უკუკავშირისთვის ვიდეოჩანაწერის გამოყენება
|
|
|
როლური თამაში შეგიძლიათ ჩაიწეროთ ვიდეოზე. შეფასების ეტაპზე ვიდეოჩანაწერის გამოყენებამ შესაძლოა არსებითად აამაღლოს სწავლების შედეგები, თუ კი ვიდეოჩანაწერის მიზანი სწორად არის განსაზღვრული და სათანადოდ ხორციელდება. თუ თქვენ გსურთ ვიდეოჩანაწერის გამოყენება, წინასწარ უნდა განსაზღვროთ მისი ფუნქცია. ქვემოთ მოცემულია ვიდეოჩანაწერის გამოყენების სწორი მეთოდი.
როლური თამაშის განმავლობაში ვიდეოჩანაწერის გამოყენებას სამი ფუნქცია აქვს. ვიდეოჩანაწერი სტუდენტებს აძლევს საშუალებას, დაინახონ საკუთარი თავი ისე, როგორც მათ სხვები ხედავენ. ჩანაწერის მეშვეობით სტუდენტებს შეუძლიათ ნახონ, რა გავლენას ახდენს მათი მოქმედება სხვებზე, შესაბამისად, მათ შეუძლიათ ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე. და ბოლოს, ინსტრუქტორსა და სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა სრულად და დეტალურად ნახონ როლური თამაში. ვიდეოჩანაწერის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ სრულად შეიძლება სინამდვილეში მომხდარის ასახვა. ხშირად, სტუდენტები სხვის დაკვირვებაში მხოლოდ მას შემდეგ რწმუნდებიან, როცა თავად ნახავენ და მოისმენენ. გარდა ამისა, ჩანაწერი იძლევა გარკვეული ფრაგმენტების ნახვის შესაძლებლობასაც. ბევრი სტუდენტისთვის რთულია, მაგალითად, არავერბალური ქცევის დაკვირვება და ანალიზი. განმეორებითი ჩვენების დროს დაკვირვების კონკრეტული დავალებით სტუდენტებს შეუძლიათ ასეთი ქცევის ამოცნობა. და ბოლოს, ვიდეოჩანაწერის გამოყენება შეიძლება სტუდენტის პროგრესის საჩვენებლადაც. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა სასწავლო პროგრამა ხანგრძლივია და შეგიძლიათ ძველი ჩანაწერების გამოყენება სტუდენტის მიღწევების დემონსტრირების მიზნით. ვიდეოჩანაწერის მეშვეობით უკუკავშირის დროს სტუდენტები უკეთ აცნობიერებენ საკუთარ არავერბალურ და ვერბალურ ქცევას და მათ ზემოქმედებას სხვა ადამიანებზე. შემდეგ ნაწილში აღწერილია როლური თამაშის ვიდეოჩანაწერის სწორად გამოყენების მეთოდი. ამასთან, აუცილებელია ოთხი ეტაპის გამოყოფა: მომზადება, შესავალი, როლური თამაში და შეფასება. საქმიანობის სხვადასხვა სახეების ილუსტრირებისთვის გამოიყენეთ 5.1. ნაწილში მოყვანილი მაგალითი.
როლური თამაშისთვის შესაფერისი ოთახის შერჩევისა და ფორმატზე (ფლიფ ჩარტზე) ინსტრუქციის ჩამოწერის გარდა, უკუკავშირის ვიდეოჩანაწერის სახით გამოყენებისთვის მოსამზადებელ სტადიაზე მნიშვნელოვანია დამატებით ორი ფაქტორის გათვალისწინება: კამერის დასაყენებელი ადგილის შერჩევა და ვიდეო-აპარატურის შემოწმება.
ვიდეოკამერისა და მონიტორის დასამონტაჟებელი ადგილის შერჩევისას აუცილებელია თამაშის მონაწილე სტუდენტებზე კამერის ზემოქმედებისა და შეფასების ეტაპზე ჩანაწერის ფუნქციის გათვალისწინება. როგორც წესი, კამერის წინ სტუდენტები დისკომფორტს გრძნობენ. ეს უნდა იქნეს გათვალისწინებული ოთახის მომზადების დროს. სასურველია ნაკლები რაოდენობს აპარატურის გამოყენება. აპარატურა უნდა დამონტაჟდეს იმგვარად, რომ არ მიიქციოს სტუდენტების ყურადღება. შემდგომი შეფასების მიზნით კამერა უნდა იდგეს დამკვირვებლების თვალის დონეზე. კამერა კიდევ ერთი დამკვირვებლის ფუნქციას ასრულებს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დაფიქსირებულის განმეორება. ამ პირობების გათვალისწინება განაპირობებს აპარატურისთვის იდეალური ადგილის შერჩევას. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა:
- კამერა განათავსეთ იმ დამკვირვებლის მხრების დონეზე, რომელიც ზის;
- კამერა ისე განათავსეთ, რომ ჩაწერა ხდებოდეს იმავე მხრიდან, რომლიდანაც დამკვირვებლები აკვირდებიან მოვლენებს;
- შეამოწმეთ, რომ დამკვირვებლები არ ეფარებოდნენ კამერას;
- საჭიროების შემთხვევაში მაგიდაზე დაამაგრეთ მიკროფონი;
- დარწმუნდით, რომ ჩაწერის მიმდინარეობის ინდიკატორი თქვენი მხედველობის არეშია.
