Tuesday, June 25, 2019

მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების პრაქტიკული ასპექტები


http://mastsavlebeli.ge/?p=10921
დამოუკიდებელი აზროვნება რეფლექსიური ხასიათისაა და მიმართულია იმ საკითხების გადაწყვეტისკენ, რომელშიც დარწმუნებული ვართ და რისი გაკეთებაც გვინდა. მართალია, ასეთი აზროვნება პიროვნებას შეცდომებისგან არ ათავისუფლებს, მაგრამ  სრულიად შესაძლებელია ეს „შეცდომები“ უეცრად  საოცრად ჭეშმარიტიც აღმოჩნდეს, ამიტომ აზროვნების ასეთი ფორმების ათვისება მოსწავლისთვის აუცილებელია. დამოუკიდებელი აზროვნება პროგრესის განუყოფელი ნაწილიცაა და  ამიტომ, როდესაც მოსწავლეს ახალი ცხოვრებისთვის ვამზადებთ და მიზნების დასახვაში ვეხმარებით, ისიც უნდა ვასწავლოთ, როგორ გადადგას განსაკუთრებული ნაბიჯები, როგორ შეძლოს პრაქტიკულ ცხოვრებაში  ტრადიციული „სიბრძნისგან“ გადახვევა და აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება.
დამოუკიდებელი აზროვნების ხელშეწყობით მოსწავლე თავისუფლდება სტერეოტიპებისგან,  პროცესებს ხედავს „გარედან“ და გზას უხსნის ახალ იდეებს. რაც მთავრია –  ასეთ დროს წარმოშობილი მოსაზრებები კონკრეტულად მოსწავლის „კუთვნილებაა“ და არა „განმეორება“ რომელიმე საინფორმაციო წყაროდან მიღებული ცოდნისა. ამიტომ მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებაზე ზრუნვა პედაგოგიური საქმიანობის მნიშვნელოვანი დეტალია და მოსწავლეთა დიდ დაინტერესებასა და შემოქმედებით აქტივობასაც იწვევს.
დამოუკიდებელი  აზროვნებისთვის დამახასიათებელია:
  • არაორდინალური კითხვების დასმა, ორიგინალური მოსაზრებების გამოთქმა, კრეატიული იდეების წამოყენება;
  • განსხვავებული არგუმენტების მოტანა;
  • პრობლემების დროულად გადაწყვეტა;
  • ცოდნის აგება – კონსტრუირება;
  • საბოლოო შედეგების განსაზღვრა.
იფიქრო დამოუკიდებლადეს ნიშნავს:
  • იყო ცნობისმოყვარე;
  • შეძლო კვლევა-ძიების წარმოება;
  • სწორად მოახდინო საკითხების ინდენტიფიცირება;
  • დაგეგმო პროცესი;
  • შეადგინო გეგმა;
  • იპოვო პასუხები კითხვებზე;
  • დააკავშირო ფაქტები და მოვლენები;
  • შეძლო ჰიოთეზების დამტკიცება;
  • გქონდეს ლოგიკური პროცესების უნარი.
დამოუკიდებელი აზროვნებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პიროვნული ღირსებები, როგორიცაა:  სწრაფი მოქმედების  უნარი;  განსხვავებული აქცენტები;   მიზანმიმართულობა;  მუდმივი  მზადყოფნა იდეების გენერირებისთვის;  გააზრება და კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება.
ასეთი სააზროვნო  უნარების  განვითარებისთვის მასწავლებელს შეუძლია სხვადასხვა მეთოდები და სტრატეგიები გამოიყენოს, რომელთა დახმარებით  მოსწავლე უკეთესად შეძლებს  თვითგანვითარებაზე ზრუნვას, სწავლის  პროცესის ორგანიზებას და ახალი ცოდნის  აგებას.
როგორია გაკვეთილზე დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებისკენ მიმართული  პრაქტიკული ნაბიჯები? უპირველეს

No comments:

Post a Comment