელის გრაფა

აქტივობის შესახებ
აქტივობა ემსახურება ტექსტის ანალიზის უნარ-ჩვევების გამომუშავებას. იგი გამიზნულია წერის მოსამზადებელი ეტაპისათვის.

აქტივობის  მიზნები

  • ტექსტის ანალიზის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • ფაქტობრივი მონაცემებისა და პირადი თვალსაზრისის/დამოკიდებულების/შეხედულებების ერთმანეთისაგან გამიჯვნის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • ფაქტობრივი მონაცემების წერილობით გადმოცემის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • პირადი თვალსაზრისის/მოსაზრების წერილობით  გადმოცემის უნარ-ჩვევების გამომუშავება.


აქტივობის ორგანიზების ფორმა
ინდივიდუალური.

რესურსები
ტექსტი, კალამი, რვეული, კორნელის გრაფა.

აქტივობის აღწერა
აქტივობა აერთიანებს ოთხ საფეხურს. ესენია:
1. მასწავლებლის თხოვნით, მოსწავლემ უნდა გადახედოს დასამუშავებელ მასალას და საკუთარ თავს დაუსვას შემდეგი კითხვა: ”რა ვიცი მე მოცემული საკითხის შესახებ?” შემდეგ კი შეადგინოს გამოცდილებაში არსებული ინფორმაციისა და თავისი მოლოდინების სახელდახელო ნუსხა.
2. მოსწავლემ წერილობით უნდა ჩამოაყალიბოს შესასრულებელი სამუშაოს მიზანი. ამისათვის მან უნდა უპასუხოს შემდეგ შეკითხვებს: ”რატომ ვკითხულობ მე ამ ტექსტს?”, ”რისი სწავლისა და გაგების იმედი მაქვს ტექსტის წაკითხვის შემდეგ?”.
3. ტექსტის წაკითხვის დროს მოსწავლემ უნდა უპასუხოს შემდეგ შეკითხვებს: ”რა? ვინ? სად? როდის? როგორ? რატომ?”და ამ კითხვების საფუძველზე მოძიებული ინფორმაცია ჩაინიშნოს კორნელის გრაფის პირველადი კომენტარებისათვის გამიზნულ  სვეტში.
4. მოსწავლემ ხელახლა უნდა წაიკითხოს თავისი შენიშვნები და კორნელის გრაფაში გაკეთებულ პირველად კომენტარებს დაურთოს მერელი, უკვე ემოციური დაკრიტიკული კომენტარები და ამით შეავსოს კორნელის გრაფის მეორე სვეტი.
კორნელის გრაფის შევსებას მოსდევს მოსწავლეებს შორის აზრთა გაზიარება და ზოგადი საკლასო დისკუსია.

ნიმუში. კორნელის გრაფა
 კორნელის გრაფა
 აქტივობის ხანგრძლივობა: 18-20 წუთი.

შეფასება
აქტივობით ფასდება,  შეუძლია თუ არა მოსწავლეს:
  • ფაქტობრივი მონაცემებისა და პირადი შეხედულებების/თვალსაზრისის/დამოკიდებულების/შეგრძნებების და მისთ. ერთმანეთისაგან გამიჯვნა;
  • ფაქტობრივი მონაცემების წერილობით ჩამოყალიბება;
  • დასკვნების, პირადი დამოკიდებულებების, შეგრძნებების  წერილობით ჩამოყალიბება;
  • ადეკვატური ენობრივი მასალის გამოყენება;
  • პუნქტუაციის ნორმების დაცვა;
  • გრამატიკული თვალსაზრისით მართებული სიტყვაფორმების გამოყენება.

 ანალიზი

საგანმანათლებლო ლექსიკონი
ანალიზი არის სააზროვნო უნარჩვევა, რომლის დროსაც ხდება მთლიანი საგნის ცალკე ნაწილების, მხარეების და თვისებების გამოყოფა ადამიანის წარმოდგენაში. ცნობიერებაში მთლიანი საგნის ასეთ დაშლას ანალიზი ეწოდება.
ბ. ბლუმის მიხედვით, ანალიზი არის აზროვნების ზედა დონის უნარჩვევა და მასში იგულისხმება:
  • მასალის (სტრუქტურის) შემადგენელ ნაწილებად დაყოფა: ნაწილების შედარება-შეპირისპირება, ნაწილებს შორის კავშირის ან სტრუქტურის დანახვა;
  • მოვლენის მიზეზის (დაფარული აზრის აღმოჩენა) ახსნა;
  • პროცესის კანონზომიერების გამოვლენა;
  • მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირების დადგენა.
ინკლუზიური განათლების ლექსიკონი
Analysis
აზროვნების ოპერაცია, რომლის საშუალე­ბითაც ადამიანი ცნობიერებაში აღქმული მოვლენის ცალკე ნაწილებს, მხარეებსა და თვისებებს გამოყოფს.

No comments:

Post a Comment