- შეფასების დროს მონიტორი დადგით ისე, რომ ყველა სტუდენტმა კარგად დაინახოს გამოსახულება.
მე-3 სურათზე ნაჩვენებია ოთახის განლაგება (А=1 მონაწილე, B=2 მონაწილე, Т=მაგიდა, ТR=ინსტრუქტორი, С=კამერა):
● ვიდეოაპარატურის შემოწმება
არ დაგავიწყდეთ ვიდეოაპარატურის წინასწარ შემოწმება. ეს დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ იმ შეცდომებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს მიკროფონის ჩაურთველობამ ან ობიექტივის დახურვამ.
ყველა ფუნქციის შესამოწმებლად მიზანშეწონილია ხანმოკლე ჩანაწერის გაკეთება. ნახეთ ეს ჩანაწერი:
ხმისა და გამოსახულების შესამოწმებლად;
იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად კარგად ჩანს მსახიობის მიერ არჩეული პოზიცია და როგორ მიეწოდება ხმა კამერას;
დამკვირვებლების კადრში მოხვედრისა და მათ მიერ გამოსახულებისა ან ხმის გადაფარვის თავიდან აცილების მიზნით.
შესავალ ნაწილში შეატყობინეთ სტუდენტებს, რომ აპირებთ ვიდეოჩანაწერის გამოყენებას. მოკლედ, მაგრამ გასაგებად აუხსენით, რისთვის კეთდება ჩანაწერი და როგორ აპირებთ მის გამოიყენებას. აუცილებლად უთხარით, რომ ვიდეოჩანაწერი გამოყენებული იქნება მხოლოდ კონკრეტულ მეცადინეობაზე და დასრულების შემდეგ ის წაიშლება.
|
გამარჯობათ, დღეს ისევ როლური თამაში გვექნება, ოღონდ ამჯერად მას ვიდეოკამერაზე ჩავიწერთ. ვიდეოზე ჩაწერას თავისი უპირატესობა აქვს. მონაწილეებს შეეძლიათ თავიანთი თამაშის ნახვა. ისინი ზუსტად იმას ნახავენ, რასაც ჩვენ, დამკვირვებლები, თამაშის დროს ვხედავთ. ასე რომ, ერთსა და იმავე საკითხზე ვისაუბრებთ. ამასთან, შეგვიძლია თამაში უფრო დეტალურად ვნახოთ, უკან დავბრუნდეთ და ნებისმიერი სცენა გავიმეოროთ. ასე რომ, ეს ძალიან სასარგებლო მოწყობილობაა. მესმის, რომ ზოგიერთს ეს არ ესიამოვნება, ვიდეოჩანაწერზე საკუთარი თავის ნახვის შემდეგ ადამიანმა შეიძლება უხერხულობა იგრძნოს. შეიძლება იფიქროთ, რომ დიდი ცხვირი ან პატარა ყურები გაქვთ, ხმაც უცნაურად ჟღერს. მაგრამ, ჩვენ სავსებით ნორმალურად გთვლით, ასეთებს ყოველდღე გხედავთ. თქვენს ყურებსა და ცხვირს არაფერი მოსვლია. თანაც, ჩანაწერის შენახვას არ ვაპირებთ და მეცადინეობის ბოლოს წავშლით.
|
შემდეგი ეტაპი თავად როლური თამაშია. უკუკავშირის მიზნით ვიდეოჩანაწერის გამოყენებისთვის აუცილებელია დამატებითი მოქმედებების შესრულება. სანამ მონაწილეებს თამაშის დაწყების ნიშანს მისცემთ, ჩართეთ კამერა. თამაშის დროს გააკეთეთ ჩანიშნვნები და ჩაიწერეთ ინდიკატორის მონაცემები, ეს დაგეხმარებათ საჭირო სცენების სწრაფად მოძებნაში. ჩაწერის დროს არ დაგავიწყდეთ მონიტორის გამორთვა, რათა სტუდენტებმა მასზე არ გადაიტანონ ყურადღება.
ο შეფასება ვიდეოჩანაწერის უკუკავშირის გამოყენებით
შეფასების სტადიის მთავარი ამოცანაა მონაწილეთა პოლიციელსა და მოქალაქეს შორის ურთიერთკავშირის ანალიზი. ვიდეოჩანაწერის მეშვეობით უკუკავშირისა და განხილვის დაგეგმისთვის უნდა გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა ამას უფრო მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე შეფასებას ვიდეოჩანაწერის გარეშე.
οზედმიწევნით დაგეგმეთ განხილვა და სწორად გათვალეთ დრო. განხილვა, როგორც წესი, ორჯერ ან სამჯერ უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე თამაში. თუმცა შეფასების ეტაპი დროში ზედმეტად არ უნდა გაიწელოს. თქვენ უნდა შეარჩიოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი და არსებითი სასწავლო ელემენტი და მთელი ყურადღება ამ საკითხებს დაუთმოთ. ხანგრძლივი და უსისტემო განხილვა სტუდენტებს ღლის და ამგვარად, სწავლის პროგრესს აფერხებს.
როლური თამაშის ჩატარებისა და განხილვის ზოგადი პრინციპები ზემოთ უკვე იქნა განხილული. შემდეგ პარაგრაფში შევეხებით განხილვის დროს ვიდეოჩანაწერის გამოყენების საკითხს.
● განხილვა ვიდეოჩანაწერის გამოყენებით
ვიდეოჩანაწერი ,,შემუშავების“ ეტაპზე უნდა გამოიყენოთ, მას შემდეგ, რაც როლურ თამაშთან დაკავშირებით გამოითქმება ზოგადი კომენტარები. ამ ეტაპზე გამოთქმული დაკვირვებების დეტალური ანალიზისთვის შესაძლებელია ჩანაწერის ფრაგმენტების გამოყენება.
ამ ეტაპზე მიმართეთ შემდეგ პროცედურას:
● ჩართეთ ჩანაწერი და Aშეაჩერეთ კადრი მნიშვნელოვან მოვლენაზე. კომენტარი გაუკეთეთ მას. თუ ჩანაწერი 5 წუთზე მეტ ხანს გრძელდება, ჯერ მთლიანი სცენა აჩვენეთ, რათა სტუდენტებს საუბრის მიმდინარეობის სწორად გაგება შეეძლოთ.
● შემდეგ აარჩიეთ ფრაგმენტები განხილვისთვის;
- სთხოვეთ სტუდენტებს კომენტარები გააკეთონ აღნიშნულ ფრაგმენტთან დაკავშირებით. თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ ნებისმიერი სტუდენტი, როგორც პოლიციელის ან მოქალაქის როლის შემსრულებელი, ისე დამკვირვებელიც. თქვენც შეგიძლიათ კომენტარის გაკეთება. საერთოდ, არსებობს წესი, რომ ,,ბოლოს აზრს გამოთქვას ის, ვინც უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს“, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ აზრს გამოთქვამს პოლიციელის როლის შემსრულებელი სტუდენტი, შემდეგ მოქალაქის როლის შემსრულებელი სტუდენტი, შემდეგ დამკვირვებლები და ბოლოს ინსტრუქტორი. გამოცდილების შეძენასთან ერთად, თქვენ თვითონვე მიხვდებით, როდის არის უმჯობესი ამ წესიდან გადახვევა.
ქვემოთ მოცემულია შეფასების სტადიის დასაწყისის საჩვენებელი მაგალითი. ზოგადი შეფასების მაგალითი მოცემულია ნაწილში 5.6.
|
მადლობთ, დაბრძანდით, თუ შეიძლება. ჯერ მოკლედ განვიხილოთ ახლახანს ნანახი როლური თამაში. უბრალოდ პირველ კომენტარებს მოვუსმინოთ, შემდეგ კი ნაწილ-ნაწილ ვნახოთ ვიდეოჩანაწერი. მე ჩემთვის მონიშნული მაქვს გათამაშების საინტერესო ადგილები. თუ სურვილი გაქვთ, კიდევ ერთხელ ნახოთ რომელიმე ნაწილი, მანიშნეთ. ახლა კი მოკლე განხილვით დავიწყოთ. ლექსო, გისმენთ
|
პირველი კომენტარების შეჯამება და შემუშავების ფაზაზეგადასვლა
|
ვიდეოფირზე თქვენი როლური თამაში ჩავიწერე. ახლა ვნახავთ, მაგრამ მანამდე შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, ეს დაგვეხმარება ნანახის უკეთ აღქმაში.
პოლიციელის როლის შემსრულებელმა ლექსომ თქვა, რომ რთული იყო მოქალაქის საუბრის მიმართულების შეცვლა, ასეა, არა? მოქალაქე ძალიან ბევრს ლაპარაკობდა, თქვენ კი არ იცოდით, როგორ მოქცეულიყავით.
გიორგი, ჩვენი დაზარალებული, ამბობს, რომ პოლიციელი არ იყო ყურადღებიანი
|
|
|
|
ეს თქვენი აზრია. ჩვენ ერთსა და იმავე სიტუაციაზე ორი განსხვავებული მოსაზრება მოვისმინეთ. მოდით, ეს მოგვიანებით გავაანალიზოთ. პირველმა ჯგუფმა, რომელიც პოლიციელის მიერ გამოყენებულ მეთოდებს აკვირდებოდა, აღნიშნა, რომ პოლიციელმა სათანადოდ ვერ გამოიყენა მიდევნების მეთოდი, როცა მოქალაქე ძალიან ბევრს ლაპარაკობდა. მეორე ჯგუფი, რომელიც ჟესტების ენას აკვირდებოდა, აღნიშნავს, რომ პოლიციელი ამ სიტუაციაში თავს კომფორტულად არ გრძნობდა, თითქოს მოქალაქე მას აღიზიანებდა. კიდევ ერთხელ ვნახოთ სამივე ფრაგმენტი და კიდევ ერთხელ განვიხილოთ სიტუაცია
|
ინსტრუქტორი წყვეტს ვიდეოჩვენებას
ინსტრუქტორი: (მიმართავსმოქალაქეს)
|
ეს იყო პირველი ფრაგმენტი. როგორ
მოგწონთ საკუთარი თავი ეკრანზე?
|
|
|
ინსტრუქტორი: (მიმართავსპოლიციელს)
|
ლექსო, ამ ფრაგმენტის ნახვის შემდეგ, რას
ფიქრობთ თქვენს ქცევაზე? რა შენიშნეთ?
|
|
როგორც მეგონა, არ ვიყავი ისე გახსნილი
და ყურადღებიანი. ამის მიზეზი შეიძლება
ისიც იყოს, რომ თან ჩანაწერებს
ვაკეთებდი და ოქმს ვადგენდი
|
ინსტრუქტორი: (მიმართავსმოქალაქეს)
|
გიორგი, ახლა როცა ჩანაწერს უყურებთ,
გახსოვთ რას გრძნობდით თამაშში
|
|
მე გაღიზიანებული ვიყავი იმიტომ, რომ
ჩემი აზრით, მას ჩემს მონათხრობზე
უფრო მეტად თავისი ქაღალდები
აინტერესებდა. მე მეჩვენებოდა, რომ ის
|
ინსტრუქტორი: (მიმართავს პოლიციელს)
|
რას იტყვით ამაზე? ასე იყო? უსმენდით?
|
|
ის რაზეც საუბრობდა, პირდაპირ კავშირში
არ იყო საქმესთან. ამიტომ, მე შემდეგი
|
|
ჩემი აზრით, ეს ძალიან შესამჩნევი იყო,
|
ინსტრუქტორი: (მიმართავსმოქალაქეს)
|
გიორგი, გახსოვთ რამ მოახდინა გავლენა
თქვენზე, თქვენს მონათხრობზე?
|
|
მე მინდოდა კიდევ ერთხელ მომეყოლა,
|
|
საინტერესოა, მოდით ვნახოთ, შემდეგ რა
|
ინსტრუქტორი აჩვენებს შესაბამის ფრაგმენტს.
|
|
|
მოქალაქე მართლაც იმეორებს თავის ამბავს!
|
|
დიახ, ასე მოხდება, თუ თქვენ მას ყურადღებას არ მიაქცევთ. მოქალაქეს ჰგონია, რომ მას არ უსმენენ და ისევ თავიდან იმეორებს ყველაფერს. კარგი მაგალითია. როგორ შეეძლია მას, როგორც პოლიციელს, აღედგინოს სიტუაციაზე კონტროლი?
|
|
მას შეეძლო ეჩვენებინა, რომ მისმენს, მაგალითად შეეძლო ჩემს მიერ ნათქვამი შეეჯამებინა ან შეეწყვიტა ჩემი საუბარი, ოღონდ კონსტრუქციულად, ან რამე ამის მსგავსი გაეკეთებინა.
|
|
|
|
მოდით, მომდევნო ფრაგმენტიც ვნახოთ.
|
ინსტრუქტორი აჩვენებს ბოლო ვიდეოფრაგმენტს.
ინსტრუქტორი(მიმართავსმოქალაქეს)
|
გიორგი, თავს როგორ გრძნობდით?
|
|
ძალიან აშკარაა, რომ ის შეტევაზე გადმოვიდა. მე ჩემს პირადულ და მტკივნეულ საკითხზე ვესაუბრებოდი, ის კი საუბარს არ მაცდიდა. ამის გამო თავს უფრო მეტად დაზარალებულად ვგრძნობდი.
|
ინსტრუქტორი: (მიმართავსპოლიციელს)
|
თქვენ როგორ ხედავთ ამ სიტუაციას?
|
|
არა მგონია, რომ შეტევაზე გადავედი. მე არ მახსენდება მისი მტკივნეული რეაქცია. მაგრამ ახლა ვხედავ, რომ მას შეეძლო არასწორად გაეგო.
|
|
დიახ, შეეძლო არასწორად გაეგო, იმიტომ რომ თქვენ კითხვა დასვით ქვეტექსტით. კარი კარგად ჩაკეტეთ? თითქოსდა შეეძლო კარი სულ არ ჩაეკეტა, ასეა?
|
|
იქნებ სხვანაირადაც შეიძლებოდა კითხვის დასმა, ნაკლებად აგრესიულად?
|
|
ჩემი აზრით, ლექსოს უფრო რბილად უნდა ესაუბრა . . მან ძალიან კარგი კითხვა დასვა, მაგრამ სათანადო დრო ვერ შეარჩია, რახან კითხვა უდროოდ იყო დასმული, გიორგის მოეჩვენა, რომ ლექსო შეტევაზე გადავიდა
|
|
ძალიან კარგია, მადლობთ. კიდევ ხომ არ არის შეკითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით?
|
15. როლური თამაში პროფესიონალი მსახიობისმონაწილეობით
მსახიობების მონაწილეობით განხორციელებულ როლურ თამაშებში მოქალაქის როლს პროფესიონალი მსახიობები ასრულებენ. უცნობ ადამიანთან (ძალიან რეალისტურად მოთამაშე) ერთად როლურ თამაშში სტუდენტები უფრო რეალურად აღიქვამენ მომხდარს და ისე იქცევიან, როგორც ყოველდღიურ სამუშაო სიტუაციაში.
სტუდენტის ქცევის კონფრონტაცია მეტად ინტენსიურია. ასეთი თამაშის რეალობასთან მიახლოება უფრო ამაღლებს სწავლების ეფექტურობას.
შეფასების ეტაპზე პროფესიონალ მსახიობებსაც შეაქვთ წვლილი, რადგან მათ უკეთ შეუძლიათ განმარტონ პოლიციელის მოქმედების მნიშვნელობა და მისი გავლენა საკუთარ ქცევაზე. საკუთარი როლიდან გამომდინარე, პროფესიონალ მსახიობს შეუძლია კონკრეტულად მოგითხროთ რას გრძნობდა პოლიციელის ქცევასთან დაკავშირებით. პროფესიონალი მსახიობისგან მიღებული უკუკავშირი სტუდენტებს ეხმარებათ დასახულ მიზანთან შეუსაბამო ქცევის გამოსწორებაში, უბიძგებს მათ სწორი ქცევისკენ, რადგან მას ყურადღება ექცევა.
პროფესიონალ მსახიობს უნდა მიაწოდოთ პერსონაჟის აღწერილობა, მისი განწყობა და თამაშის დასაწყისისთვის არსებული მდგომარეობა. მაგრამ მსახიობი ვერ მიიღებს სრულ სცენარს თავიდან ბოლომდე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არსი იმაში მდგომარეობს, რომ პროფესიონალის ქცევა როლურ თამაშში განისაზღვრება სტუდენტი-პოლიციელის ქცევით. შესაბამისად, პროფესიონალი მსახიობი თამაშობს ინტუიციურად და ახდენს იმპროვიზებას, მისი მოქმედებები სტუდენტი-მსახიობის მოქმედებების შედეგია.
აღნიშნულ ნაწილში განვიხილავთ კონკრეტულ მოქმედებებს, რომლებიც აუცილებელია პროეფესიონალ მსახიობთან მუშაობისას ოთხივე სტადიაზე, ანუ მომზადების, შესავლის, როლური თამაშისა და შეფასების ეტაპზებზე. კონკრეტული ნაბიჯების ილუსტირირებისათვის მოყვანილია კონკრეტული მაგალითები, აღწერილობები მოცემულია ქვემოთ.
ინსტრუქტორი პოლიციის აკადემიაში სტუდენტებს ასწავლის კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს. წინა მეცადინეობის დროს ის სტუდენტებს მოუთხრობდა მოქალაქის ემოციებთან გამკლავების შესახებ. დღეს მას სურს სტუდენტებმა პრაქტიკაში გამოიმუშაონ ემოციურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებთან საუბრისას აუცილებელი უნარ-ჩვევები. ინსტრუქტორი იწვევს პროფესიონალ მსახიობ ქალს პარკში გაძარცვული ქალის როლის შესასრულებლად.
|
მომზადების ეტაპზე მნიშვნელოვანია მსახიობთან პირველი შეხვედრა. წინასწარ აუხსენით მსახიობებს რა თემებს სწავლობენ სტუდენტები და სწავლების რომელ მიზნებზე გსურთ ყურადღების გამახვილება, რაში შეიძლება გამოვლინდეს აღქმასთან დაკავშირებული სირთულეები. მსახიობებმა ასევე უნდა იცოდნენ სასწავლო პროგრამის რა ნაწილზე მუშაობთ და როგორია სტუდენტების მომზადების დონე.
დეტალურად განიხილეთ მსახიობთან შერჩეული როლური თამაში და ის როლი, რომლის შესრულებაც მას მოუწევს.
შესავალში მსახიობს მიეცით საშუალება საკუთარი თავი წარუდგინოს სტუდენტებს და აუხსნას, რომ ის იმპროვიზირებულად ითამაშებს, რათა უფრო ბუნებრივი რეაგირება მოახდინოს პოლიციის მოქმედებებზე. სტუდენტებმა უნდა გაიგონ, რომ მსახიობების მიზანი მათი დაბნევა ან მოტყუება არ არის, ისინი უბრალოდ სასწავლო პროცესში ეხმარებიან მათ.
პროფესიონალ მსახიობთან მუშაობის თავისებურება ის არის, რომ მოქალაქის როლი მხოლოდ დასახული მიზნის მიღწევისთვის კი არ იყოს გამოსადეგი, არამედ ადაპტირებადი იყოს კონკრეტული პოლიციელის ხასიათისა და სასწავლო საჭიროებების მიხედვით.
|
დღეს კიდევ ერთი როლური თამაში
გვექნება, ოღონდ მოქალაქის როლს
პროფესიონალი მსახიობი შეასრულებს. ეს
იმას ნიშნავს, რომ თამაში უფრო
რეალისტური იქნება. თქვენ პირველად
მოგიწევს მუშაობა უცნობ ადამიანთან და
არა მეგობართან ან კოლეგასთან. იმედია
ამით იგრძნობთ, რომ თქვენ მართლა
მუშაობთ და რომ ეს ყველაფერი
რეალურია. ლია, შეგიძლიათ საკუთარი
|
|
გამარჯობათ, მე ლია პეტრიაშვილი ვარ,
ქუთაისში დავიბადე, მაგრამ 10 წელია
უკვე აქ ვცხოვრობ. მე პროფესიონალი
მომღერალი ვარ, თეატრში ვმუშაბდი,
დროდადრო ტელევიზიაშიც. უკვე ორი
წელია ამ ინსცენირებებში ვმონაწილეობ.
მე მომწონს, ეს საქმე კარგად გამომდის.
|
|
მადლობთ, ლია. მოდით, უფრო
დეტალურად გაგაცნობთ, რას შეიძლება
მსახიობისგან მოელოდეთ. ის ზუსტად
ისევე ითამაშებს მოქალაქის როლს,
როგორც თქვენ თამაშობდით გუშინ.
ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ლია
მსახიობობის ოსტატობას სწავლობდა. ასე
რომ, მან კარგად იცის, რას შეიძლება
ადამიანი გრძნობდეს და ფიქრობდეს,
როგორ შეიძლება რეაგირებდეს თქვენს
|
|
რამეს ხომ არ დაამატებდით?
|
|
დიახ, უნდა აღინიშნოს, რომ მე აქ თვენს
გასაღიზიანებლად და დასაბნევად არ
მოვსულვარ,. აქ ვარ იმიტომ, რომ თქვენ
მინდა დაგეხმაროთ. ასე რომ, ეს
პრაქტიკის გავლის კარგი საშუალებაა
|
|
ეს კარგი შესაძლებლობაა. თქვენი
მოქმედებები, ჩემზე გავლენას ახდენს.
ჩვენ გვაქვს როლი და ვიცით ჩვენი გმირის
განცდები, მაგრამ ყველაფერი თქვენზეა
დამოკიდებული. მე ძალიან ადვილად
ვექცევი გავლენის ქვეშ, თუ თქვენ ჩემს
დასამშვიდებლად რაიმეს გააკეთებთ, მე
დავმშვიდდები, მაგრამ თუ ისეთ რამეს
გააკეთებთ, რამაც შეიძლება უხერხულობა
გამოწივიოს, ჩემი გმირი გაბრაზდება.
თქვენ ნახავთ რეალურ სიტუაციაში
როგორ გავლენას ახდენს ადამიანზე
|
|
დიახ, გამოვლინებაფიზიკური არასდროს
იქნება. ის თქვენზე ფიზიკურთავდასხმას
არ განახორციელებს. ესეცძალიან
მნიშვნელოვანია. და კიდევერთ საკითხს
მინდა შევეხო, ლიამ აღნიშნა, რომ მისი
გმირი შეიძლება გაბრაზდეს, ესეც
მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, რომ
სწორედ გმირი გაბრაზდებათქვენზე და
არა პირადად ლია. და კიდევერთი, თუ
თამაშის დროს რაიმესიგრძნობთ,
მაგალითად, უხერხულობასან დაღლას,
შეგიძლიათ შესვენებამოითხოვოთ.
შეგიძლიათ ასე მანიშნოთ, ანუბრალოდ
მითხრათ (ინსტრუქტორისტუდენტებს
აჩვენებს ნიშანს). ასეთშემთხვევაში, ჩვენ
შეგვიძლია შევაჩეროთთამაში და იმის
მიხედვით ვიმოქმედოთ, გექნებათ თუ არა
თამაშის გაგრძელებისსურვილი. კარგით?
|
ყურადღებით ადევნეთ თვალი როლური თამაშის მიმდინარეობას, არ გაერთოთ. ყურადღებით დააკვირდით პოლიციელის როლის შემსრულებელი სტუდენტის მოქმედებებს და მის რეაქციას პროფესიონალი მსახიობის ქცევაზე. თვალყური ადევნეთ მსახიობს, რათა მან არ გადააჭარბოს. წინასწარ მოელაპარაკეთ, როგორ მიანიშნებთ მსახიობს, თუ ჩათვლით, რომ უმჯობესია მისი რეაქცია დაცხრეს.
ამ ეტაპზე ხდება მონაწილეებისა და მსახიობების ურთიერთქმედების ანალიზი. ამ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად ჩართეთ მსახიობიც. მისი როლის შესაბამისად, მსახიობს შეუძლია ზუსტად ახსნას, როგორ აღიქვამდა, იგებდა და გრძნობდა პოლიციელის როლის შემსრულებელი სტუდენტის ქცევას. და ბოლოს, თითოეული როლური თამაშის დასასრულს სთხოვეთ მსახიობსა და სტუდენტს ერთმანეთს ხელი ჩამოართვან. ხანდახან თამაშის მონაწილეები საკუთარი როლის ემოციური გავლენის ქვეშ ექცევიან. ხელის ჩამორთმევა კი ზღვარს ავლებს თამაშსა და რეალობას შორის და საშუალებას აძლევს მონაწილეებს ერთმანეთი რეალურ ადამიანებად აღიქვან.
|
მოდით, განვიხილოთ და მოვისმინოთ ორი მონაწილის მოსაზრება.
|
ინსტრუქტორი: (მიმართავსპოლიციელს)
|
ლექსო, როგორ ჩაიარა დაზარალებულთან გასაუბრებამ?
|
|
|
|
უფრო კონრკეტულად გვითხარით რა იყო რთული?
|
|
ძალიან ვჩქარობდი, ინფორმაცია მჭირდებოდა დამნაშავის საპოვნელად. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა.
|
|
ინფორმაციის მოპოვება რთული იყო იმიტომ, რომ თქვენ გრძნობდით დროის ნაკლებობას?
|
|
|
|
კიდევ რამეს ხომ არ დაამატებდით?
|
|
რთული იყო იმიტომაც, რომ ის სულ ოხრავდა და კვნესოდა. ამის გამო კონკრეტული ინფორმაციის მიღება შეუძლებელი იყო. სულ ოხრავდა . . . და არ ვიცოდი, რა მექნა.
|
|
მადლობთ, ახლა მსახიობს მოვუსმინოთ. უფრო ახლოს მობრძნადით. თქვენ როგორ შეაფასებდით სიტუაცია?
|
|
პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ქალი დაბნეულია, მას არ ესმის, რა ხდება, ყველაფერი არარეალურია.
|
|
თქვენ ძალიან თავაზიანი იყავით, მაგრამ მე ნაკლებად გაინტერესებდით. მე ფეხი მაწუხებდა და მასზე ვნერვიულობდი, თქენ კი მხოლოდ დამნაშავეზე ფიქრობდით.
|
|
თქვენ ამბობთ, რომ ძალიან აღელვებული იყავით და ვერ გრძნობდით პოლიციელის მხრიდან, რომ მას აწუხებდა თქვენი გასაჭირი?
|
|
|
მსახიობი(მიმართავსპოლიციელს
|
ვფიქრობ, რომ ყურადღების გადატანის მცდელობა და ჩემთვის სკამზე ჩამოჯდომის შეთავაზება ძალიან კარგი იდეა იყო. მაგრამ, თქვენ ცოტა უხეში იყავით. მე ვცდილობდი ცოტა აზრზე მოვსულიყავი
|
|
შემდეგ თქვენ მომიბოდიშეთ და მე ვიფიქრე, რომ ყურადღება მომაქციეთ. ერთი წუთით დავმშვიდდი, მაგრამ თქვენ ისევ განაგრძეთ დამნაშავის შესახებ შეკითხვების დასმა. როგორ გამოიყურებოდა ის და სხვა. ჩემთვის ეს უკვე ნამეტანი იყო.
|
|
აუხსენით, რატომ არ შეგეძლოთ თავდამსხმელის გარეგნობის აღწერა? პოლიციელმა რამდენჯერმე გთხოვათ ამის გაკეთება.
|
|
როგორც უკვე ვთქვი, ძალიან აღელვებული ვიყავი. ჩემი ფეხი მადარდებდა, ეს კი ძალიან სწრაფად მისვამდა კითხვებს. მე ფიქრის დრო არ მქონდა და ვგრძნობდი, რომ ჩემგან რაღაცას ელოდა. არ შემეძლო მოდუნება და დამშვიდება.
|
ინსტრუქტორი: (მიმართავსყველას)
|
კარგით, გმადლობთ. ახლა კი დამკვირვებლების ჯერია. ვის სურს ნანახზე აზრის გამოთქმა? იქნებ შეძლოთ ამ სიტუაციის დაკავშირება ჩვენს მიერ უკვე განხილულ ემოციების მართვის თეორიასთან?
|
|
მოდით, შევაჯამოთ შედეგები. პოლიციელი გრძნობს, რომ დრო აღარ რჩება და ინფორმაციის მიღება ძალიან სწრაფად სჭირდება.
|
|
ამავე დროს ვხედავთ, რომ დაზარალებული ძალიან შეძრწუნებულია, მას არ შეუძლია ზუსტი ფაქტების მოყვანა.
|
|
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოქალაქეს დამშვიდებისთვის უფრო მეტი დრო უნდა მისცეთ. თქვენ შეგიძლიათ მას დაეხმაროთ საღად აზროვნებაში, თუკი ყურადღებიანი იქნებით, აგრძნობინებთ, რომ მისთვის დახმარების გაწევა გსურთ.
|
|
მაგალითად, კარგი აზრი იყო, მისთვის სკამზე ჩამოჯდომის შეთავაზება. ამის შემდეგაც უნდა გაგეკეთებინათ რაიმე თავაზიანი ჟესტი.
|
|
შეგეძლოთ გამოგეხატათ თქვენი მისდამი თანაგრძნობა, მაგალითად გეთქვათ: ,,ვხედავ, რომ ძალიან აღელვებული ხართ“ და სხვა.
|
|
კიდევ რამდენჯერმე თუ გაივარჯიშებთ, გაგიადვილდებათ და პრაქტიკაში გამოყენებასაც შეძლებთ.
|
|
ამჯერად, ვფიქრობ, საკმარისია.
|
|
ყოველი როლური თამაშის შემდეგ მე მონაწილეებს ვთხოვ, ერთმანეთს ხელი ჩამოართვან. ახლა ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ შესაძლებელი იყო, რომ სიტუაცია დაძაბულიყო.
|
|
და თანაც ლექსოსა და ლიასთვის ხელის ჩამორთმევა თამაშის დასრულების მანიშნებელია. გაუწოდეთ ერთმანეთს ხელი, თუ შეიძლება.
|
|
ლექსომ კარგად იმუშავა, კარგი დასაწყისია.
|
|
|
|
მალე თქვენი ჯერიც დადგება!
|
|
დღეისთვის სულ ეს არის. ყველას დიდი მადლობა.
|
|
|
No comments:
Post a Comment